გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 24 ივლისი 2017

 

ესეს ავტორია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი ხატია ჩომახაშვილი და იგი დაიწერა კონკურსისთვის „მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო“. კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით. 

 

----------

 

საზოგადოებაში ქალის მდგომარეობა ყოველთვის იყო განსჯის საგანი. ისტორიაში, ფილოსოფიაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და სხვა. სხვადასხვანაირად აისახებოდა ეს პრობლემა და განსხვავებული დასკვნები გამოჰქონდათ. ქალის დანიშნულებაზე ოჯახსა და საზოგადოებაში, მის თანდაყოლილ თვისებებზე, ღირსებასა თუ ნაკლზე განსაკუთრებულ ყურადღებას რელიგიაც ამახვილებდა. ათასწლეულების განმავლობაში ქალი მოკლებული იყო საშუალებას სრულად გამოევლინა თავისი ინტელექტი. ქრისტიანობა გამუდმებით ემუქრებოდა ქალს ანათემაზე გადაცემით და მის დაქვემდებარებულ მდგომარეობას ამტკიცებდა. შუა საუკუნეებში ასეთი დამოკიდებულება კიდევ უფრო გამყარდა და ,,სუსტ სქესთან” ურთიერთობა ცოდვად შეირაცხა.


ხალხის ცნობიერებაში ფეხმოკიდებულია აზრი იმის შესახებ, რომ ქალის სოციალური და საზოგადოებრივი აქტივობა უარყოფითად მოქმედებს ბავშვებზე, ურთიერთობებზე ოჯახში და ა.შ. ასეთი წარმოდგენები ქალებში გარკვეული დანაშაულის გრძნობას იწვევს და მათ პროფესიულ ზრდას უშლის ხელს.


გენდერული თანასწორობის მიღწევა საქართველოს რეგიონებში საკამოდ ძნელი აღმოჩნდა იმაზე მეტად რთული ვიდრე წარმოდგენა შეიძლება, რას გულისხმობს ზოგადად გენდერული ბალანსი?! გენდერული ბალანსი გულისხმობს ქალის და მამაკაცის თანაბარ წარმოჩენას, უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობასა და თანასწორ მონაწილოებას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებათა განუყოფელი ნაწილია, თუმცა ჩვენს რეალობაში ვხვდებით სიტუაციებს სადაც გენდერულ თანასწორობაზე ლაპარაკიც არ შეიძლძლება, კაცები ლახავენ ქალთა უფლებებს რეალობაში კი ვხვდებით ქალზე ძალადობის არაერთ ფაქტს.


საქართველოს სოფელ, ჩანთლისყურეში და ყვარლის რამდენიმე სოფელში, სადაც ავარიელები ცხოვრებონ არსებობს გოგოების წინდაცვეთის ტრადიცია რაც გოგონებში გენეტალიებზე წარმოებულ ოპერაციას კლიტორექტომიას და რიგ შემთხვევაში მცირე ბაგეების ამოკვეთას გულისხმობს, შედეგად მცირდება ან საერთოდ ქრება სექსუალური აქტივობის მოთხოვნილება, როდესაც იბადება კითხვა რატომ ხდება ეს?! პასუხი რელიგიიით იშიფრება, ის ვინც ისლამს მიიღებს მან უნდა ჩიატაროს წინ დაცვეთა რადგან ეს ითველბა ნათლობად, სისუფთავის სიმბოლოდ და ქმრის მიმართ ერთგულების გარანტად ვინაიდან ქალს უქვეითდება სექსუალური მოთხოვნილება ეს ღალატის რისკს ამცირებს, თუმცა ვფიქრობ რომ ქალის სექსულური პროდუქტიულობა ისევე აუცილებელია როგორც მამაკაცის.


მუსლიმნურ სოფლებში ასევე ხშირად ვხვდებით ნაადრევად ქორწინების ფაქტებს, როდესცა გოგონებს ძალით ათხოვებენ ნუ ამას გათხოვებაც არ ჰქვია ეს უფრო გაცვლას გავს, როდესაც 14 წლის გოგოს „ცვლიან“ რომელიმე მსხვილფეხა პირუტყვზე და გოგონას ამ დროს ეუბნებიან „ოჯახი შეძლებულია, არაფერი არ მოგაკლდება, იცხოვრებ უზრუნველაად, გაზრდი შვილებს და უპატრონებ მათ“ ამ დროს გგოონას უკარგავენ განათლებისა და თვითგამორკვევის უფლებას, ართმევენ არჩვენაის უფლებას ვინაიდან ადმაინს უფლება აქვს თავაის საკუთარი მომავალი თავად აირჩიოს.


ქართულს სოფლებში და ქალაქებში ვხვდებით ქალიშვილობის ტრადიციას რომელიც გულსისხმობს გოგოს ქალიშვილად დარჩენას ქორწინებამდე, საბედნიეროდ ქრისტიანობაში წინადაცვეთის ტრადიციას არ ვხვდებით და აღარც ნაადრევ, იძლებით, ქორწინებებს მაგრამ ვხვდებით „იძულებით ქალიშვილობას“ გოგოს რომელსაც ყავს შეყვარებული და მასთან აკავშირებს სექსუალური ლტოლვა, ვნება, ვალდებულია ბიჭს ცოლად გაჰყვეს ვინაიდან სექსულაური აქტი აკრძალულია ქორწინებამდე და თუ მათ სექსი ექნებათ ქორწინებამდე გოგონა აუცილებლად იქნება დაცინული, სახელ შელახული, დამცირებული, ძალიან უხეში სიტყვაა თუმცა ხშირად გამოიყენება „ნახმარი“ არ მესმის გოგო რომელიც არ არის ქალიშვილი რატომ ითველბა „ნახმარად“ ის ხომ ნივთი არაა გამოიყენეო და გადააგდო, გოგო რომელიც არ არის ქალიშვილი საზოგადოების მხრიდან მასზე იგი ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დამცირების მსხვერპლი ხდება. რაოდენ გასაკვირიც არ უნდ აიყოს 21 საუკუნეში ხდება ყოველივე, ამ შემთხვევაში ილახება ქალის სექსულური უფლება, კაცს თუ აქვს უფელბა ქორწინებამდე სექსის, ასევე უნდა ჰქონდეს ქალსაც ამის უფლება, არ აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცი ადამინი იმის გამო არ უნდა მცირდებოდეს რომ მას აქვს სექსულური მოთხოვნილება და აქვს თავისუფალი სექსი.


შეუძლია თუ არა ქალს იყოს კაცის თანასწორი, დაიკავოს მაღალი თანამდებობები, ჰქონდეს საქმიანი ურთიერთობები ინტელექტუალებთან. იმუშაოს ყველაზე მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე. თანამედროვე მსოფლიოში თითქოს არ არსებობს წინააღმდეგობა, მაგრამ იშვიათად იღებს ქალი გადაწყვეტილებას წავიდეს პოლიტიკაში ან გახდეს მსხვილი საწარმოს ხელმძღვანელი. მაგრამ ასეთი ქალებიც არსებობენ: ძლიერები, შრომისმოყვარეები, მიზანდასახულები სიმაღლის დასაპყრობად, ამასთანავე ქალურები, ალერსიანები, მომხიბვლელნი და მიმზიდველნი. ქალები პოლიტიკაში მაინც იშვიათი მოვლენაა. საზოგადოება ძნელად შორდება დამამცირებელ წარმოდგენას იმაზე, რომ პოლიტიკა - ეს ძლიერთა ანუ მამაკაცთა ხვედრია. სიტყვები „ქალი და პოლიტიკა“ ბევრ ადამიანში იწვევს უარყოფით რეაქციას, რომ ქალის ადგილი არა პოლიტიკაში, არამედ სამზარეულოშია. ვფიქრობ რომ ქალი პოლიტიკაში ეს არაჩვეულკებრივი ფენომენია, ქალი მეფედ, იმპერატორად, საუკეთესო დედოფლად, საუკეთესო პოლიტიკოსად ისტორიას ახსოვს არაერთი საუკეთესო მმართველი ქალი. უახლოესი წარსულიდან გავიხსენოთ, მარგარეტ ტეთჩერი რომელიც იყო არაჩვეულებრივი პოლიტიკოსი, იგი იყო დიდი ბრიტანეთის ერთადერთი ქალი პრემიერ მინისტრი, ქალმა რომელმაც ძალინ ბევრი გააკეთა ბრიტანეთისთვის და მსოფლიოსთვის, მან დიდი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის დანგრევაში.


რას მოგვცემს გოგონების განვითარება საქართველოში? ზემოთ აღნიშნულ მქონდა ქალთა ჩაგვრის სხვადასხვანირი ფორმები (სექსუალური,პოლიტიკური, კაერიერული) ჩვენ ვცხოვრობთ 21 საუკუნის საქართველოში, სადაც ქრისტიანული იდეოლოგიას, იმის შესახებ რომ ქალმა მხოლოდ სახლს უნდა მიხედოს ჯერ კიდევ მყარად აქვს ფესვები გადგმული, განსაკუთრებით რაიონებსა და სოფლებში, რაც გოგონების განვითარებას ხელს უშლის.


პირველ რიგში ყურადღებას ისევ და ისევ გავამახვილებ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ თემზე, მგონია რომ მათთან საკმაოდ დიდი მუშაობაა საჭირო იმისთვის რომ გაიაზრონ რამდენად ლახავენ ქალის უფლებებს, არ შეიძლება ადამინს წაართვა ყველანაირი თვითგამორკვევის საშუალება განსაკუთრებით განათლება და ბავშვს სკოლის დამთავრების საშუალებაც არ ჰქონდეს.


საქართველოში გოგონების განვითარება ბევრად გააძლიერებს ქვეყანას პირველ რიგში აუცილებელია სექსულური განათლება. რატომ?! ხშირია შემთხვევა არასასურველი ფეხმძიმობის (ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს), რის საშველიც აბორტის გაკეთებაა, აბორტი, ფეხმძიმობის ხელოვნურად შეწყვეტა, აზიანებს ქალის სხეულს, თუკი რელიგიურ კონსტექტში ვიმსჯელებთ ყველა რელიგია კრძალავს აბორტს, ეს საკუთარი შვილის მშობლის ხელით მკვლელობაა. ამიტომ საჭიროა თითოეულმა ქალმა იცოდეს კონტრაცეფტივის გამოყენება რათა მან თავიდან აიცილოს არასასურველი ფეხმძიმობა განსაკუთრებით გასათხოვარმა გოგონებმა რათა მათი მომავალი იქნეს დაზღვეული.


იმ შემთხვევაში თუ ქალი განვითარებული და წარმატებული იქნება, თუკი საკუთარი შემოსავალი ექნება მას არ მოუწევს მოძალადე ქმართან ცხოვრება ხშირია შემთხვევა როდესც ქალები კაცის მხრიდან შეურაწყოფას იტანანენ რადგან წასასველელი არ აქვთ და მატერიალურად ქმარზე არიან დამოკიდებულები, ოჯახში სადაც გამუდმებით ძალადობაა ბავშვს ხშირად უჩნდება ფსიქოლოგიური ტრამვები, რიგ შემთხვევაში ბავშვზეც ხდება ძალადობა რაც ზრდასრულ ასაკში საკმაოდ მწვავე შედეგს დებს.


არ შეიძლება მხოლოდ ცუდის დანახვა საქართველოში არსებობს ოჯახები სადაც ქალი რეალიზებულია და მამკაცები ამაში საკმოდ ჩართულები არიან, არსებობენ მამაკაცები რომლებიც საკუთარ მეორე ნახევარს განვითარებაში მხარს უჭერენ, ასეთი ოჯახი კი გამუდმებით სიყვარულით და სიხარულითაა სავსე, ბავშები გაცილებით ჭკვიანები, განათლებულები და კარგი ფსიქოლოგიისანი იზრდებიან, ზოგიერთ ადაიანს ჰგონია რომ, დედა შვილთან უნდა იყოს დღე და ღამ მაგრამ ფსიქოლოგები ამბობენ რომ მთავრი მხოლოდ ისაა რამდენად პროდუქტიული იქნება შვილთან გატარებული დრო, სულ არაა საჭირო დედამ შვილზე იზურნოს ყოველ წუთს, პატარა ბავშვები საბოლოდ ზდასრულები ხდებიან, ისინი არაერთ წინააღმდეგობას აწყდებიან თუკი ადამინი ბავშვობიდან არ მიეჩვია საკუთარი პრობლემის მოგვარებას და გამუდმებით მშობელზე იყო დამოკიდებული, საკამოდ არარეალიზებულ და სუსტ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან.


ვფიქრობ რომ საქართველოში გოგონების რეალიზება პირველ რიგში განაპირობებს ქალის წარმატებულ ყოფას, ჩაგვრის აღმოფხვრას, ჯანსაღ სექსუალურ ცხოვრებას, კარგ განათლებას, კარიერას და რაც მთავრია მომავალში ჯანსაღი ოჯახის შექმნას და კარგი თაობის აღზრდას, როგორც ზემოთ ავღნიშნე ოჯახში სადაც ნაკლები ძალადობაა და რეალიზებული ქალია გაცილებით ჭკვიანი და ჩამოყალიბებული თაობა იზრდება, რაც მომავალში განვითარებული და ჭკვიანი თაობის განმაპირობებლია.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024