ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 13 მაისი 2020

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე, უკვე მერვე თვეა რაც კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა მიმდინარეობს. პროგრამა 8 მოდულისგან შედგება და მიზნად ისახავს მსმენელებს აუმაღლოს ცნობიერება და აქციოს კორუფციასთან ბრძოლის აქტიურ მონაწილეებად.

 

პროგრამის ფარგლებში, 13 მაისს, მამუკა ჟღენტმა ღია ლექცია ჩაატარა. მამუკა ჟღენტი ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელია და ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით ევროკავშირში მართლმსაჯულებისა და სამოქალაქო საზოგადოების უფროსი ექსპერტი.

 

ლექციის მიზანი პროგრამის მონაწილეებისათვის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი საერთაშორისო ინსტრუმენტების, სტანდარტებისა და სტრუქტურების, და აღნიშნული მიმართულებით, გლობალური პანდემიის შედეგად შექმნილი გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.

 

ამჟამად, მიმდინარეობს პროგრამის მეექვსე მოდული „კორუფცია და პოლიტიკა“, რომელსაც კითხულობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) თავმჯდომარე - სულხან სალაძე.

 

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა დაიწყო 8 ოქტომბერს და მის დასრულებამდე დარჩენილია 2 მოდული. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI) და ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანადაფინანსებით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024