6 დეკემბერი 2013
6 დეკემბერს, ობამას ადმინისტრაციამ ინფორმაციის თავისუფლების აქტის ,,მოდერნიზების“ მიზნით 5 ინიციატივა წარმოადგინა.
შეერთებულმა შტატებმა, როგორც "ღია მმართველობის პარტნიორობის" წევრმა ქვეყანამ, ახალი მიდგომები
ეროვნული სამოქმედო გეგმის მეორე რედაქციაში წარმოადგინა. გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უცხოურ სადაზვერვო საქმიანობებთან მიმართებაში მეტი ვალდებულებების აღებას უკავია.
ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით, გეგმა გულისხმობს შემდეგი ინიციატივების განხორციელებას:
ინფორმაციის თავისუფლების ერთიანი პორტალის შექმნა: ,,ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის ერთიანი პორტალის შექმნას, რაც საზოგადოებას მისცემს საშუალებას ერთი ვებ-გვერდიდან მოითხოვოს ინფორმაცია ნებისმიერი ფედერალური სააგენტოდან, ასევე გათვალისწინებულია მომხმარებელთა სერვისების გაუმჯობესების მიზნით დამატებითი ინსტრუმენტების ამოქმედება. აშშ-ის მთავრობა ჩამოაყალიბებს ინფორმაციის თავისუფლების აქტის (FOIA) სპეციალური ჯგუფს, რომელიც არსებული პრაქტიკის გადახედვით, საზოგადოებრივი ინტერესების შესწავლით, ინფორმაციის თავისუფლების აქტის საფუძველზე მოახდენს აღნიშნული ერთიანი სერვისით საზოგადოების ეფექტურად მომსახურებას“.
ინფორმაციის თავისუფლების აქტის ერთიანი დებულების შემუშავება და ფედერალური სააგენტოების პრაქტიკის დანერგვა: ,,ადმინისტრაციის ინიციატივით შეიქმნება უწყებათაშორისი საქმიანობის პროცესის გასაუმჯობესებელი ინსტრუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ინფორმაციის თავისუფლების აქტის ერთიანი ძირითადი დებულების ჩარჩოს შექმნას. აღნიშნული დებულება ერთის მხრივ საერთო იქნება ყველა უწყებისთვის, მეორეს მხრივ კი სპეციფიური მოთხოვნების შემთხვევაში მოქნილი შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად“.
უწყებათა შორის ინფორმაციის თავისუფლების აქტთან დაკავშირებული პროცესის გაუმჯობესება: ,,აშშ-ის მთავრობა იზრუნებს სააგენტოების ეფექტური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, დაგროვილი და არსებული გამოცდილებების გაზიარებით, ხელი შეუწყოს ინფორმაციის თავისუფლების აქტთან დაკავშირებული შიდა საუწყებო საქმიანობების გაუმჯობესებას“.
ინფორმაციის თავისუფლების კანონის მოდერნიზების მიზნით მრჩეველთა კომიტეტის შექმნა:
,,შეერთებული შტატები ჩამოაყალიბებს ინფორმაციის თავისუფლების აქტის მრჩეველთა ფორმალურ საბჭოს, ინფორმაციის თავისუფლების აქტზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუტების წევრების შემადგენლობით, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ინფორმაციის მომთხოვნთა შორის დიალოგი, საზოგადოებასთან შუამდგომლობა, კონსენსუსის შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებს, ინფორმაციის თავისუფლების აქტის მიხედვით ადმინისტრირებასა და პროაქტიულ გამოქვეყნებასთან მიმართებაში.“
ინფორმაციის თავისუფლების აქტთან დაკავშირებით ტრენინგებით უზრუნველყოფა: ადმინისტრაცია შექმნის სტანდარტულ ელექტრონული სწავლების /ტრენინგის რესურსებს, ინფორმაციის თავისუფლების აქტზე პასუხისმგებელ პროფესიონალთა და სხვა ფედერალურ დონეზე დასაქმებულთა წასახალისებლად.
საქმისწარმოების მენეჯმენტის რეფორმა
ახალ სამოქმედო გეგმაში ასევე აღნიშნულია: ,,გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია გადაწყვეტილებებისა და ფედერალური მთავრობის მიერ განხორცილებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული დოკუმენტების საქმისწარმოების ეფექტური მენეჯმენტი. საქმისწარმოებისა და არქივების ეროვნული ადმინისტრაცია (NARA) ფედერალურ უწყებებთან ერთად განახორციელებს ახალი გზამკვლევის შემუშავებას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება, როგორც ელექტრონული ფოსტების ჩანაწერების ელექტრონული მართვა, ისე პრეზიდენტის დირექტივის შესაბამისად, მუდმივი და დროებითი ელექტრონული ფოსტების ჩანაწერების ელექტრონული ფორმატის მართვა 2016 წლის დასასრულისთვის. საქმისწარმოებისა და არქივების ეროვნული ადმინისტრაცია (NARA) ასევე ითანამშრომლებს მეწარმეებთან მეტა მონაცემთა ბაზისა და სხვა ტიპის მონაცემთა სტანდარტების შესაქმნელად, რათა ყველას ჰქონდეს მთავრობის მონაცემების ხელმისაწვდომობის საშუალება“.
საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კლასიფიცირების რეფორმა
ახალი სამოქმედო გეგმის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კლასიფიცირების საკითხზე, რათა საზოგადოება მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი ინფორმაციით. ადმინისტრაცია:
შექმნის რეფორმის ჯგუფს უსაფრთხოების საკითხებზე არსებული ინფორმაციის კლასიფიკაციის მიზნით;
სისტემატურად გადახედავს ბირთვულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ ისტორიულ დოკუმენტებს მათი შემდგომი გასაჯაროების მიზნით;
შექმნის საიდუმლო მონაცემების გასაჯაროების მონიტორინგისა და კონტროლის სპეციალიზირებულ სისტემას, რომელიც შესაბამისი სააგენტოებს ავტომატურად შეატყობინებს ინფორმაციას გასაჯაროებისთვის მომზადების შესახებ;
გეგმაში ასევე გათვალისწინებულია ,,გამჭვირვალობის გაზრდა უცხოური სადაზვერვო საქმიანობების ზედამხედველობასთან მიმართებაში“. კერძოდ სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაცია გამოაქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშებს აშშ-ის მთავრობის მიერ ეროვნული უსაფრთხოების საქმიანობების შესახებ. ანგარიშებში წარმოდგენილი იქნება ასევე ბოლო 12 თვის განმავლობაში განკარგულებების რაოდენობა და ასევე მათ მიერ გაწეული საქმიანობების შედეგები. ეროვნული დაზვერვის დირექტორი შესაძლებლობის ფარგლებში მოახდენს უცხოური სადაზვერვო პროგრამების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ადმინისტრაცია აგრეთვე ხელს შეუწყობს დაინტერესებული ჯგუფების ფართო სპექტრის ჩართულობას.
სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია ისეთ საკითხებზე მუშაობა, როგორიცაა:
- შესაბამისი პირადი ინფორმაციის შესაძლებლობის ხელმისაწვდომობა
- ღია მმართველობის გეგმების ხელშეწყობა და გაუმჯობესება
- მამხილებელთა დაცვის გაძლიერება და გაფართოება
- შეერთებულ შტატებში საჯარო იურიდიული პირების გამჭვირვალობის გაზრდა
- მრეწველთა გამჭვირვალობის ინიციატივის (EITI) გაუმჯობესება
- ბუნებრივი წიაღის საწვავის სუბსიდიების გამჭვირვალობა
- ხარჯვის გამჭვირვალობის გაუმჯობესება
- ფისკალური გამჭვირვალობის გლობალურ ინიციატივაში ჩართვა
- გარე დაინტერესებულ ჯგუფებთან რეგულარული თანამშრომლობა
- ფედერალურ დონეზე დამატებით გაფორმებული ხელშეკრულებების მონაცემების გამოქვეყნება
- ფისკალური გამჭვირვალობის სტრატეგიული დირექტივების გაუმჯობესების უზრუნველყოფა
- შესრულების / აღსრულების ღონისძიებების გაუმჯობესება
- იმპორტისა და ექსპორტის სისტემების კონსოლიდირება კორუფციის აღმოსაფხვრელად
- საზოგადოებრივი ხარჯების გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა
- სანქციების დაწესება ვიზაზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით
- დებულებების განხორციელების პროცესში საზოგადების ჩართულობის გაფართოება
- კანონშემოქმედების წინადადებებზე კომენტარების გამარტივება
- დაინტერესებულ ჯგუფებთან უფრო აქტიური ურთიერთობების გაგრძელება
- საზოგადოებისათვის ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
- მთავრობის მონაცემთა ბაზის მენეჯმენტი, როგორც სტრატეგიული სარგებელი
- სოფლის მეურნეობისა და კვების მონაცემთა ღიაობა
- ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებული მონაცემების ღიაობა, შესაბამისი საპასუხო და აღდგენითი სამუშაოების დახმარების მიზნით
- ექსპერტთა ქსელის პლატფორმების შექმნის პილოტირება
- სამთავრობო ვებ-გვერდების რეფორმა
- თანამშრომლობა ინოვაციისათვის და ამერიკული საზოგადოების გაერთინება
- ინოვაციური ღია ინსტრუმენტების შექმნა
- ახალი წამახალისებელი პრიზები და გამოწვევები Challenge.gov-ზე