ღია მმართველობის პარტნიორობის ფორუმის მეოთხე შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 8 აპრილი 2014

7 აპრილს იუსტიციის სამინისტროში ღია მმართველობის პარტნიორობის მეოთხე ფორუმი გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.

ფორუმი სამ ნაწილად გაიმართა. პირველ ნაწილში მონაწილეებმა განიხილეს სამოქმედო გეგმაში გაწერილი ვალდებულებები და მათი რელევანტურობა OGP-ის მიზნებთან. ამ ეტაპზე გაწერილია 20-ზე მეტი ვალდებულება, რომელთა შესრულებაზეც პასუხისმგებლობას იღებს სხვადასხვა საჯარო დაწესებულება პარტნიორ უწყებებთან ერთად. ვალდებულებები ოთხი ძირითადი მიმართულების გაუმჯობესებას ემსახურება: საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქმედო გეგმაში ვალდებულებები არ არის სრულყოფილად გაწერილი, რადგან ყველა უწყებას არ წარუდგენია მის მიერ აღებული ვალდებულებების სია.

საქართველო, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი ქვეყანა, ვალდებულია, 2014 წლის 30 აპრილამდე შეიმუშავოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის პირველადი. საბოლოო სახით სამოქმედო გეგმა ღია მმართველობის პარტნიორობას წარედგინება 2014 წლის 15 ივნისს.

 

შეხვედრის მეორე ნაწილში მონაწილეებმა განიხილეს საჯარო კონსულტაციების მიმდინარეობის საკითხი. კონსულტაციები 15 მარტს დაიწყო კახეთიდან და ამ ეტაპზე მოიცვა საქართველოს რეგიონების უმეტესობა. სულ ჩატარდა 14 შეხვედრა 500-ზე მეტ ადამიანთან. ფორუმზე შეაჯამეს ის საკითხები, რაც ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას რეგიონებში, კერძოდ კი დასაქმების პრობლემა და ნეპოტიზმი, სერვისების ფასები, სერვისების მხოლოდ ინტერნეტით ხელმისაწვდომობა; ასევე, მონაწილეები გაეცნენ იმ საინტერესო იდეებს, რაც სხვადასხვა შეხვედრაზე გამოითქვა. საჯარო კონსულტაციები 15 პარილს მთავრდება, რის შემდეგაც შეხვედრების ოქმებს საბოლოო სახე მიეცემა და გამოქვეყნდება იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე.

მესამე ნაწილი დაეთმო ფორუმის ახალი წევრის ‘პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის’ პრეზენტაციას. ორგანიზაციის დირექტორმა, ირაკლი იზორიამ ისაუბრა ორგანიზაციის მისიაზე, მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე და საქმიანობის რელევანტურობაზე ღია მმართველობის პარტნიორობის მიზნებთან.

ფორუმის მორიგი შეხვედრა დაიგეგმა 7 მაისს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024