დავიწყება განმეორების გარანტიაა-სამდღიანი აქცია-გამოფენა საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით

სიახლეები 2 მარტი 2015

25-27 თებერვლის ჩათვლით საზოგადოება "მემორიალისა" და IDFI-ს ორგანიზებით გაიმართა აქცია-გამოფენა „დავიწყება განმეორების გარანტიაა“ რომელიც 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის დღეს მიეძღვნა.


გამოფენა „გასაბჭოების შედეგები საქართველოში რეპრესირებულთა სიების და ფოტოების სახით“ რუსთაველის გამზირზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ გაიხსნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო ეხილა რეპრესირებულთა სიები, ფოტოები და სხვა მასალა. მედიას, სპეციალურად გამოფენისთვის მოსულ თუ დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ გამვლელებს აქციის ორგანიზატორები უხსნიდნენ, თუ რა მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული ღონისძიება.


26-27 თებერვალს გამოფენამ ლიტერატურის მუზეუმში გადაინაცვლა, სადაც არაერთ მნახველს უმასპინძლა.


მსგავსი ღონისძიება საზოგადოება "მემორიალის" და IDFI-ს ორგანიზებით გასული წლის 25 თებერვალსაც გაიმართა, რომელიც საბჭოური პერიოდის პოლიტპატიმარ ქალებს ეხებოდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რეპრესიის მსხვერპლთა სიები, ფოტოები, სატუსაღოებში პოლიტპატიმარი ქალების მიერ შესრულებული ნაკეთობები, მათი წერილები და სხვა მასალები.


იხილეთ ფოტოალბომი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

საიამ, IDFI-მ და უფლებები საქართველომ ეუთოს ვენის მექანიზმს წერილობითი ინფორმაცია წარუდგინეს

10.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024