სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (2015-2016) საბოლოო ანგარიში

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანგარიში 18 მარტი 2016

ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) ბრემენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, 2015 წლის 10 ივლისიდან 2016 წლის 10 თებერვლის ჩათვლით განახორციელა პროექტი „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“. პროექტი მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო 2020"-თან დაკავშირებით. საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების გარდა, პროექტის ფარგლებში შეფასდა სტრატეგიის არსებული გამოწვევები და განხორციელების პროცესი.


„სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“ 2014-2015 წლებში წარმატებით განახორციელებული პროექტის გაგრძელებაა. წინა პროექტის მსგავსად, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში ჩართულნი იყვნენ ანალიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, ქართველი მეცნიერები და სტუდენტები, ასევე სტრატეგიის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ქმედებებით დაინტერესებული სხვადასხვა ჯგუფები.


პროექტის ფარგლებში განხორციელდა მრავალი ღონისძიება და აქტივობა, რომელიც მოიცავდა ანალიტიკოსების მხარდასაჭერ საქმიანობას, ლექტორების მიერ ჩატარებულ ბლოკ-კურსებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ დოკუმენტთან "საქართველო 2020"-თან დაკავშირებით გამართულ დისკუსიების სერიას და პროექტის დასკვნით ღონისძიებას - საერთაშორისო ფორუმს „საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“. პროექტისთვის სპეციალურად შეიქმნა ბლოგი „საქართველო 2020“, რომელიც სისტემატურად ახლდებოდა ქართულ და ინგლისურ ენებზე. ბლოგზე განთავსდა ანალიტიკოსების კონკურსში მონაწილეების ნაშრომები, პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების ანგარიშები, პროქტის ფოტო და ვიდეო მასალა და მისი მედია გაშუქება.

 

/public/upload/Georgia-2020/2020_Final-Report.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024