IDFI-იმ ევროკავშირის დახმარებით ახალი პროექტი დაიწყო

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 1 მაისი 2018

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალი ორწლიანი პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებას; ასევე პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდას და სახელმწიფოს, სამოქალაქო სექტორს, მედიასა და საზოგადოებას შორის სისტემაში მიმდინარე ძირითად რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლის პრაქტიკის გაუმჯობესებას.

 

პროექტი “პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით” (PrIME) ხორციელდება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობით.

 

პროექტის გახსნით ღონისძიებაზე მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში არსებულ სიახლეებსა და PrIME პროექტის მიზნებს.

 

საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა პროკურატურის ყველა სექტორში რეფორმების შედეგების გაუმჯობესების კუთხით. მომავალ წლებში, რეფორმების პაკეტი უფრო მეტ ქმედებებს მოითხოვს, რომ გაუმჯობესდეს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი, გაძლიერდნენ არამენეჯერულ პოზიციებზე მყოფი პროკურორები და უფრო მეტად ჩაერთონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამასთანავე, უნდა ამაღლდეს ნდობა და საზოგადოების ცნობიერება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემასთან მიმართებაში“, – განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ.

 

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ძალისხმევას, შეასრულოს საერთაშორისო, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები: გააძლიეროს კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა. მოხარულები ვართ, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, სახელმწიფო ინსტიტუციები ასე აქტიურად არიან ჩართულები PrIME პროექტის განხორციელებაში“,–აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის კომუნიკაციების ატაშემ მიკოლაი ბეკასიაკმა.

 

პროექტი ითვალისწინებს მრავალმხრივ მიდგომას, რომლის ფარგლებშიც IDFI და მისი პარტნიორი ორგანიზაციები იმუშავებენ ოთხი მიმართულებით: 1. მონიტორინგი; 2. ჟურნალისტური გამოძიება; 3. შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოს საპროკურორო და საგამოძიებო სისტემებში მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად; და 4. ცნობიერების ამაღლება ქალთა წინააღმდეგ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულების შესახებ.

 

პროექტის სრული ბიუჯეტი შეადგენს 333,321.64 ევროს. პროექტი 26 თვიანია და 2018-2020 წლებში განხორციელდება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024