საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდო მოიპოვა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 28 ოქტომბერი 2015

27 ოქტომბერს საქართველომ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ჩემპიონთა ჯილდო მოიპოვა (the OGP Government Champions Award). დაჯილდოების ცერემონია მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, OGP-ის სამოქალაქო დღეზე გაიმართა, რომელიც 2015 წლის ღია მმართვლეობის პარტნიორობის გლობალური სამიტის ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნული სამიტი მექსიკაში 28-29 ოქტომბერს ჩატარდა.


ღია მმართველობის პარტნიორობამ ჩემპიოთა ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსი 19 სექტემბერს გამოაცხადა. კონკურსი მიზანად ისახავდა წარმოეჩინა სამთავრობო და სამოქალაქო სექტორებს შორის სამოქმედო გეგმის შემუშავებისას თანამშრომლობის იდეალური შემთხვევა. კერძოდ, დაეჯილდოებინა გუნდი, რომელმაც მიუხედავად განსახორციელებელი საკითხების სირთულისა წარმატებით შეძლო სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივების და რეკომენდაციების სამოქმედო გეგმაში შეტანა და პასუხისმგებლობისა და უფლებამოსილების თანაბრად გადანაწილება.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორმა, ღია მმართველობის პარტნიორობის მიერ გამოცხადებულ ნომინაციაზე საქართველოს პარლამენტის ინტერ-ფრაქციული სამუშაო ჯგუფი წარადგინა, რომელიც 11 პარლამენტარისგან შედგება და როგორც უმცირესობის ისე უმრავლესობის წარმომადგენლებს აერთიანებს.

 

IDFI-ს მიაჩნია, რომ ინტერ-ფრაქციულმა სამუშაო ჯგუფმა აქტიურად ითანამშრომლა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამოქმედო გეგმაში ასახა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივები. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა 18 ვალდებულებას მოიცავს და ისეთ საკითხებს ეხება, როგორიც არის მოქალაქეთა ჩართულობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ტექნოლოგიები და ინოვაციები, და ანგარიშვალდებულება.

 

კონკურსის სამი ნახევარფინალისტიდან (საქართველო, კოსტა რიკა და სიერა ლეონე) გამარჯვებული ხმის მიცემის პროცედურის შედეგად გამოვლინდა. ხმის მიცემა 27 ოქტომბრამდე შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს.


27 ოქტომბერს კი, გახდა ცნობილი, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის 66 წევრ ქვეყანას შორის სწორედ საქართველომ მოიპოვა OGP-ის ჩემპიონთა ჯილდო. 

საქართველოს მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდოს მოპოვებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი: "25 წლის თავზე, საქართველოს პარლამენტის სახელი უკვე მსოფლიოშია ცნობილი. მექსიკაში, მეხიკოში მიმდინარე საერთაშორისო ღონისძიებაზე, საქართველოს პარლამენტში შექმნილი ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა პარლამენტის ღიაობის და საკანონმდებლო საქმიანობის გამჭვირვალობის სამუშაო გეგმა და დანერგა ახალი სტანდარტები, აღიარდა მსოფლიო ჩემპიონად. ჩვენი კოლეგა, თამარ კორძაია, წარმოადგენს პარლამენტს ამ ღონისძიებაზე. სამუშაო ჯგუფი არის მრავალპარტიული , ყველა ფრაქციის წარმომადგენელი ბრძანდებოდით ამ ჯგუფში, ასე რომ ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი ამ სტანდარტების ცხოვრებაში დასანერგად."


2015 წლის ღია მმართვლეობის პარტნიორობის გლობალური სამიტზე სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს სექტორისა და მთავრობის 1500-მდე წარმომადგენელი შეიკრიბა. სამიტში მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, მათ შორის არიან IDFI-ის დელეგატები: დირექტორი - გიორგი კლდიაშვილი, თავმჯდომარე - ლევან ავალიშვილი და პროექტის კოორდინატორი - დავით მაისურაძე. საქართველოს წარმოადგენენ ასევე, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები - ქეთევან ცანავა და ზურაბ სანიკიძე, და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - გიორგი ონიანი.


აღსანიშნავია, რომ IDFI-იმ, დონორი ორგანიზაციების: UNDP-სა და EU-ს მხარდაჭერით უზრუნველყო პარლამენტარი თამარ კორძაიასა და საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსის ნინო ბერაძის მექსიკაში გამართულ სამიტზე დასწრება.


ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) მრავალმხრივ ინიციატივას წარმოადგენს და მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების შესრულებას ღია მმართველობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეების ჩართულობის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით.


საქართველო OGP-ის წევრი 2011 წელს გახდა და ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატების გამო ღია მმართველობის კუთხით, 2014 წლის დეკემბერში საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს ორი წლით.


2014 წლიდან კი, IDFI ახორციელებს პროექტს ,,ღია მმართველობის ინიციატივაში" საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერას," რომელიც დაფინანსებულია და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით. პროექტის მიზანია საპარლამენტო ღიაობის, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

22.10.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024