ისტორიკოსებს შორის დიალოგის პლატფორმის პირველი შეხვედრა ალბანეთში გაიმართა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 30 მაისი 2022

2022 წლის 23-27 მაისს, ალბანეთში, ქალაქ ბერატში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით, ისტორიკოსებს შორის დიალოგის პლატფორმის (Platform for Dialogue Between Historians)  პირველი შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრის ფასილიტატორი იყო ჯერემი სმითი, ზაიედის უნივერსიტეტის (Zayed University) მოქმედი პროფესორი, რომელიც ასწავლიდა რუსეთის ისტორიას დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემის უნივერსიტეტში (University of Birmingham) 11 წლის განმავლობაში, ხოლო აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტში (University of Eastern Finland) 10 წლის განმავლობაში. იგი აგრეთვე არის უამრავი წიგნის ავტორი საბჭოთა წარსულის, მათ შორის საქართველოს საბჭოთა წარსულის შესახებ.

 

შეხვედრას ესწრებოდა 20-მდე წარმომადგენელი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან და საქართველოდან, რომლებიც, ძირითადად, წარმოადგენდნენ აკადემიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა დაწესებულებას, რომლებიც ისტორიას და მომიჯნავე დარგებს იკვლევენ.

 

შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის იყო ისტორიკოსის, როგორც მედიუმის როლი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, გარდამავალი სამართლიანობის პერიოდში და იმ ქვეყნებში, რომლებსაც ტრავმული უახლესი წარსული აქვთ. შეხვედრაზე განიხილებოდა ისეთი საერთო კვლევები და პროექტები, რომელთა მიზანიც იქნება წარსულის გააზრება რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში. აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს საკუთარ და მეზობელ ქვეყნებში ისტორიის სახელმძღვანელოების რევიზიაზე, რათა შეფასდეს - როგორ არის წარმოჩენილი ზოგიერთი ისეთი საკითხი, რომელზეც ამ ქვეყნებს შორის საერთო აზრი არ არსებობს.

 

ანტონ ვაჭარაძე შეხვედრაზე წარსდგა მოხსენებით - „საარქივო ღიაობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში“. მან ისაუბრა იმ პრობლემებზე, რასაც ისტორიკოსებს არქივების შეზღუდული ხელმისაწვდომობა უქმნის. ასევე განიხილა უკრაინის, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების კარგი მაგალითებიც და ის გზები, რომლითაც ხელისუფლებებს საზოგადოებამ არქივების ღიაობის მნიშვნელობა უნდა აჩვენოს. შეხვედრის შემდეგ გაიმართა დისკუსია აღნიშნულ საკითხზე, რასაც რამდენიმე მონაწილე საინტერესო მოსაზრებებით გამოეხმაურა.

 

სამომავლოდ დაიგეგმა ახალი შეხვედრები და რეგიონული დიალოგის გაგრძელება ისტორიკოსებს შორის.

 

_______

 

 

ვიზიტი განხორციელდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო მონაცემების მოპოვებისა და შეგროვების საკითხებზე

10.07.2024

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024
განცხადებები

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024