საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდო მოიპოვა - მედია გაშუქება

IDFI მედიაში | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 3 ნოემბერი 2015

27 ოქტომბერს საქართველომ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ჩემპიონთა ჯილდო მოიპოვა (the OGP Government Champions Award). დაჯილდოების ცერემონია მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, OGP-ის სამოქალაქო დღეზე გაიმართა, რომელიც 2015 წლის ღია მმართვლეობის პარტნიორობის გლობალური, სამიტის ფარგლებში ჩატარდა.


აღნიშნული მოვლენა, ბუნებრივია, ქვეყნისა და ქართული მედია სივრცისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, თუმცა არც უცხოურ მედიას დაუტოვებია საქართველოს მიერ მოპოვებული ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ჩემპიონთა ჯილდო უყურადღებოდ.


"კოსტა რიკას შეეძლო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ჩემპიონთა ჯილდოს მოპოვება" ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას The Costa Rica Star. სტატიაში აღწერილია ღია მმართველობის ჩემპიონთა ჯილდოს, როგორც მრავალმხრივი ინიციატივის მიზნები და გამარჯვების მოსაპოვებლად ხმის მიცემის პროცედურები. შერჩეული სამი ნახევარ ფინალისტის საქართველოს, სიერა ლეონესა და კოსტა რიკას შემადგენლობები.


The Messenger Online წერს: "IDFI-მ წარმოადგინა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მოკლე შეჯამება და მოამზადა ვიდეო რგოლი, რომელიც ასახავს საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობასა და მის წვლილს ამ სამუშაოში.


Paper.li-მ დაჯილდოვების პროცესის დეტალური პოტო მიმოხილვა გამოაქვეყნა.


რაც შეეხება ქართულ მედია საშუალებებს, მეორე არხმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება და მილოცვა გააშუქა მოპოვებულ ჯილდოსთან დაკავშირებით.


Agenda.ge-ს სტატიაში ნათქვამია: "თავის ნომინაციაში IDFI-მ განაცხადა, რომ ჯგუფმა აქტიური წვლილი შეიტანა ეროვნული სამოქმედო გეგმის შექნმაში და წამოაყენა ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც, სახელმწიფო სტრუქტურების მეტი ღიაობისთვის, პარლამენტს ეკისრება 2015-2016 წლებში." 


NewsDay Georgia, თავის სტატიაში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველომ ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების იმ მოკლე სიაში შეაღწია, რომელთაც აქვთ განვითარებული საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმა. ასევე, ნათქვამია, რომ საქართველო ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გახდა და საქართველოს პარლამენტმა ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდოს მფლობელი არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე დაასახელა, ეს ორგანიზაცია კი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტია (IDFI).


სტატია გამოაქვეყნა Netgazeti.ge-მაც, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წვლილზე და მათი წარმომადგენლების ჩართულობაზე მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში გამართულ სესიებში. "IDFI-ის დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი მონაწილეობას მიიღებს შემდეგ სესიებსა და პანელურ დისკუსიებში:: ,,ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ცოდნის გაზიარება", ,,ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის მთავრობასთან თანამშრომლობა" და ,,ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა - იდეებიდან განხორციელებამდე". IDFI-ის თავმჯდომარე, ლევან ავალიშვილი ისაუბრებს ,,მოქალაქეზე ორიენტირებულ ანტი-ორუფციულ ინიციატივებზე" - ვკითხულობთ სტატიაში.


ინტერპრესნიუსის ცნობით, "ღია მმართველობის პარტნიორობის ჯილდოს" ნომინაციაზე წარდგენას საფუძვლად დაედო საქართველოს პარლამენტისა და სამოქალაქო სექტორის ერთწლიანი წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობა ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში.


საქართველოს ახალი ამბების სააგენტო და For.ge საქართველოს გამარჯვებამდე აქტიურად აშუქებდნენ მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს მონაწილეობას ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

კრემლის სპეციალური საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში გრძელდება

06.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024