ღია მმართველობის პარტნიორობა - „საქართველოს, როგორც პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანას, რეფორმათა უფრო ამბიციური გეგმის დასახვა მართებს“

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა | სტატია 23 იანვარი 2018

2018 წლის 23 იანვარს, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მხარდამჭერმა გუნდმა (Support Unit) გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საქართველოს, როგორც OGP-ის თავმჯდომარე ქვეყნის მიერ რეფორმების უფრო ამბიციური გეგმის შემუშავების საჭიროებაა განხილული. სტატიაში ნათქვამია:

 

„დამოუკიდებელმა ანგარიშგების მექანიზმმა (IRM) საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის მესამე (2016-2017 წლების) სამოქმედო გეგმის განხორციელება შეაფასა და განსაზღვრა, რომ მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, რომლებსაც ქვეყანამ OGP-ის დღის წესრიგის განხორციელებაში მიაღწია, მთავრობამ, OGP-ის წამყვანი თანათავმჯდომარის სტატუსში, მეტი გარდამავალი რეფორმა უნდა განახორციელოს, რათა მოქალაქეთა ჩართულობისა და საჯარო ანგარიშვალდებულების პრაქტიკა ხელისუფლების ყველა შტოში დამკვიდრდეს. 

 

საქართველოს სამოქმედო გეგმა სხვადასხვა თემას, მათ შორის, საჯარო მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებასა და საჯარო ადმინისტრირების მთლიანობის უზრუნველყოფის ზომების გაძლიერებას მოიცავს და 24 ვალდებულებისგან შედგება. ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებლობა რამდენიმე სახელმწიფო ორგანომ, მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციამ, ექვსმა სამინისტრომ, რამდენიმე სამთავრობო სააგენტომ, სამოქალაქო მომსახურების ბიურომ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და უზენაესმა სასამართლომ, აიღო. სამოქმედო გეგმაში ასევე წარმოდგენილია ხუთი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის - ახალციხის, ბათუმის, ქუთაისის, ოზურგეთის და ზუგდიდის - მიერ გამჭვირვალობისა და საჯარო ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით ნაკისრი ვალდებულებები.

 

24 ვალდებულებიდან ნაწილობრივ ან მთლიანად 14 ვალდებულება შესრულდა, ხოლო დარჩენილი 10 ვალდებულების შესრულების კუთხით მხოლოდ მცირე წინსვლა შეიმჩნევა. წარმატებით განხორციელებული ინიციატივებია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემუშავებული ბიუჯეტის მონიტორის პორტალი, საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღება. სხვა აქტივობები, რომლებსაც პოტენციურად მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვებოდა, საჯარო შესყიდვების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით ელექტრონული ინიციატივების განხორციელება და რამდენიმე მუნიციპალიტეტში (მათ შორის ოზურგეთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში) მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა იყო. ამავდროულად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინფორმაციის თავისუფლების კანონი - საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მთავარი პრიორიტეტი - არ წარედგინა პარლამენტს და, ზედიზედ ორ სამოქმედო გეგმაში შეტანის მიუხედავად, შეუსრულებელ ვალდებულებად რჩება.

 

კვლევა საქართველოს მთავრობის მიერ OGP-ის თანათავმჯდომარის სტატუსში პრიორიტეტულად განსაზღვრული თემების - საჯარო მომსახურების გაუმჯობესების, კორუფციის აღმოფხვრის და მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველყოფის - კუთხით მეტი შესაფერისი და შედეგის მომტანი ვალდებულებების შემუშავების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

 

მთავარი რეკომენდაციებია ინფორმაციის თავისუფლების კანონის დროული მიღება, სამთავრობო ხელშეკრულებების გამჭვირვალობის გაზრდა და ხელისუფლების განხორციელების ყველა საფეხურზე საჯარო ჩართულობის გაზრდის სტრატეგიის შემუშავება.“

 

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ:

 

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) 2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრის ფარგლებში დაფუძნდა, სადაც რვა სახელმწიფოს მეთაურმა და ცხრა სამოქალაქო საზოგადოების ლიდერმა მიიღო ღია მმართველობის პარტნიორობის დეკლარაცია და OGP-ის ეროვნული სამოქმედო გეგმების პირველი ნაკადი გამოაქვეყნა.

 

დღეის მდგომარეობით, OGP 75 ეროვნულ, 15 ადგილობრივ მთავრობას, ასევე 7 მრავალმხრივ ორგანიზაციასა და ათასობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას მოიცავს, რომლებმაც, ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის, კორუფციასთან ბრძოლისა და მთავრობების ღიაობის, ეფექტურობისა და მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით ერთობლივად 3,000-ზე მეტი ვალდებულების აიღეს.

 

საქართველო OGP-ის 2011 წელს შეუერთდა, ხოლო 2014 წელს ის პარტნიორობის მმართველი საბჭოს წევრად იქნა არჩეული. 2017 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი რანგის შეხვედრის ფარგლებში, საქართველომ OGP-ის) 2017-2018 წლების თანათავმჯდომარეობა გადმოიბარა. 2018 წლის 17-19 ივლისს, თბილისი OGP-ის მეხუთე გლობალურ სამიტს უმასპინძლებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024

მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას

07.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023