საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ჯერ არ შეუერთდა ანტიკორუფციული გარემოს შესახებ OECD-ის შეფასების პროცესს

განცხადებები | კორუფციასთან ბრძოლა 21 ნოემბერი 2022

2022 წლის 17 ნოემბერს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) მმართველმა ჯგუფმა დაამტკიცა OECD/ACN-ის მეხუთე რაუნდის მონიტორინგის შეფასების ჩარჩო, რომელიც OECD/ACN  წევრ ქვეყნებში ანტიკორუფციულ გარემოს შეისწავლის. სამწუხაროდ, OECD/ACN წევრი სხვა ქვეყნებისგან (უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი) განსხვავებით, საქართველოს მთავრობამ არ მიიღო მონაწილეობა მეხუთე რაუნდის მონიტორინგის შეფასების ჩარჩოს დამტკიცების პროცესში. თუ 2022 წლის ბოლომდე საქართველოს მთავრობა არ განაცხადებს თანხმობას ქსელის ყველა ქვეყნის მიერ უკვე დამტკიცებული შეფასების ჩარჩო-დოკუმენტზე მიერთებაზე,  2023 წელს საქართველოში ვეღარ განხორციელდება OECD/ACN-ის ანტიკორუფციული გარემოს მეხუთე რაუნდის მონიტორინგი. 

 

2020 წელს OECD/ACN-მა ანტიკორუფციული მეთოდოლოგიის ახალი ინდიკატორები შეიმუშავა, რომელთა მიხედვით ქვეყნები 2023 წლიდან ყოველწლიურად უნდა შეფასდნენ. ინდიკატორებისა და მეთოდოლოგიის პრაქტიკაში დანერგვამდე, „ევროკავშირი კეთილსინდისიერებისთვის“ (EU for Integrity) პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ხუთი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებმა – საპილოტე მონიტორინგის განხორციელებაზე თანხმობა განაცხადეს, ხოლო პილოტური მონიტორინგის ანგარიში 2022 წლის აპრილში დამტკიცდა. მიუხედავად საპილოტე მეთოდოლოგიით ჩატარებული შეფასებაზე თანხმობისა, OECD/ACN წევრი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველომ არ მიიღო მონაწილეობა შეფასების საბოლოო ჩარჩოს დამტკიცებაში და შესაბამისად, თუ ამას არ გააკეთებს 2022 წელს მონიტორინგის მე-5 რაუნდი საქართველოში ვეღარ განხორციელდება.

 

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კორუფციული გარემოს შეფასების პროცესი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ და ის შეიძლება გახდეს ერთ-ერთი კრიტერიუმი იმ ქვეყნების შეფასებისას, ვისაც აქვს ევროკავშირთან დაახლოების გაცხადებული მიზანი და განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, ვისაც სურს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო).

 

OECD შედგება ეკონომიკურად და დემოკრატიულად განვითარებული 38 ქვეყნისგან და ეხმარება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში. OECD-ისთან თანამშრომლობა საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნისთვის გამოყოფილი დახმარების უდიდესი ნაწილი სწორედ OECD-ის წევრ ქვეყნებზე მოდის. ამ დახმარების ნაწილია პროგრამა სახელწოდებით ანტიკორუფციული ქსელი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის (OECD/ACN), რომლის ფარგლებშიც პერიოდულად ხდება მონაწილე ქვეყნების ანტიკორუფციული გარემოს შემოწმება და კონკრეტულ რეფორმებზე რეკომენდაციების გაცემა.

 

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის პასიურობა OECD/ACN-ის მონიტორინგის მე-5 რაუნდის პროცესში მონაწილეობაზე ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყანაში ანტიკორუფციული რეფორმების გატარების დღის წესრიგს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კონსტრუქციულად ითანამშრომლოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციულ ქსელთან და უზრუნველყოს 2023 წელს საქართველოში ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგის მე-5 რაუნდის  შეფასების განხორციელება.

 

 

1. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

2. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI Georgia)

3. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)

4. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023