ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 3 მაისი 2017

ავტორი: ნატალია ვარაზი 

 

2017 წლის 2 მაისს, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭომ და მასთან არსებულმა საკონსულტაციო ჯგუფმა საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. ამ პროცესს წინ უძღვოდა რამდენიმე საათიანი დისკუსია გეგმაში შემავალი ვალდებულებების შესახებ, რომელიც მომზადდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და IDFI-სთან თანამშრომლობით.


შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის - ირინა ფრუიძე, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ეკა ბესელია, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, და კახაბერ კუჭავა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე.


საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის მიზანია პარლამენტის საქმიანობის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაზრდა და საკანონმდებლო პროცესებში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა. გეგმაში შესული ყველა ვალდებულება ღია მმართველობის ფუძემდებლური პრინციპებიდან (მოქალაქეთა ჩართულობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, პარლამენტის ანგარიშვალდებულება, პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობა, ტექნოლოგიები და ინოვაცია) გამომდინარეობს და ჯამში 28 ვალდებულებას მოიცავს, რომელთა განხორციელებას საქართველოს პარლამენტი 2017-2018 წლებში გეგმავს.


სამოქმედო გეგმის ვალდებულებები შეიმუშავეს საქართველოს პარლამენტის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYILA), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TIG), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI), GIZ საქართველოს, ჯამპსტარტ საქართველოს და USAID დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) წარმომადგენლებმა.


გეგმაში შესული 25 ვალდებულება ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) 5 გამოწვევას პასუხობს:


გამოწვევა 1 - მოქალაქეთა ჩართულობა:


1.1 პეტიციის წარდგენის ელექტრონული სისტემის დანერგვა;


1.2 კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა;


1.3 საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო წინადადებისა და საკანონმდებლო ინიციატივის ელექტრონული სახით წარდგენის და მოქალაქეთა მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმების დანერგვა პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით;  


1.4 კანონშემოქმედებით პროცესში საჯარო კონსულტაციის ჩატარების წესისა და ფორმების შემუშავება, კანონპროექტებზე კომენტარის (ელექტრონულად და/ან წერილობით) უკუკავშირის მექანიზმის დანერგვა;


1.5 სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის პარლამენტის შენობის ადაპტირება და პარლამენტის მიერ მოქალაქეებისთვის გაწეული სერვისების ხელმისაწვდომობა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის;


1.6 ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;


1.7 პარლამენტის შენობაში მოქალაქეთა შესვლის პროცედურების გამარტივება;


1.8 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის შემუშავება.

 

გამოწვევა 2 - ინფორმაციის ხელმისაწვდომობა:


2.1 პარლამენტის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის გაფართოება;


2.2 კანონპროექტის განხილვისას, პირველად ტექსტში შეტანილი ცვლილებების ხილვად ფორმატში ასახვა და მათი დროული გამოქვეყნება პარლამენტის ვებგვერდზე;


2.3 მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება პარლამენტის ვებგვერდზე;


2.5 საქართველოს პარლამენტის მიერ ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშის მოსმენის თაობაზე ინფორმაციის ვებგვერდზე დროულად განთავსება, შესაბამისი კომიტეტის სხდომის ვიდეო-ოქმის მომზადება და გამოქვეყნება და საქართველოს პარლამენტის მიერ ასარჩევი პირების საკომიტეტო მოსმენის თაობაზე ვებგვერდზე ინფორმაციის გონივრულ ვადაში გამოქვეყნება, შესაბამისი კომიტეტის სხდომის ვიდეო-ოქმის მომზადება და გამოქვეყნება;


2.6 პარლამენტის კომიტეტების სამოქმედო გეგმების მომზადება და გასაჯაროება ყოველი წლის დასაწყისში.

 

გამოწვევა 3 - პარლამენტის ანგარიშვალდებულება:


3.1 საქართველოს პარლამენტის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ყოველწლიური შეხვედრების ინსტიტუციონალიზაცია;


3.2 პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის შემუშავება და გამოქვეყნება;


3.3 საქართველოს პარლამენტის თვითშეფასების ინსტრუმენტის დანერგვა.

 

გამოწვევა 4 - პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობა:


4.1 საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდა;


4.2 საჯარო ინფორმაციის ანგარიშების (ე.წ. „10 დეკემბრის ანგარიშების“) მონიტორინგის სისტემის შემუშავება;


4.3 საქართველოს პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსის შემუშავება;


4.4 კანონპროექტის განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესება;


4.5 კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში ცვლილებების შეტანის დასაბუთების ვალდებულების განსაზღვრა;


4.6 საქართველოს მთავრობის ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ზედამხედველობა/მონიტორინგი.

 

გამოწვევა 5 - ტექნოლოგიები და ინოვაცია:


5.1 კენჭისყრის შედეგების მონაცემთა ბაზის სრულყოფა;


5.2 საჯარო ინფორმაციის მოდულის შექმნა და პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციაზე წვდომის გამარტივება (მათ შორის, დოკუმენტების ადვილად დასამუშავებელ ფორმატში განთავსება);


5.3 პარლამენტის ვებგვერდის რესტრუქტურიზაცია.


საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა წარდგენის შემდგომ უნდა დაამტკიცოს საქართველოს პარლამენტის ბიურომ, რაც მიმდინარე წლის მაისში იგეგმება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024