14 მაისს, ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა საპარლამენტო საქმიანობის გამჭვირვალობის, ღიაობის და მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერის მიზნით, პროექტის „ღია მმართველობი სპარტნიორობის“ ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის“ ფარგლებში.
აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს პარლამენტთან პარტნიორობით ევროკავშირისა (EU) დაგაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.
შეხვედრაზე ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრი და პარლამენტის ინტერ-ფრაქციული ჯგუფის მოქმედი ხელმძღვანელი, ქალბატონი გუგული მაღრაძე, ესაუბრნენ უნივერისტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობისა და საპარლამენტო ღიაობის პრინციპების დამკვიდრების მნიშვნელობაზე.
პროექტის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის“ მიზანია მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება პარლამენტის საქმიანობაში, საქართველოს პარლამენტის ხელშეწყობა „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის“ შემუშავებასა და მიღებაში, ასევე საქართველოს პარლამენტისათვის მხარდაჭერა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის დაწყებაში.
„ღიამმართველობისპარტნიორობა“ (OGP) წარმოადგენს მრავალმხრივ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს მთავრობების მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების შესრულება გამჭვირვალობის, მოქალაქეების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. საქართველო „ღიამმართველობისპარტნიორობის“ (OGP) წევრია 2011 წლიდან. 2014 წელს საქართველოს გახდა OGP-ის მმართველი კომიტეტისწევრი. OGP-ის ახალიმიმართულებაასაკანონმდებლოღიაობა. საკანონმდებლოღიაობისსამუშაოჯგუფი (Legislative Openness Working Group, LOWG) უზრუნველყოფსპარტნიორებისმხრიდანექსპერტულმხარდაჭერასადაგამოცდილებისგაზიარებასკონკრეტულიმოთხოვნებისშესაბამისად.
ქალბატონი გუგული სტუდენტებსა და პროფესორებს ესაუბრა საპარლამენტო ღიაობის დანერგვის აუცილებლობაზე, შეეხო საპარლამენტო ღიაობის ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობა, საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, ღიაობის კულტურის წახალისება, საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის სხვადასხვა გზებით მიღების შესაძლებლობის აუცილებლობა და ა.შ.
მან ისაუბრა, რომ სწორედ ასეთი შეხვედრები ემსახურება საზოგადოების ჩართულობის გაძლიერებას პარლამენტის საქმიანობაში. ქალბატონმა გუგულიმ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი მზად არის ხელი შეუწყოს საპარლამენტო საქმიანობის გამჭირვალობას, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციაზე ხელმოწერით.
„ჩვენი მიზანია, რომ პარლამენტის საქმიანობა გახდეს გამჭვირვალე, იმისათვის რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია პარლამენტის საქმიანობის შესახებ და ამავდროულად მიეცეთ შესაძლებლობა, რომ მათი ინტერესები წარმოდგენილი იყოს პარლამენტის მუშაობაში. საქართველოს პარლამენტი მზად არის, უპასუხოს ამ გამოწვევებს“, - განაცხადა შეხვედროს დროს ქალბატონმა გუგული მაღრაძემ.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI)წარმომადგენელმა, დავით მაისურაძემ, ხაზი გაუსვა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მნიშვნელობას საქართველოში ღიაობის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ასევე, ყურადღება გაამახვილა საკითხებზე, რომელთა გათვალისწინებაც შესაძლებელია ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაში. დავით მაისურაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI)მოქალაქეებისათვის შეადგინა კითხვარი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ წამოჭრან საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც სურთ „ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაში“
აღნიშნული კითხვარი ვრცელდება სოციალური ქსელის მეშვეობით და კითხვარის შედეგებს განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრებისგან და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი.ასევე, შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საპარლამენტო ღიაობასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარე და განხორციელებული ღონისძიებები.
სტუდენტებმა და პროფესორებმა დააფიქსირეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე და გამოთქვეს რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებას ისურვებდნენ საქართველოს საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმაში.
შეხვედრის დასასრულს უნივერსიტეტის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები შეთანხმდნენ მსგავსი შეხვედრების მომავალშიც განხორციელებაზე.