ინფორმაციის თავისუფლება - გზამკვლევი (პირველი გამოცემა, 2012)

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 13 აპრილი 2012

ნაშრომი ეფუძნება ინსტიტუტის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკულ მაგალითებს. პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის- www.opendata.ge“ ფარგლებში ინსტიტუტმა საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა თითქმის ყველა სახელმწიფო დაწესებულებიდან, მათ შორის სასამართლო და რეგიონული თვითმმართველობის ორგანოებიდან. შესაბამისად ინსტიტუტის მიერ დაგროვილი პრაქტიკული ცოდნა ფაქტობრივად საქართველოს მთელს საჯარო სივრცეს მოიცავს. კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ნაშრომი რეალურად ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას და სრულ წარმოდგენას უქმნის მკითხველს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, წიგნი წარმოადგენს ერთგვარ სახელმძღვანელოს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ.


გზამკვლევში დეტალურადაა განხილული ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები, განმარტებულია საჯარო ინფორმაციის არსი და მოქალაქეების უფლებები საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით. ნაშრომში მარტივი, გასაგები ენითაა გადმოცემული და განმარტებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმები,
მათ გაგებას მკითხველს არსებული პრაქტიკიდან მოყვანილი მაგალითები უადვილებს.


გზამკვლევის მიზანია, დაინტერესებულ პირებს მისცეს სათანადო თეორიული ცოდნა, დაეხმაროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მართებულ გაგებასა და გამოყენებაში. ვფიქრობთ, გზამკვლევი სასარგებლო იქნება, როგორც ამ სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისთვის, ასევე ზოგადად მკითხველთა ფართო წრისთვისაც.

 

პუბლიკაცია "ინფორმაციის თავისუფლება - გზამკვლევი (პირველი გამოცემა, 2012)"

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2 თებერვალს დაკავებულთა მიმართ ძალადობაზე არასათანადო რეაგირება სისტემური დანაშაულის განზრახ გამოუძიებლობის მორიგი მტკიცებულება იქნება

05.02.2025

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა

05.02.2025

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025
განცხადებები

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა

05.02.2025

2 თებერვალს დაკავებულთა მიმართ ძალადობაზე არასათანადო რეაგირება სისტემური დანაშაულის განზრახ გამოუძიებლობის მორიგი მტკიცებულება იქნება

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024