ციფრულ მუწყებლობაზე გადასვლის სათათბირო საბჭოს შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრათან

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 11 მარტი 2013

 

მიმდინარე წლის 7 მარტს, საქართველოს პრემიერ მინისტრთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი იყო საქართველოს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკის ორიენტირები და საკითხის ხედვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროების, მაუწყებლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრას ესწრებოდა IDFI-ის ექსპერტი უჩა სეთური, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროსთან შექმნილ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოს სოციალურ საკითხებზე მომუშავე ქვეჯგუფს. წარმოდგენილი პრეზენტაციის ფარგლებში შემოთავაზებულია საინტერესო ბიზნესმოდელი, რომლის შესაბამისად სახელმწიფოს მიერ მოხდება ციფრული საეთერო ქსელის დაფინანსება, რომლის მეშვეობით მოხდება როგორც საზოგადოებრივი არხების ტრანლსირება, ასევე კერძო საეთერო მაუწყებლების ტრანსლირება. აღნიშნული პროექტის შესაბამისად, გარდამავალ პერიოდში (2015 წლის 17ივნისი), არსებული კერძო მაუწყებლების ტრანლსირება მოხდება ნულოვანი ტარიფებით, რაც მათ მისცემს საშუალებას თავიდან აიცილონ ორმაგი ხარჯები (ხარჯები არსებული ანალოგური ტრანსლირებისათვის, ასევე ციფრული ტრანსლირებისათვის). წარმოდგენილ მოდელში განსაკუთრებით საინტერესოა მცირებიუჯეტიანი, ადგილობრივი და რეგიონული მაუწყებლებისათვის, რომლებიც პოლარიზებული სარეკლამო ბაზრის გამო, ისევე როგორც სხვა მიზეზების გამო, ამ დახმარების გარეშე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ.

დადებითად უნდა  შეფასდეს დაბალი შემოსავლების ბოლო მომხმარებლების სუბსიდირების პოლიტიკა, რომელიც საჭირო აპარატურის უსასყიდლოდ გადაცემის
გარდა, გარკვეული კატეგორიის მომხმარებლებისათვის საინსტალაციო მომსახურებასაც ითვალისწინებს. პროექტის შესაბამის დონეზე რეალიზაციისათვის ასევე დაგეგმილია შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის დაფინანსებაც.

შეხვედრაზე IDFI-ის ექსპერტმა უჩა სეთურმა წარმოადგინა ინსტიტუტის ხედვები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კერძოდ მოსაზრებები შემოთავაზებულ ბიზნესმოდელზე, ლიცენზირების საკითხებზე და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში კონკურენციის უზრუნველყოფაზე.ორგანიზაციამ უკვე გამოქვეყნა და რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით და ამჟამად პროექტის „ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მხარდაჭერა და მონიტორინგი საქართველოში“, რომელიც ფინანსდება ფონდ „ღია საზოგაოდოება საქართველოს“ მიერ, მუშაობს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის სოციალურ საკითხებზე, ისევე როგორც პოლიტიკის სხვა მიმართულებებზე.


 იხილეთ IDFI-ის კვლევები:

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)“ წინადადებები ციფრული საეთერო მაუწყებლობის პოლიტიკის შესახებ

რეკომენდაციები "ციფრული მაუწყებლობის დახმარების სახელმწიფო სტრატეგიის განსაზრვრისათვის"

აქართველოს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის სახელმწიფო  სუბსიდირების პოლიტიკის ორიენტირები  და ბენეფიციარები

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024