საქართველო – ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წარმატებული იმპლემენტაციის მაგალითი

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 24 დეკემბერი 2013

ინფორმაციის თავისუფლება ღია მმართველობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია და თამაშობს საკვანძო როლს იმ მთავრობებისთვის, რომლებიც მიიწევენ მეტი ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისაკენ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში. ინიციატივაში ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ჩართული ბევრი ორგანიზაცია მუშაობს ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე. ცოტა ხნის წინ ორმა საერთაშორისოდ აღიარებულმა ორგანიზაციამ, Access Info Europe და სამართლისა და დემოკრატიის ცენტრმა, გამოაქვეყნა ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის შემუშავებული რეკომენდაციების სამუშაო ვარიანტი. რეკომენდაციები ძირითადად ეხება იმ ღონისძიებებს, რომელთა განხორციელება გააუმჯობესებს ინფორმაციის მიღების უფლებას (right to information – RTI).

საქართველომ ახლახან მიიღო ახალი საკანონმდებლო აქტი, დადგენილება „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“, რომელიც ძალაში შევიდა 2013 წლის 1 სექტემბერს. მთავრობის ეს პროექტი შეარჩიეს, როგორც ერთ-ერთი იმ ინიციატივებიდან, რომლებიც წარდგენილ იქნენ გამორჩეულ მიღწევათა ჯილდოზე (Bright Spots Prize) OGP-ს სამიტზე ლონდონში. ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი პარტნიორობის მიზნების მისაღწევად. პროექტი შემუშავდა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში და მისივე რეკომენდაციების საფუძველზე, რაც კიდევ ერთი დადებითი მაგალითია პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება მნიშვნელოვანი წინსვლაა ინფორმაციის თავისუფლების სფეროში.

ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციები შეადგენენ ღია მმართველობის გზამკვლევის ინფორმაციის მიღების უფლების თავს. რომელიც  გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ინიციატივის მიერ ღია მმართველობის სხვადასხვა ასპექტებში ჩართულ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა. ღია მმართველობის გზამკვლევი საჯარო გახდა ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტზე, რომელიც შედგა ლონდონში (3013 წლის 31 ოქტომბერი-1 ნოემბერი). გზამკვლევში ყურადღება გამახვილებულია იმ საკითხებზე, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მთავრობების გამჭვირვალობასა და ღიაობაში. ძირითადი თემები მოიცავენ ბიუჯეტს, მოქალაქეთა ჩართულობას, მამხილებელთა დაცვას, სამოქალაქო სერვისებს და სხვა.

ინფორმაციის მიღების უფლების თავი შედგება რეკომენდაციებისგან, რომელთა მიზანია დაეხმარონ მთავრობებს ინფორმაციის თავისუფლების სფეროში გაუმჯობესების მიღწევაში. მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ მთავრობებმა უნდა მიიღონ  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობა ინფორმაციის მიღების უფლების დასაცავად. თავი მოიცავს ასევე სხვა ინოვაციურ რეკომენდაციებს, რომელთა განხორციელებაც გააძლიერებს ინფორმაციის თავისუფლებას:

» კანონის იმპლემენტაციისათვის აუცილებელი ინსტიტუციონალური სტრუქტურების შექმნა;
» პროაქტიული გამოქვეყნების ფარგლების გაფართოება;
» წამახალისებელი ღონისძიებები, მათ შორის მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება ინფორმაციის მიღების უფლების კუთხით;
» „გამჭვირვალობის ჩანაფიქრის მიხედვით“ იმპლემენტაცია, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით RTI-ს ინტეგრაციისათვის ინფორმაციის მომზადებისა და დამუშავების ყველა ეტაპზე.

განსაკუთრებით საინტერესოა რეკომენდაციების ის ნაწილი, რომელიც ეხება პროაქტიულ გამოქვეყნებას. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა ამ მხრივ. ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება მნიშვნელოვნად ამარტივებს ინფორმაციის მიღების პროცესს ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის. მათ იმის მაგივრად, რომ გამოითხოვონ ინფორმაცია სამთავრობო უწყებებიდან და სააგენტოებიდან, შეუძლიათ პირდაპირ ნახონ აღნიშნული უწყებების მიერ თავიანთ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები, ისევე როგორც სხვა დაინტერესებული მხარეები, ნაკლებ დროს დახარჯავენ ინფორმაციის მიღებისთვის, რაც თავის მხრივ საშუალებას მისცემს საჯარო მოხელეებს ნაკლები რესურსი დახარჯონ ინდივიდუალური მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

Example of Georgia

საქართველოს მთავრობის დადგენილება ღია მმართველობის გზამკვლევში პროაქტიული გამოქვეყნების იმპლემენტაციის ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად არის მოყვანილი. გზამკვლევში წარმოდგენილი მოკლე აღწერა ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე საკითხზე, რომელიც ამ ინიციატივას მნიშვნელოვანს ხდის საქართველოსთვის და ზოგადად OGP-სთვის. როგორც მასშია აღნიშნული, დადგენილებას თან ერთვის პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის სია. სია შეიმუშავა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ და შემდგომში მიღებულ იქნა მთავრობის მიერ რამდენიმე ცვლილების შეტანით. სია მოიცავს შემდეგ ძირითად პუნქტებს, რომლებიც თავის მხრივ უფრო კონკრეტდება: ძირითადი ინფორმაცია უწყების შესახებ, მონაცემები ინფორმაციის თავისუფლებაზე პასუხისმგებელი პირების, შესაბამისი პროცედურებისა და რეგულაციების შესახებ,  ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, შესყიდვები, ბიუჯეტები, კანონები და ოფიციალური დოკუმენტები უწყების საქმიანობის შესახებ და უწყების გადასახადები და შემოსავლები.

ინიციატივა წარმატებული იყო, მაგრამ ამ დროისათვის მხოლოდ ცენტრალური მთავრობა და მისი სააგენტოები არიან ვალდებული გამოაქვეყნონ ზუსტად ის ინფორმაცია, რომელიც მოცემულია ნუსხაში. საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია შეიმუშაოს პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის საკუთარი ნუსხა, მაგრამ ჯერჯერობით ყველას ეს არ გაუკეთებია. ამას გარდა, ამჟამად შემუშავების პროცესშია ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვის სისტემა, მისი იმპლემენტაციის შემდგომ ინფორმაციის გამოთხოვა კიდევ უფრო გამარტივდება, რადგან წარსულში ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს მოთხოვნების წერილობითი ფორმით გაგზავნა უწევდათ.

ღია მმართველობის გზამკვლევი მოუწოდებს პარტნიორობის წევრებს გაითვალისწინონ დოკუმენტში წარმოდგენილი რეკომენდაციები OGP-ს ფარგლებში მეორე სამოქმედო გეგმის შედგენისას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა რამდენიმე საკვანძო სფეროში, ჯერ კიდევ ბევრი რჩება გასაკეთებელი.

საქართველოს მთავრობის პროგრესი  შეფასდება დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ დამოუკიდებელი ანგარიშგების მექანიზმის (IRM) ფარგლებში წარდგენილ ანგარიშში, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს 2014 წლის იანვრის ბოლოს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024