საქართველოს ეროვნულ და შსს არქივებში დაცულ ელექტრონული დოკუმენტების გაცემასა და გაცნობაზე საფასური გაუქმდა

სიახლეები 22 იანვარი 2016

2015 წლის 22 დეკემბერს ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ. აღნიშნული ცვლილების თანახმად მოიხსნა საფასური მკვლევართათვის დარბაზში გაწეული ისეთი მომსახურებისთვის, როგორიცაა ელექტრონულ მატარებელზე გადატანილი დოკუმენტების გაცემა მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში. მოცემული ცვლილება ეხება IX-XIII სს. და XIX-XXI სს. კოლექციებში შემავალ საბუთებს.


ხაზგასასმელია, რომ ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) წლების განმავლობაში ახორციელებდა ადვოკატირებას იმ მიზნით, რომ გაუქმებულიყო საფასური მკვლევარებისთვის სამკითხველო დარბაზში დოკუმენტების დედნების ციფრული ასლების გაცემაზე (წერილი). შედეგად, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, IDFI-ის რეკომენდაციით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ აიღო ვალდებულება სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის თაოსნობით გადაესინჯა შესაბამისი ნორმატიული აქტები და შეემუშავებინა საჭირო ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ არქივების მეტ გამჭვირვალობასა და არქივებში დაცული დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების უფასოდ ხელმისაწვდომობას მკვლევარებისათვის. სწორედ აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით იქნა შეტანილი ცვლილება საქართველოს მთავრობის ზემოხსენებულ დადგენილებაში და მოიხსნა საფასური დოკუმენტთა ელექტრონულ მატარებელზე გადატანისთვის.


აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშნელოვანი დადებითი ნაბიჯები გადაიდგა შსს-ს არქივში (ყოფილი უშიშროების კომიტეტის არქივი და ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი) დაცული დოკუმენტების ხელმისაწვდომობის მხრივაც. IDFI-ის აქტიური ადვოკატირების შედეგად, 2012 წლის ოქტომბერს მიღებულ იქნა მთავრობის დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა, რომ არქივში დაცულ საქმეთა გაცემა, მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში იქნებოდა უფასო. მიუხედავად აღნიშნულისა, კვლავაც პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ შსს-ს არქივში დაცული ისტორიული ინფორმაცია არ იყო სრულად სორტირებული, ხოლო ფონდის აღწერილობა და რეესტრი კი იყო საკმაოდ ზოგადი შინაარსის, რაც ართულებდა დაინტერესებულ პირთა წვდომას არქივში დაცულ მასალებთან. შესაბამისად, IDFI-ის რეკომენდაციით, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმით შინაგან საქმეთა სამინისტრომ აიღო ვალდებულება შეექმნა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტების (ყოფილი უშიშროების კომიტეტის არქივში დაცული ფონდები) ელექტრონული კატალოგი მათი სრული აღწერისა და სისტემატიზაციის გზით და გაეხადა ის საჯაროდ ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. დღეის მდგომარეობით აღნიშნული კატალოგი ხელმისაწვდომია საქართველოს შსს არქივის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.


IDFI მიესალმება არქივების გამჭვირვალობის მხრივ საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს. ვფიქრობთ, რომ არქივების ღიაობა და საარქივო ფონდთან შეუფერხებელი წვდომა მთავრობათა ღიაობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. საქართველოს ეროვნულ არქივსა და შსს-ს არქივში დაცულია IX საუკუნიდან დღემდე შექმნილი უნიკალური მასალა და ისტორიული ინფორმაცია საქართველოს XX საუკუნის მრავალი ასპექტის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციისადმი არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნას არქივში დაცული დოკუმენტებისადმი წვდომა, როგორც მკვლევარების, ისე ნებისმიერი დაინტერსებული პირებისთვის.

 

იხილეთ შსს არქივის მიერ მომზადებული პრეზენტაცია

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024