აშშ-ის ღია მმართველობის პარტნიორობის ახალ სამოქმედო გეგმაში ინფორმაციის თავისუფლების აქტის რეფორმის საჭიროება გამოიკვეთა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 13 დეკემბერი 2013

6 დეკემბერი 2013
ტობი მაკინტოში

6 დეკემბერს, ობამას ადმინისტრაციამ ინფორმაციის თავისუფლების აქტის ,,მოდერნიზების“ მიზნით 5 ინიციატივა წარმოადგინა.

ა.შ.შ-მა, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის წევრმა ქვეყანამ, ახალი მიდგომები ეროვნული სამოქმედო გეგმის მეორე რედაქციაში წარმოადგინა. გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უცხოურ სადაზვერვო საქმიანობებთან მიმართებაში მეტი ვალდებულებების აღებას უკავია.

ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით, გეგმა გულისხმობს შემდეგი ინიციატივების განხორციელებას:

 

ინფორმაციის თავისუფლების ერთიანი პორტალის შექმნა: ,,ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის ერთიანი პორტალის შექმნას, რაც საზოგადოებას მისცემს საშუალებას ერთი ვებ-გვერდიდან მოითხოვოს ინფორმაცია ნებისმიერი ფედერალური სააგენტოდან, ასევე გათვალისწინებულია მომხმარებელთა სერვისების გაუმჯობესების მიზნით დამატებითი ინსტრუმენტების ამოქმედება. აშშ-ის მთავრობა ჩამოაყალიბებს ინფორმაციის თავისუფლების აქტის (FOIA) სპეციალური ჯგუფს, რომელიც არსებული პრაქტიკის გადახედვით, საზოგადოებრივი ინტერესების შესწავლით, ინფორმაციის თავისუფლების აქტის საფუძველზე მოახდენს აღნიშნული ერთიანი სერვისით საზოგადოების ეფექტურად მომსახურებას“.

ინფორმაციის თავისუფლების აქტის ერთიანი დებულების შემუშავება და ფედერალური სააგენტოების პრაქტიკის დანერგვა: ,,ადმინისტრაციის ინიციატივით შეიქმნება უწყებათაშორისი საქმიანობის პროცესის გასაუმჯობესებელი ინსტრუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ინფორმაციის თავისუფლების აქტის ერთიანი ძირითადი დებულების ჩარჩოს შექმნას. აღნიშნული დებულება ერთის მხრივ საერთო იქნება ყველა უწყებისთვის, მეორეს მხრივ კი სპეციფიური მოთხოვნების შემთხვევაში მოქნილი შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად“.

 

უწყებათა შორის ინფორმაციის თავისუფლების აქტთან დაკავშირებული პროცესის გაუმჯობესება: ,,აშშ-ის მთავრობა იზრუნებს სააგენტოებისეფექტური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, დაგროვილი და არსებული გამოცდილებების გაზიარებით, ხელი შეუწყოს ინფორმაციის თავისუფლების აქტთან დაკავშირებული შიდა საუწყებო საქმიანობების გაუმჯობესებას“.

 

ინფორმაციის თავისუფლების კანონის მოდერნიზების მიზნით მრჩეველთა კომიტეტის შექმნა: ,,შეერთებული შტატები ჩამოაყალიბებს ინფორმაციის თავისუფლების აქტის მრჩეველთა ფორმალურ საბჭოს, ინფორმაციის თავისუფლების აქტზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუტების წევრების შემადგენლობით, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ინფორმაციის მომთხოვნთა შორის დიალოგი, საზოგადოებასთან შუამდგომლობა, კონსენსუსის შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებს, ინფორმაციის თავისუფლების აქტის მიხედვით ადმინისტრირებასა და პროაქტიულ გამოქვეყნებასთან მიმართებაში.“

 

ინფორმაციის თავისუფლების აქტთან დაკავშირებით ტრენინგებით უზრუნველყოფა: ,,ადმინისტრაცია შექმნის სტანდარტულ ელექტრონული სწავლების /ტრენინგის რესურსებს, ინფორმაციის თავისუფლების აქტზე პასუხისმგებელ პროფესიონალთა და სხვა ფედერალურ დონეზე დასაქმებულთა წასახალისებლად. აშშ-ის ინფორმაციის თავისუფლების აქტისადმი დაკავშირებული ვალდებულებები 23 ოქტომბერს FreedomInfo.org-ზე გამოქვეყნდა.

 

კვლევა ინფორმაციის თავისუფლების აქტის გადაცდომების შემთხვევაში სასამართლოს ალტერნატიული გზების მოძიების მიზნით.

 

მრჩეველთა ოფიციალური ჯგუფი – აშშ-ის ადმინისტრაციული კონფერენცია (ACUS) ახორციელებს კვლევას, რომლის შედეგებზე დაყრდნობით განისაზღვრება ინფორმაციის თავისუფლების აქტის გადაცდომების შემთხვევაში, დავის მოგვარების გადაწყვეტის მიზნით შესაძლო, სხვა ალტერნატიული სტრატეგიების შექმნა.

მიმდინარე პროექტს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ 2012 წელს, ინფორმაციის თავისუფლების აქტის ისტორიის მანძილზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა, ჯამში 650 000 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა დაფიქსირდა. ,,აღნიშნული მოთხოვნების ხარჯმა 23 მილიონი დოლარი შეადგინა,“ ნათქვამია ACUS ინფორმაციაში.

ინფორმაციის თავისუფლების სასამართლო პრაქტიკასა და ალტერნატიულ გზების ძიებასთან დაკავშირებული კვლევა ხორციელდება ვაშინგტონის და ლიის უმაღლესი სკოლის პროფესორ მარკ გრუნევალდის მიერ.

 

საქმისწარმოების მენეჯმენტი

 

ახალ სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია: ,,გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია გადაწყვეტილებებისა და ფედერალური მთავრობის მიერ განხორცილებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული დოკუმენტების საქმისწარმოების ეფექტური მენეჯმენტი“. მსგავსი ინიციატივები უკვე იყო წარმოდგენილი.

თუმცა გეგმაში აღნიშნულია, რომ ,,საქმისწარმოებისა და არქივების ეროვნული ადმინისტრაცია (NARA) ფედერალურ უწყებებთან ერთად განახორციელებს ახალი გზამკვლევის შემუშავებას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება, როგორც ელექტრონული ფოსტების ჩანაწერების ელექტრონული მართვა, ისე პრეზიდენტის დირექტივის შესაბამისად, მუდმივი და დროებითი ელექტრონული ფოსტების ჩანაწერების ელექტრონული ფორმატის მართვა 2016 წლის დასასრულისთვის. საქმისწარმოებისა და არქივების ეროვნული ადმინისტრაცია (NARA) ასევე ითანამშრომლებს მეწარმეებთან მეტა მონაცემთა ბაზისა და სხვა ტიპის მონაცემთა სტანდარტების შესაქმნელად, რათა ყველას ჰქონდეს მთავრობის მონაცემების ხელმისაწვდომობის საშუალება“.

 

უსაფრთხოების კლასიფიცირების რეფორმა

 

გეგმაში გაცხადებულია ,,უსაფრთოხების კლასიფიკაციის სისტემის გარდაქმნა“ და აღნიშნულია რომ ,,კლასიფიკაცია მინიმუმადე იყოს დაყვანილი“.

გეგმაში ნათქვამია, რომ ადმინისტრაცია:

 

შექმნის რეფორმის ჯგუფს უსაფრთხოების კლასიფიკაციის მიზნით, ,,საჯარო ინტერესის დეკლასიფიკაციის საბჭო წარმოადგენს მრჩეველთა კომიტეტს, რომლის შემადგენლობაშიც არიან დამოუკიდებელი ექსპერტები ისევე, როგორც წინა მთავრობის კლასიფიცირების ყოფილი ექსპერტები. კომიტეტმა ანგარიშებში წარმოადგინა რეკომენდაციები, კლასიფიცირების სისტემის გამარტივებისა და უსაფრთხოების სისტემის გარდაქმნის მიზნით. კლასიფიცირების ზედამხედველობის შიდასაუწყებო ზედამხედველობის კომიტეტი, რომელიც პრეზიდენტს შიდა უსაფრთხოებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ საკითხებთან მიმართებაში უწევს დახმარებას, გადახედავს აღნიშნულ რეკომენდაციებს, გაუწევს კოორდინირებას მისაღები რეკომენდაციების განხორციელებას და პერიოდულად შეხვდება გარე დაინტერესებულ ჯგუფებს, შესაბამისი რეკომენდაციების მიღების მიზნით.

სისტემატურად გადახედავს ბირთვულ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ისტორიულ მონაცემებს დეკლასიფიცირების მიზნით, ,,კლასიფიკაციის საზედამხედველო კომიტეტი, თავდაცვის დეპარტამენტთან, ენერგეტიკის დეპარტამენტთან და ეროვნულ სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად შეიმუშავებს შესაბამის დებულებას, რომელიც ითვალისწინებს ბირთვულ პროგრამებთან (Formerly Restricted Data or FRD) დაკავშირებულ ნაკლებად სენსიტიურ ისტორიულ ინფორმაციის დეკლასიფიცირების პროცესის სისტემატურ გადახედვას. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ისტორიული მნიშვნელობის ბირთვულ პოლიტიკასთან არსებულ მოვლენებსა და თემებზე, ისევე როგორც გზებზე როგორ უნდა მოხდეს დეკლასიფიცირების მიზნით პრიორიტეტული საკითხების გამოყოფა საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით

ტექნოლოგიური ინსტრუმენტების პილოტირება პრეზიდენტის ჩანაწერების კლასიფიცირების ანალიზის მიზნით. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო საქმისწარმოებისა და არქივების ეროვნულ ადმინისტრაციასთან (NARA) ერთად განახორციელებს ახალი ინსტრუმენტების პილოტირებას, რომლის მიზანია კლასიფიცირების საკითხით დაინტერესებულთა უზრუნველყოფა საძიებო სისტემით, არაკლასიფიცირებული მონაცემებისა და ავტომატიზირებული დოკუმენტების ანალიზით. პროცესი დაიწყება რეიგანის ადმინისტრაციის კლასიფიცირებული სისტემის ჩანაწერებიდან.“

 

დეკალასიფიცირებული მონაცემების მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელება. „საქმისწარმოებისა და არქივების ეროვნული ადმინისტრაციის დეკლასიფიცირების ეროვნული ცენტრი, შექმნის სპეციალიზირებულ სისტემას, რომელიც შესაბამისი სააგენტოს უწყების წარმომადგენლებს ავტომატურად გადასცემს ინფორმაციას კლასიფიცირებული მონაცემების დეკლასიფიცირების მომზადების შესახებ. ამასთან, უზრუნველყოფილი იქნება მონიტორინგი, რათა სააგენტოებმა დათქმულ ვადებში შეასრულონ სამუშაოები. სისტემაში გათვალისწინებული იქნება ასევე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკები.

არაკლასიფიცირებული კონტროლირებადი ინფორმაციის პროგრამის განხორციელება. ,,ამჟამად მთავრობა კონკრეტული არაკლასიფიცირებული ინფორმაციის, როგორიცაა პირადი, უსაფრთხოების, საკუთრების, ბიზნეს ინტერესების, ძალოვანი სტრუქტურების შესახებ ინფორმაცია, გამოძიების საგნის/ინტერესების დასაცავად იყენებს შესაბამის დაუყონებლივ, სააგენტოსთვის გადაუდებელ პოლიტიკას, რეგულაციებს, პროცედურებს. აღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია შეუსაბამობები, როგორიცაა გაურკვეველი შეზღუდვები. აღნიშნულთან მიმართებაში, პრეზიდენტმა დავალა NARA -ს შეიმუშაოს პროგრამა, რომელიც არაკლასიფიცირებული ინფორმაციის პროცესების მენეჯმენტსა და პროცედურების სტანდარტიზებას უზრუნველყოფს. მომავალი წლისთვის NARA გამოაქვეყნებს გზამკვლევს, სადაც განსაზღვრული იქნება ეტაპები და სქემა როგორ მოხდება ინფორმაციის რეგისტრირება, რომელიც გათვალისწინებულია პროგრამით.

 

ზედამხედველობის საკითხები

 

გეგმაში გათვალისწინებულია ,,გამჭვირვალობის გაზრდა უცხოური სადაზვერვო საქმიანობების ზედამხედველობასთან მიმართებაში“.

გეგმაში აღნიშნულია:

 

,,2013 წლის ივნისში, პრეზიდენტის დირექტივით, აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებს დაევალათ მოეხდინათ დეკლასიფიცირება და საზოგადოებისთვის რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის განსაჯაროება. მათ შორის სენსიტიური პროგრამების გამჟღავნება, რაც გათვალისწინებულია უცხოური სადაზვერვო ზედამხედველობის აქტით (FISA). 2000 გვერდიანი დოკუმენტი იქნა გასაჯაროებული, მათ შორის კონგრესისთვის წარდგენილი მასალები. მათი მხრიდან ავტორიზირებისა და გადახედვის მიზნით. აშშ-ის სადაზვერვო უწყება აქვეყნებს ონლაინ მასალებს და სხვა ინფორმაციას FISA-ს მოთხოვნების გათვალისწინებით.“

ადმინისტრაციამ უფრო მეტი ვალდებულებები აიღო:

ეროვნული უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელობის მონაცემთა ბაზების წარდგენა: ადმინისტრაცია გამოაქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშებს აშშ-ის მთავრობის მიერ ეროვნული უსაფრთხოების საქმიანობების შესახებ. ანგარიშებში წარმოდგენილი იქნება ასევე ბოლო 12 თვის განმავლობაში განკარგულებების რაოდენობა და ასევე მათ მიერ გაწეული საქმიანობების შედეგების შესახებ.

 

უცხოური სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციების გადახედვა და დეკლასიფიცირება. ეროვნული დაზვერვის დირექტორი შესაძლებლობის ფარგლებში მოახდენს უცხოური სადაზვერვო პროგრამების ინფორმაციის დეკლასიფიცირებას.

კონსულტაციები დაინტერესებულ ჯგუფებთან. ადმინისტრაცია ხელს შეუწყობს დაინტერესებული ჯგუფების ფართო სპექტრის ჩართულობას, კერძო და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის საბჭოს რეკომენდაციებით მთავრობის მხრიდან კერძო და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვას ეროვნული უსაფრთოხების დაცვასთან ერთად.

სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია ისეთი საკითხებზე მუშაობა, როგორიცაა:

 

შესაბამისი პირადი ინფორმაციის შესაძლებლობის ხელმისაწვდომობა

ღია მმართველობის გეგმების ხელშეწყობა და გაუმჯობესება

მამხილებელთა დაცვის გაძლიერება და გაფართოება

შეერთებულ შტატებში საჯარო იურიდიული პირების გამჭვირვალობის გაზრდა

მრეწველთა გამჭვირვალობის ინიციატივის (EITI) გაუმჯობესება

ბუნებრივი წიაღის საწვავის სუბსიდიების გამჭვირვალობა

ხარჯვის გამჭვირვალობის გაუმჯობესება

ფისკალური გამჭვირვალობის გლობალურ ინიციატივაში ჩართვა

გარე დაინტერესებულ ჯგუფებთან რეგულარული თანამშრომლობა

ფედერალურ დონეზე დამატებით გაფორმებული ხელშეკრულებების მონაცემების გამოქვეყნება

ფისკალური გამჭვირვალობის სტრატეგიული დირექტივების გაუმჯობესების უზრუნველყოფა

შესრულების / აღსრულების ღონისძიებების გაუმჯობესება

იმპორტისა და ექსპორტის სისტემების კონსოლიდირება კორუფციის აღმოსაფხვრელად

საზოგადოებრივი ხარჯების გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა

სანქციების დაწესება ვიზაზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით

დებულებების განხორციელების პროცესში საზოგადების ჩართულობის გაფართოება

კანონშემოქმედების წინადადებებზე კომენტარების გამარტივება

დაინტერესებულ ჯგუფებთან უფრო აქტიური ურთიერთობების გაგრძელება

საზოგადოებისათვის ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

მთავრობის მონაცემთა ბაზის მენეჯმენტი, როგორც სტრატეგიული სარგებელი

სოფლის მეურნეობისა და კვების მონაცემთა ღიაობა

ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებული მონაცემების ღიაობა, შესაბამისი საპასუხო და აღდგენითი სამუშაოების დახმარების მიზნით

ექსპერტთა ქსელის პლატფორმების შექმნის პილოტირება

სამთავრობო ვებ-გვერდების რეფორმა

თანამშრომლობა ინოვაციისათვის და ამერიკული საზოგადოების გაერთინება

ინოვაციური ღია ინსტრუმენტების შექმნა

ახალი წამახალისებელი პრიზები და გამოწვევები Challenge.gov-ზე

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024