საქართველო OGP-ს მმართველი კომიტეტის წევრია

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 7 აგვისტო 2014

წელს პირველად 2011 წლის შემდეგ ღია მმართველობის მმართველი კომიტეტი არჩევნების გზით დაკომპლექტდა. მმართველი კომიტეტის წევრობის 8 ვაკანტური ადგილისთვის 11 სახელმწიფო იბრძოდა, მათ შორის საქართველოც. 30 ივლისს ჩატარებული არჩევნების შედეგები 4 აგვისტოს გახდა ცნობილი: აშშ, ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო, ფილიპინები და ტანზანია ხელახლა აირჩიეს მმართველი კომიტეტის წევრებად, ხოლო საქართველო, საფრანგეთი, და ხორვატია პირველად შეუერთდნენ კომიტეტს.

 

შეგახსენებთ, რომ გარდა სახელმწიფოებისა, მმართველ კომიტეტში ცალკე კვოტა აქვთ გამოყოფილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. 5 თავისუფალიადგილისდასაკავებლად 37 სამოქალაქოსაზოგადოებისწარმომადგენელიიბრძვის. უკვე ცნობილია, თუ ვინ დაიკავა ეს 5 ვაკანტური ადგილი:

 

 

2014 წლის ოქტომბერში ღია მმართველობის პარტნიორობის თანა-თავმჯდომარეები შეიცვლება. როგორც კი ინდონეზიის მთავრობისა და რაკეშ რაჯანის (Rakesh Rajani) მმართველი თანა-თავმჯდომარეობის ერთწლიანი ვადა  ამოიწურება, ახლანდელი თავმჯდომარის მოადგილე - მექსიკის მთავრობა და  სუნეტა კემალი (Suneeta Kaimal) დაიკავებენ მმართველი თავმჯდომარის პოზიციას.

 

ამ ცვლილებისთვის მოსამზადებლად ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველმა კომიტეტმა აირჩია ორი თანა-თავმჯდომარე, რომლებიც 2014 წლის ოქტომბერში მმართველ გუნდს შეუერთდებიან როგორც თავმჯდომარის მოადგილეები, 2015 წლის ოქტომბერში კი - გახდებიან მმართველი თავმჯდომარეები. ამ პოზიციაზე უკვე არჩეულნი არიან საჯარო სერვისისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტით წარმოდგენილი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და GESOC აღმასრულებელი დირექტორი, ალეხანდრო გონსალსი (მექსიკა). ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა აფრიკული ქვეყანა სათავეში ჩაუდგება OGP-ს. აქამდე თავმჯდომარის პოზიციას იკავებდნენ აშშ, ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო, ინდონეზია და მექსიკა.

 

30 ივლისს ჩატარებულ არჩევნებზე OGP-ს წევრი სახელმწიფოების ხმების მიხედვით მოხდა მმართველი კომიტეტის წევრების გამოვლენა. მიღებული ხმების მიხედვით არჩევნებში მონაწილე ქვეყნებს განესაზღვრათ მმართველ კომიტეტში ყოფნის ვადა 1, 2 ან 3 წლით. მაქსიმალური ქულა იყო 10. მიღებული შედეგების მიხედვით ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

 

 

ღია მმართველობის პარტნიორობის განახლებული მმართველი ორგანო მუშაობას 2014 წლის პირველი ოქტომბრიდან შეუდგება, ხოლო კომიტეტის ახალარჩეული წევრების პირველი შეხვედრა სექტემბრის ბოლოს ნიუ იორკში შედგება. საქართველოს კომიტეტში იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს. საქართველოს სააპლიკაციო განაცხადი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

 

მმართველი კომიტეტის დამფუძნებელი თანა-თავმჯდომარეები იყვნენ აშშ და ბრაზილია. არჩევნებამდე 9 ქვეყნისგან შემდგარი (მექსიკა, ინდონეზია, ფილიპინები, ნორვეგია, სამხრეთ აფრიკა, გაერთიანებული სამეფო, აშშ, ბრაზილია და ტანზანია) მმართველი კომიტეტის მთავარი ფუნქცია არის „განავითაროს, ხელი შეუწყოს და დაიცვას ღია მმართველობის პარტნიორობის ღირებულებები, პრინციპები და ინტერესები. ადგენს ღია მმართველობის პარტნიორობის ძირითად იდეას, პოლიტიკასა და წესებს; ამასთანავე, ზედამხედველობს OGP-ის ფუნქციონირებას“. ხელმძღვანელობა შედგება თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა (წევრი სახელმწიფოების მთავრობები) და ორი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისგან. 

 

საქართველოს OGP-ის მმართველ კომიტეტში გაწევრიანება განაპირობა ჩვენი ქვეყნის 2014-15 წლების სამოქმედო გეგმაში გაწერილმა ამბიციურმა პროექტებმა და გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების იმ ხარისხმა, რასაც საქართველომ ელ-მმართველობისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების გზით მიაღწია. OGP-ს მმართველი კომიტეტის წევრობა დიდი პატივი და გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველო ღირსეულად შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას მმართველი კომიტეტის წევრობის განმავლობაში და სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით კვლავაც აქტიურად განაგრძობს ღია და გამჭვირვალე მმართველობის დანერგვას ჩვენს ქვეყანაში.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024