საარჩევნო კამპანიის ხარჯები

სიახლეები 28 ივნისი 2010

საარჩევნო კამპანიის ხარჯები სივილ ჯორჯია, თბილისი 15 ივნ.'10 იმ ხუთი პარტიის და ბლოკის საარჩევნო კამპანიისას გამოყენებული სახსრების მთლიანმა მოცულობამ, რომლებმაც თბილისში 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების დროს 5%–იანი ბარიერი გადალახეს, 16 მილიონ ლარამდე შეადგინა.

ამ მთლიანი დანახარჯების 90%-მდე მმართველ პარტიაზე მოდის.

პოლიტიკური პარტიების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი  საარჩევნო ფონდების ხარჯთაღრიცხვების თანახმად, ყველაზე ცოტა დანახარჯი, 136 600 ლარი ალიანსი საქართველოსთვის საარჩევნო ბლოკს ქონდა.

 კანონის თანახმად, პარტიას ერთი ფიზიკური პირისგან 30 000 ლარზე მეტის, ხოლო იურიდიული პირისგან 100 000 ლარზე მეტი ფულადი შემოწირულობის მიღება არ შეუძლია. ფინანსური დოკუმენტაცია იმ პირებისა და კომპანიების ჩამონათვალსაც შეიცავს, ვინც პარტიებს, თუ საარჩევნო ბლოკებს დაეხმარა.

პარტიების საარჩევნო კამპანიის ხარჯები არა მხოლოდ ფულად შემოწირულობას ასახავს, არამედ იმ არაფულადი შემოწირულობების საბაზრო ღირებულებას, რომელიც დამფინანსებლებმა გაიღეს სხვადასხვა მომსახურეობის გაწევით, მაგალითად საოფისე ფართის უსასყიდლოდ დათმობით, ან სააგიტაციო მასალის უფასოდ დაბეჭვდით. დაწვრილებით იხილეთ:

http://www.civil.ge/geo/article.php?id=22854

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024