საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობას შეუერთდა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 1 მაისი 2015

30 აპრილს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის წევრ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის საპარლამენტო ღიაობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმზე ხელმოწერით, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც პარლამენტში ღია მმართველობის პრინციპების პრაქტიკულ დანერგვას დაიწყებს. აღნიშნულ მემორანდუმზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია ქუთაისში, პარლამენტის შენობაში გაიმართა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა დავით უსუფაშვილმა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის წევრმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა.

 

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილე მხარეებს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა.

 

„საქართველოს პარლამენტის ყოველდღიურ ცხოვრებაში უმნიშვნელო ამბები, როგორც წესი, არ ხდება, მაგრამ მაინც არის დღეები და მომენტები, როდესაც ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ, რომელიც ახალი მიმართულებით განვითარებას, ჩვენი ცხოვრების ახალ სტანდარტებს საფუძველს უყრის. დღეს ერთ-ერთი ასეთი დღეა - პარლამენტი ღიად აცხადებს, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის წინაშე, ასევე, ქვეყანაში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციების წინაშე და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობის წინაშე რომ პარლამენტი მზადაა თავის საქმიანობაში სრულიად ახალი და განსხვავებული გამჭვირვალობის და ღიაობის სტანდარტები დანერგოს. საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციაზე ხელმოწერით და, ზოგადად, ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესში მონაწილეობით, რომელიც მსოფლიო მასშტაბის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია, ჩვენ ვუერთდებით 21-ე საუკუნის ამ სრულიად ახალ გამოწვევას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

აგრეთვე, დამსწრეებს სიტყვით მიმართეს გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ბატონმა შომბი შარპმა და ინფორმაციის თავისფულების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა. ბატონმა შომბი შარპმა ისაუბრა დონორი ორგანიზაციების წვლილზე საპარლამენტო ღიაობის განვითარების პროცესში და მზადყოფნა გამოთქვა, რომ მომავალშიც გაგრძელდეს მხარეთა შორის თანამშრომლობა. IDFI-ის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, ხაზი გაუსვა საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციისა და მემორანდუმის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საპარლამენტო ღიაობის ინიციატივა არის ახალი პერსპექტივა, რომლის წინაშეც დგას საქართველო. 

 

მისასალმებელი სიტყვების დასრულების შემდეგ მემორანდუმის ტექსტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, რომლის შემდეგაც, მემორანდუმიდან გამომდინარე, საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციაზე პარლამენტის წევრებმა საკუთარი ხელმოწერები დასვეს. დეკლარაციაზე ხელმოწერით პარლამენტმა ღიაობის პრინციპების და საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფის ვალდებულება აიღო.

 

ღია მმართველობის მთავარი პრინციპების დასანერგად საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფი 2015 წლის თებერვალში შეიქმნა, რომელსაც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი ხელმძრვანელობს. ჯგუფში ასევე გაერთიანებულია 12 პარლამენტის წევრი ინტერფრაქციული შემადგენლობით და საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციაზე და მემორანდუმზე ხელის მოწერა გაიმართა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს პარლამენტთან პარტნიორობით ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.

 

საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა პროექტის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის“ ფარგლებში. ჯგუფის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს პარლამენტს საპარლამენტო ღიაობის პრინციპის დანერგვაში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ,,საქართველოს პარლამენტის სამოქმედო გეგმა ღია პარლამენტისთვის” შემუშავების პროცესში.

 

იხილეთ ფოტო ალბომი

/public/upload/IDFI/OGP/Memorandumi.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

საიამ, IDFI-მ და უფლებები საქართველომ ეუთოს ვენის მექანიზმს წერილობითი ინფორმაცია წარუდგინეს

10.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024