პროექტის „ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება“ საბოლოო პრეზენტაცია გაიმართა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 28 თებერვალი 2015

2015 წლის 27 თებერვალს განათლების მულტიმედია ცენტრში (MEC) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტის „ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება“ საბოლოო პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის დასაწყისში IDFI-ის დირექტორი სტუდენტებს მთავრობის საქმიანობის მონიტორინგისა და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროგრამის კოორდინატორმა, სოფია გეგეჭკორმა სტუდენტებს საელჩოს საქმიანობა გააცნო.

 

პროექტის კოორდინატორმა, ანდრო გიგაურმა დამსწრე საზოგადოებას პროექტის შედეგები წარუდგინა და პროექტის ფარგლებში მომზადებული ელექტრონული ჩართულობის სახელმძღვანელო გააცნო. სახელმძღვანელოში მოცემულია ის მეთოდები, რომელთა დახმარებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება მონიტორინგი და დაკვირვება ჩაუტაროს სახელმწიფო დაწესებულებების მიერ განვითარებულ ელექტრონულ სერვისებს და დაადგინოს, რამდენად ეფექტურად ხდება მათი გამოყენება მოქალაქეებთან კომუნიკაციისთვის.

 

პროექტის პირველ ეტაპზე, შერჩეულ მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები ელექტრონული მმართველობის, ღია მმართველობის პარტნიორობისა და კვლევის მეთოდების შესახებ, ხოლო მეორე ეტაპზე სტუდენტებს უნდა გამოეცადათ ტრენინგის პროცესში ნასწავლი, სახელმწიფოს კონტროლის ერთი ან რამდენიმე ელექტრონული მეთოდი და მოემზადებინათ სტატია მათთვის საინტერესო საკითხის შესახებ.

 

პრეზენტაციის ბოლოს, პროექტის კონკურსის მონაწილე სტუდენტებს სამახსოვრო საჩუქრები და სერთიფიკატები, ხოლო სამ გამარჯვებულს სპეციალური პრიზი-ქინდლი გადაეცათ.

 

პროექტი „ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება“ მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების გაუმჯობესებას. განსაკუთრებით, პროექტის მიზანი გახლდათ სტუდენტების, ახალგაზრდა აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების ცნობიერების ამაღლება იმ თანამედროვე მექანიზმების შესახებ, რომლებიც საჭიროა მთავრობის გასაკონტროლებლად და ანგარიშვალდებულების გასაზრდელად.

 

პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.

 

იხილეთ საბოლოო პრეზენტაციის ფოტო ალბომი

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024