პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

სიახლეები | განცხადებები 11 დეკემბერი 2024

 

2024 წლის 10 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელის, გიორგი დავითურის, წინააღმდეგ მიმდინარე სამართალდარღვევის საქმის განხილვა დასრულდა. მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა გიორგი დავითური, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 2200 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. 

 

გიორგი დავითური 2024 წლის 2 დეკემბერს, გამთენიისას, სპეცრაზმის მიერ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე შეკრების დარბევისას და მშვიდობიანი დემონსტრანტების ალყაში მოქცევისას, უსაფუძვლოდ და უკანონოდ  დააკავეს.

 

გიორგი დავითურისა და მისი ადვოკატის მიერ, სასამართლოს წინაშე წარდგენილ იქნა არაერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა, რომ გიორგი დავითურს არ ჩაუდენია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ის პროტესტს გამოხატავდა მშვიდობიანი ფორმით და დაკავების მომენტში გადაადგილდებოდა რუსთაველის მეტროს მიმართულებით. ამ მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს წინაშე გაცხადებულ იქნა შუამდგომლობა სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რომელიც არ დაკმაყოფილდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი დავითურს ედავებოდა “წვრილმანი ხულიგნობისა” და “პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის” ჩადენას, თუმცა სამინისტროს წარმომადგენელს სასამართლოს წინაშე არ წარმოუდგენია, ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც გიორგი დავითურის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე შექმნიდა საფუძვლიან და დასაბუთებულ ვარაუდს. ნაცვლად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოწმის სახით მოიწვია მხოლოდ ორი პოლიციელი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  სასამართლოში წარმოდგენილი დაკავების ოქმი, შეტყობინების რეგისტრაციის დოკუმენტი და სამართალდარღვევის ოქმი ზოგად და ერთმანეთთან შეუსაბამო ინფორმაციას შეიცავს. 

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 28 ნოემბრის შემდგომ განხორციელებული სისტემური რეპრესიების ფარგლებში, სასამართლო საქმეებს სამართლიანი სასამართლოს უფლების არსებითი დარღვევით განიხილავს. 

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გიორგი დავითურის სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე არ ვეთანხმებით და ვგეგმავთ გამოვიყენოთ ყველა შესაძლო მექანიზმი, დამდგარი შედეგის საპასუხოდ. 































  

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

ინფორმაციის თავისუფლება: მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024