ღია მმართველობის მე-5 გლობალური სამიტი საპარლამენტო ღიაობის დღით გაიხსნა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია | რეგიონული და გლობალური საქმიანობა 17 ივლისი 2018

ახალი გზები და ინოვაციური ტექნოლოგიები საკანონმდებლო ღიაობის მისაღწევად. ღია მმართველობის გლობალური სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ღიაობის დღეს უმასპინძლა. საერთაშორისო ღონისძიებას 24 ქვეყნისა და 12 პარლამენტის 200-ზე მეტი წარმომადგენელი შეუერთდა.


ღია პარლამენტის დღეზე გამართული მსჯელობა საკანონმდებლო ღიაობის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო, მათ შორის საპარლამენტო რეფორმების გატარებასა და ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას.


ღია პარლამენტის დღე გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მან ხაზი გაუსვა საპარლამენტო ღიაობის მნიშვნელობას დემოკრატიულ განვითარებაში და აღნიშნა საქართველოს მიღწევები ღია პარლამენტის პრინციპების დანერგვის გზაზე.


კონფერენციის მონაწილეებს ვიდეო მიმართვა გაუგზავნა ჰეიდი ჰაუტალამ, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა. მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ სენატორი ბლანკა ოველარი - ღია პარლამენტის ქსელის ParlAmericas პრეზიდენტი, და სანჯეი პრადჰანი - ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი.


ღია პარლამენტის დღეში მონაწილეობა მიიღო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ელჩმა, ახალი ზელანდიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა (1999 – 2008) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ყოფილმა ადმინისტრატორმა (2009 – 2017) - ჰელენ კლარკმა.


საპანელო დისკუსიებს გაუძღვნენ ნილს სკოტი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში, მუკელანი დიმბა - ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თანათავმჯდომარე სამოქალაქო საზოგადოებიდან, და ლორა თორნთონი - ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორი საქართველოში.


შეხვედრის დასკვნით ნაწილს დაესწრო კატარინა მატერნოვა, ევროკომისიის გენერალური დირექტორის მოადგილე.


კონფერენციაზე გამართული მსჯელობა შეეხო საკანონმდებლო გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას. მონაწილეებმა ისაუბრეს საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ახალ გზებზე, როგორიცაა მონაწილეობითი კანონშემოქმედება (crowdlaw) და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება. IDFI-ის პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა ისაუბრა იმ ახალი ელექტრონული სერვისების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით დანერგა საკანონდებლო ღიაობის უზრუნველსაყოფად. 

 

სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ ეროვნულ გამოცდილებაზე, წარმატებებსა და გამოწვევებზე საპარლამენტო ღიაობის მიღწევის საქმეში. მათ ასევე განიხილეს საკანონმდებლო ჩართულობის პოლიტიკა, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველმა კომიტეტმა 2016 წლის სექტემბერში მიიღო.

 

ImageThink-ის მხატვრის მიერ შექმნილი შესანიშნავი ჩანახატები ასახავს საკანონმდებლო ჩართულობასა და საპარლამენტო ღიაობასთან დაკავშირებულ გამოცდილებას, კარგ პრაქტიკასა და გამოწვევებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩანახატები შეიქმნა ევროკავშირის, UNDP საქართველოსა და IDFI-ის მხარდაჭერით სპეციალურად ღია პარლამენტის დღისთვის. 

 

დღის ბოლოს გაიმართა შემაჯამებელი მსჯელობა სამომავლო ნაბიჯებსა და ღია პარლამენტის ელექტრონული ქსელის (OPeN) საქმიანობაზე, რომელსაც გაუძღვნენ სკოტ ჰუბლი - ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მმართველობის პროგრამების დირექტორი, და დევინ ო’შონესი, ვესტმინსტერის ფონდის დემოკრატიისთვის (Westminster Foundation for Democracy) პროგრამების დირექტორი.

 

საპარლამენტო ღიაობის დღის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობასთან (OGP) თანამშრომლობით, ხოლო მხარდამჭერები - ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარენის პროგრამა (UNDP), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (USAID/GGI),  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).

 

 

 

 

 

 

ღონისძიების ფოტოალბომი. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024