ღია მმართველობის ფორუმის მეხუთე შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 30 აპრილი 2014

OGP-forum-fifth-meeteng29 აპრილს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა ღია მმართველობის პარტნიორობის ფორუმის მეხუთე შეხვედრა. ფორუმის მიზანი იყო ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის პირველადი ვარიანტის განხილვა, რომელიც 30 აპრილს უნდა წარედგინოს ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველ კომიტეტს (Steering Committee), ხოლო დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი უნდა დამტკიცდეს 15 ივნისს. შეხვედრამ, რომელსაც ესწრებოდნენ საჯარო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მიმოიხილა ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების რელევანტურობა OGP-ის მიზნებთან და გამოწვევებთან; შეხვედრის ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ანგარიშვალდებულ საჯარო უწყებებს გააცნეს საკუთარი რეკომენდაციები.

 

შეხვედრის დასაწყისში ფორუმის თანა-თავმჯდომარემ, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რუსუდან მიხელიძემ ისაუბრა 8-9 მაისს დუბლინში დაგეგმილ OGP-ის რეგიონული შეხვედრის შესახებ, სადაც წევრი სახელმწიფოები წარადგენენ პირველად სამოქმედო გეგმას. საქართველოდან სამიტს დაესწრებიან იუსტიციის სამინისტროსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

 

 რუსუდან მიხელიძე ასევე შეეხო OGP Award-ის თემას. როგორც ცნობილია, ეს ჯილდო მიეკუთვნება OGP-ის მიზნების შესატყვის ინოვაციურ პროექტს. „ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო“-ს წარმომადგენელმა ვაკო ნაცვლიშვილმა წამოაყენა იდეა, რომ OGP Award-ზე წარდგენილი იქნეს საქართველოს პარლამენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის 2013 წლის დეკემბერში დადებული მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებს შორის ურთიერთობის კონცეფციის შექმნას.

 

ფორუმის წევრებმა ასევე ისაუბრეს OGP-ის ე.წ. Steering Committee-ს (მმართველი კომიტეტის) არჩევნებისა და მასში საქართველოს შანსების შესახებ. როგორც ფორუმის მონაწილეებმა აღნიშნეს, წელს პირველად მოხდება მმართელი კომიტეტის არჩევნების გზით დაკომპლექტება და ღია მმართველობის კუთხით საქართველოს მიერ ნაჩვენები პროგრესის გათვალისწინებით, ქვეყანას დიდი შანსი აქვს, გახდეს კომიტეტის წევრი.

 

შეხვედრის მეორე ნაწილში ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ღია მმართველობის 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმაში გაწერილი ვალდებულებები. ვალდებულებები OGP-ის ოთხ გამოწვევას პასუხობს: საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა.

 

მონაწილეებმა სათითაოდ განიხილეს აღებული ვალდებულებები, მათი რელევანტურობა ღია მმართველობის მიზნებთან და გამოწვევებთან. შედეგად, მოხდა რამდენიმე აქტივობის ამოღება სიიდან, რამდენიმე მათგანმა გადაინაცვლა სხვა კატეგორიაში. სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსია ჯერ ეროვნულ, შემდეგში კი საერთაშორისო დონეზე განიხილება, რასაც მოჰყვება შენიშვნები და რეკომენდაციები გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში. ფორუმზე ასევე განიხილეს აღებული ვალდებულებების რისკების განსაზღვრის კრიტერიუმები, იმსჯელეს რა შეიძლება იყოს ამა თუ იმ ვალდებულების წარმატების ინდიკატორი.

 

შეხვედრის ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ფორუმის მონაწილე საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებს წარუდგინეს რეკომენდაციები, რომელიც ოთხი ნაწილისგან შედგება. პირველი რეკომენდაცია ეხება პარლამენტის მიერ მოქალაქეთა პეტიციების დანერგვას. ორგანიზაციებმა ეს პოზიცია რამდენიმე ევროპული ქვეყნის მაგალითის მოყვანით გაამყარეს. მეორე რეკომენდაცია ეხება მოქალაქის საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვის უზრუნველოფას, ამისთვის, კი სასურველია, ყველა მსურველს მიეცეს საშუალება, გააკეთოს კომენტარი პარლამენტში კანონპროექტის სახით ინიცირებულ დოკუმენტზე. მესამე რეკომენდაციის მიხედვით, უნდა მოხდეს შსს სტატისტიკური მონაცემების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, რაც ითვალისწინებს დანაშაულის კრიმინოგენული რუკისა და საგზაო უსაფრთხოებისა და ინციდენტების შესახებ მონაცემების ხელმისაწვდომობას. ბოლო რეკომენდაცია კი ეხება მიყურადების შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესებასა და პროაქტიულ გამჭვირვალობას, რადგან საქართველოში უკანონო მიყურადების პრაქტიკა დღემდე ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად რჩება.

 

ფორუმის 15 ივნისამდე ინტენსიურად განაგრძობს შეხვედრასა და აღებული ვალდებულებების განხილვას მათი გაიმჯობესების მიზნით, რათა საერთაშორისო მასშტაბით მაქსიმალურად დახვეწილი სამოქმედო გეგმა წარადგინოს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024