სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალი მინისტრის, კახი კახიშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრას, რომელზეც მესამე სექტორმა ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგის გაძლიერება მოითხოვეს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი ესწრებოდა.
მინისტრის არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის შესახებ მომზადდა 3 სატელევიზიო სიუჟეტი ტელეკომპანია მაესტროს, რუსთავი 2-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტში, გიორგი კლდიაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ღიაობის ფორმატი და პრიორიტეტულია ამ სფეროში გამჭვირვალობის მაჩვენებლის გაუმჯობესება.
მაესტროს სიუჟეტში IDFI-ის დირექტორი, გიორგი კლდიაშვილის თქმით, შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორმა, მინისტრთან ერთად განიხილა პატიმრების მდგომარეობა, არსებული პრობლემები და გზები, რომელიც უნდა გამონახოს სამინისტრომ, რათა გაუმჯობესდეს მდგომარეობა.
რუსთავი 2-ის ეთერით გასულ სიუჟეტში, კლდიაშვილი სასჯელაღსრულების სისტემაში გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს, მისი თქმით, ვინც პროცესის მონიტორინგს ახორციელებს, მნიშვნელოვანია მიეცეთ ობიექტური შეფასებების გაკეთების საშუალება.