ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით პროექტ „საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“ ფარგლებში სტუდენტებს სთავაზობს სალექციო კურსების სერიას. პროექტის ფარგლებში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ოთხდღიან სალექციო კურსში „საბაზრო ეკონომიკის ქართული სისტემა, 2003-2012“. სალექციო კურსს გაუძღვება ბრემენის უნივერსიტეტის დოქტორი გიორგი ხიშტოვანი.
მონაწილეთათვის გაიცემა IDFI-ს, თსუ-სა და ბრემენის უნივერსიტეტის ერთობლივი სერთიფიკატი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მისამართზე: georgia2020@idfi.ge. გთხოვთ, მეილის სახელწოდებაში მიუთითოთ კურსის სათაური. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2015 წლის 17 იანვარი. კურსზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
გთხოვთ, აღნიშნულ მეილზე გამოგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, სასწავლებელი, ფაკულტეტი, სპეციალობა, სემესტრი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და მოკლე სამოტიცავიო წერილი (არაუმეტეს ერთი გვერდისა).
სალექციო კურსი გაიმართება 2015 წლის 20, 21, 22 და 23 იანვარს, თსუ-ს მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში, 15:00-დან 17:00-საათამდე. სამუშაო ენა: ქართული.
სალექციო კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:
ლექცია 1
კაპიტალიზმის ვარიაციები პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაციის ქვეყნებში; სოციალისტური და კაპიტალისტური სისტემები კორნაის მიხედვით
ლექცია 2
2003-2012 წლების საბაზრო ეკონომიკის ქართული სისტემა კორნაის მოდელის მიხედვით (პოლიტიკური სისტემა და იდელოგია, კერძო საკუთრების დომინანტი ფორმა, კოორდინაციის ძირითადი მექანიზმები)
ლექცია 3
2003-2012 წლების საბაზრო ეკონომის ქართული სისტემა კორნაის მოდელის მიხედვით (კერძო აქტორთა ძირითადი ქცევითი ფენომენები და ეკონომიკის ტიპური ფენომენები); 2003-2012 წლებში საბაზრო ეკონომიკის ქართული სისტემის მოგებული და წაგებული აქტორები
ლექცია 4
Case Study: ჯანდაცვის რეფორმა საქართველოში, 2006-2012; „საქართველო 2020“-ის ძირითადი გამოწვევები 2003-2012 წლებში საბაზრო ეკონომიკის ქართულ სისტემაში არსებული ხარვეზების გათვალისწინებით