ლევან ავალიშვილის ლექცია - ინფორმაციის თავისუფლება კორუფციასთან ბრძოლაში

სიახლეები | ტრენინგები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 1 დეკემბერი 2020

30 ნოემბერს, კორუფციასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, საბაკალავრო სასწავლო კურსის მონაწილეებისათვის, ინფორმაციის თავისუფლებაზე ლექცია ჩაატარა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა.

 

ლევან ავალიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა IDFI-ს მიერ დაგროვილი ძალიან დიდი გამოცდილება ინფორმაციის თავისუფლებაზე მუშაობის, ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტების განმტკიცების, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის და ამ გზით საჯარო უწყებების ანგარიშვალდებულების გაძლიერების შესახებ.

 

ლევანმა ისაუბრა ინფორმაციის თავისუფლების სამართლებრივ საფუძვლებზე, რომელიც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით; განმარტა საჯარო ინფორმაციის ცნება და საჯარო დაწესებულების მნიშვნელობა; განიხილა ინფორმაციის საჯაროობის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედების ფარგლები.

 

მსმენელებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკული საფუძვლების შესახებ ინფორმაციის მიღება. ლევან ავალიშვილმა მიმოიხილა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით IDFI-ს სასამართლო დავები; განაზოგადა IDFI-ს გამოცდილება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრობლემურ საკითხებთან, მათ შორის ადმინისტრაციულ ხარჯებთან, თანამდებობის პირთა პრემიებსა და დანამატებთან დაკავშირებით და კურსის მონაწილეებს მოუწოდა აქტიურად ჩართვა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისა და გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლის საკითხებში. ლექცია იყო განსაკუთრებით ინტერაქციული და გაგრძელდა კითხვა-პასუხის და დისკუსიის ფონზე.

 

კორუფციასთან მებრძოლთა საგანმანათლებლო სასერტიფიკატო პროგრამას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე. პროგრამის ფარგლებში შექმნილი საბაკალავრო და სამაგისტრო კურსები წარმოადგენენ ილიას უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის აკადემიური კურიკულუმის ნაწილს. აღნიშნულ აკადემიურ კურსებში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ როგორც დასახელებული ფაკულტეტის შესაბამისი მიმართულების სტუდენტებს, ასევე, კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატებს. ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს, მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სასწავლო კრედიტები (ECTS) და სერტიფიკატები, ხოლო კონკურსის შედეგად შერჩეული სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, პროგრამის წარმატებით გავლის შედეგად მიიღებენ სერტიფიკატებს.

 

კორუფციასთან ბრძოლის პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI) და ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანადაფინანსებით.

 

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024