საქართველოს პარლამენტი OGP-ის დეკლარაციას შეუერთდა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 12 მაისი 2016

2015 წლის 25 სექტემბერს, გაეროს დაარსებიდან 70-ე წლისთავზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგი სათაურით - „ჩვენი სამყაროს ტრანსფორმაცია: მდგრადი განვითარების დღის წესრიგი 2030 წლისთვის.“ დოკუმენტი შედგება 17 მიზნისა და 169 ამოცანისგან. მიზნები ერთმანეთისგან განუყოფელია და აბალანსებს მდგრადი განვითარების სამივე განზომილებას: ეკონომიკურს, სოციალურსა და გარემოსდაცვითს. დღის წესრიგი ეხება პლანეტისა და კაცობრიობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებს: კეთილდღეობას, მშვიდობასა და თანამშრომლობას.

 

დოკუმენტში ჩამოყალიბებული მიზნები და მათ განსახორციელებლად შემუშავებული ამოცანები თანხვედრაშია ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიზნებთან. შესაბამისად, ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) წარმოადგენს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ეფექტურ საშუალებას. 

 

27 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების დამტკიცებიდან ორ დღეში, OGP-ის მმართველი კომიტეტის 11-მა ქვეყანამ შეიმუშავა და მიიღო დეკლარაცია სახელწოდებით - „ღია მმართველობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებისთვის“. დეკლარაციის ტექსტი მიესალმება დღის წესრიგის შინაარსსა და მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტიან განხორციელებაში გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის არსებითი როლის აღიარებას. დეკლარაციის თანახმად, OGP გეგმავს ყურადღება მიაპყროს 5 არსებით სფეროს:

 

1. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე გამჭვირვალობის, ღიაობის, ანგარიშვალდებულების გზით;
2. სამართალსა და საჯარო ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფა;
3. 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა;
4. 2030 დღის წესრიგის განხორცილების შეფასებისას OGP-ის პრინციპებით ხელმძღვანელობა; და
5. OGP-ის სამოქმედო გეგმების გამოყენება მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობისთვის. აღნიშნული მიზნები შეესაბამება 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნებს.

 

საქართველოს პარლამენტი ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარალამენტო საბჭოს მეშვეობით შეუერთდა OGP-ის დეკლარაციას ,,ღია მმართველობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებისთვის“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტი არის მსოფლიოში პირველი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც შეუერთდა OGP-ის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშემწყობ დეკლარაციას.


გაეროს 2030 წლის დღის წესრიგი ამბიციური დოკუმენტია და მის განხორციელებას მრავალმხრივი ჩართულობა და თანამშრომლობა სჭირდება. დეკლარაციის შესაბამისად, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო მხარს დაუჭერს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას და იღებს ვალდებულებას, რომ შეიმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისი ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა.


საქართველოს პარლამენტი ამჟამად მუშაობს ,,საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის” განხორციელებაზე. პარლამენტმა სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება 2016 წლის დეკემბრამდე უნდა დაასრულოს.


საქართველოს პარლამენტს სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მხარს უჭერს პროექტი „საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში“, რომელსაც ახორციელებს IDFI გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით. IDFI აღნიშნული პროექტის ფარგლებში კოორდინირებას უწევს საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობას.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024