FATF-ის მნიშვნელობა და საქართველოს შეფასებები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით

ბლოგპოსტები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 17 ოქტომბერი 2024

ავტორი: მამუკა ჟღენტი, საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის დამფუძნებელი

საქართველო და MONEYVAL-ი

 

MONEYVAL-ის (ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ღონისძიებების შეფასების ექსპერტთა კომიტეტი) ხუთი შეფასებითი რაუნდის შესაბამისად, საქართველოსთან მიმართებაში მომზადდა 5 შეფასების ანგარიში, რომელთაგან უკანასკნელი, ყოვლისმომცველი შეფასების ანგარიში გამოქვეყნდა 2020 წელს, სადაც შეფასდა როგორც საქართველოს ტექნიკური შესაბამისობა FATF-ის 40 რეკომენდაციასთან, ასევე მისი AML/CTF ღონისძიებების ეფექტურობა.

 

2020 წლის შეფასების მიხედვით:

 - საქართველოს ტექნიკურმა შესაბამისობამ FATF-ის რეკომენდაციებთან მიიღო რეიტინგების ნაზავი. გამოიკვეთა სფეროები, რომლებიც საჭიროებენ შემდგომ გაუმჯობესებას.

 - ეფექტურობის მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ გაატარა ზომები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ძირითადი რისკების აღმოსაფხვრელად, გამოვლინდა ზოგიერთი სფერო, სადაც პრაქტიკული აღსრულება და შედეგები საჭიროებს გამოსწორებას.

 - ასევე აღინიშნა უფრო ძლიერი, რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის საჭიროება და სამართალდამცავი და მარეგულირებელი ორგანოების შემდგომი შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების გაძლიერების აუცილებლობა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ შეფასების მე-5 რაუნდი იმით განსხვავდება წინა რაუნდების შეფასებებისგან, რომ საქართველო, მის მიერ დადებული შედეგების გამო, პირველად დაექვემდებარა ე.წ. გაძლიერებული შემდგომი დაკვირვების (Enhanced Follow-up) პროცესს. წინა შეფასებითი რაუნდების შედეგად მიღებულ ანგარიშებს მოსდევდა ე.წ. პროგრესის თაობაზე ანგარიშები, რითაც ფაქტიურად სრულდებოდა შესაბამისი შეფასებითი რაუნდი საქართველოსთან მიმართებაში.

 

აღნიშნული რაუნდები განხორციელდა:

- პირველი რაუნდი: 2001 წელს დამტკიცებული შეფასების ანგარიშითა და 2002 წელს მიღებული პროგრესის შესახებ ანგარიშით;

- მეორე რაუნდი: 2005 წელს დამტკიცებული შეფასების ანგარიშითა და 2006 წელს მიღებული პროგრესის შესახებ ანგარიშით;

- მესამე რაუნდი: 2007 წელს დამტკიცებული შეფასების ანგარიშითა და 2008 და 2010 წლებში მიღებული პროგრესის შესახებ შესაბამისად პირველი და მეორე ანგარიშებით;

- მესამე რაუნდის შემდგომი ანგარიში: 2012 და 2015 წლებში დამტკიცებული ანგარიშებით.

 

2020 წლის მეხუთე რაუნდის შეფასების შედეგად კი, საქართველო დაექვემდებარა გაძლიერებული შემდგომი დაკვირვების პროცესს გარკვეული სფეროების გამო, რომელიც საჭიროებდა გაუმჯობესებას, როგორიცაა ფულის გათეთრების საქმეების ეფექტური გამოძიების და სისხლის სამართლებრივი დევნის უზრუნველყოფა, არაფინანსური სექტორების ზედამხედველობის გაძლიერება და ტერორიზმთან და იარაღის გავრცელების დაფინანსებასთან დაკავშირებული ფინანსური სანქციების ეფექტიანობის გაუმჯობესება. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც აღინიშნა საქართველოს შეფასებაში, იყო ეფექტური სანქციების და ჯარიმების განხორციელება AML/CTF-ის დარღვევისთვის, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე სექტორებში, როგორიცაა უძრავი ქონება და აზარტული თამაშები. აღინიშნა სერიოზული ნაკლოვანებები ბენეფიციარი საკუთრების გამჭვირვალობის ხარვეზების აღმოფხვრის კუთხითაც, რაც უზრუნველყოფს, რომ კომპანიები და იურიდიული პირები არ იქნან გამოყენებულნი უკანონო ქმედებებისთვის.

 

ამ გაძლიერებული შემდგომი დაკვირვების ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლება  ვალდებულია მოახსენოს MONEYVAL-ს ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და AML/CTF სისტემების გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

 

პირველი ასეთ მოხსენება MONEYVAL-მა განიხილა და 2022 წლის ნოემბერს დაამტკიცა გაძლიერებული შემდგომი დაკვირვების პირველი ანგარიში. არადამაკმაყოფილებელი შედეგების გათვალისწინებით, პროცესი აქ არ დასრულებულა და საქართველოს მთავრობის მიერ უკვე მეორე მოხსენების საფუძველზე, 2023 წლის დეკემბერში MONEYVAL-მა დაამტკიცა რიგით მეორე გაძლიერებული შემდგომი დაკვირვების ანგარიში.

 

ზემოხსენებული მეორე გაძლიერებული შემდგომი დაკვირვების ანგარიშის შედეგად, საქართველო კვლავ რჩება ხსენებულ პროცესში და საკმარისი პროგრესის დასაფიქსირებლად ხელისუფლებამ უნდა წარადგინოს შესაბამისი მოხსენება 2024 წლის დეკემბრის თვემდე. თუ რა შედეგები დგება მესამე მცდელობის არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში, მიმოვიხილავთ შემდეგ თავში. დანართად კი, გთავაზობთ დღეისათვის არსებული შეფასებების ამსახველ სურათს.

 

საერთო მიმოხილვა

 

FATF-ი (Financial Action Task Force - შემდგომში „ფატფი“) დაფუძნდა 1989 წელს G7 წევრი სახელმწიფოების მიერ. საწყის ეტაპზე, მისი მთავარი მიზანი იყო ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა გლობალური მასშტაბით. დროთა განმავლობაში და კერძოდ კი, 2001 წლიდან მანდატი გაფართოვდა და დღეისათვის ფარავს ტერორიზმის დაფინანსებისა და  საერთაშორისო ფინანსური სისტემის სტაბილურობის საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის თემატიკასაც.

 

ფატფი ადგენს საერთაშორისო სტანდარტებს და შემდეგ მონიტორინგს უწევს მათ შესრულებას, რათა უზრუნველყოს სახელმწიფოთა მიერ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა ფინანსური დანაშაულების პრევენციისა და მათზე შესაბამისი პასუხისმგებლობის დადგომისათვის.

 

FSRB (FATF Style Regional Bodis) ფატფი-ს სტილის რეგიონალური ორგანიზაციების (შემდგომში FSRBs) წარმოადგენენ რეგიონალურ ორგანიზაციებს, რომლებიც ასრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს ფატფი-ს რეკომენდაციების ხელშეწყობასა და რეალიზებაში. ეს ორგანიზაციები საქმიანობენ იმ რეგიონებსა და სახელმწიფოებში, რომლებსაც ფატფი არ ფარავს პირდაპირ და უზრუნველყოფენ მათი წევრი სახელმწიფოებისათვის როგორც ტექნიკური დახმარების აღმოჩენას, ასევე ახორციელებენ მონიტორინგს ამ სახელმწიფოების მიერ ფატფი-ს სტანდარტების შესრულებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაციები მოქმედებენ დამოუკიდებლად, ისინი პირდაპირ არიან ასოცირებული ფატფ-თან და უზრუნველყოფენ ფატფ-ის კავშირებს შესაბამის სახელმწიფოებთან.

 

ფატფ-ის ე.წ.ნაცრისფერსიაში მოხვედრას, რისი რისკიც გაზრდილია საქართველოსთვის ზემოხსენებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს სახელმწიფოებისთვის, რადგან ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანას აქვს ხარვეზები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ საბრძოლველ ზომებში. მიუხედავად იმისა, რომ „ნაცრისფერი სია“ არ არის ისეთი მკაცრი და ნეგატიური, როგორც ფატფ-ის ე.წ. „შავისია“ (დღეის მდგომარეობით, ფატფ-ის შავ სიაში სამი სახელმწიფოა: ჩრდილო კორეა, ირანი და მიანმარი), ნაცრისფერი სია მაინც განიხილება, როგორც გაფრთხილება, რომლის შედეგადაც შესაძლებელია მივიღოთ სერიოზული ეკონომიკური და რეპუტაციული ზიანი ქვეყნისთვის. მიმოვიხილოთ ძირითადი მიზეზები, რის გამოც ფატფ-ის ნაცრისფერ სიაში ყოფნა საშიშია სახელმწიფოებისთვის:

 

  1. ეკონომიკური ზიანი

 

 - შემცირებული უცხოური ინვესტიციები: ნაცრისფერ სიაში შემავალი ქვეყნები ხშირად განიცდიან შემცირებულ უცხოურ ინვესტიციებს (FDI). სუსტი ფინანსური გარანტიებისა და კორუფციის ან უკანონო საქმიანობის გაზრდილი შანსების გამო, ინვესტორები აღიქვავენ ამ ქვეყნებს, როგორც მაღალი რისკის მქონე იურისდიქციებს.

 - ტრანზაქციის უფრო მაღალი ხარჯები: ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები ვალდებულნი არიან განახორციელონ Enhanced Due Diligence ნაცრისფერ სიაში შემავალ ქვეყნებზე. ეს ზრდის საერთაშორისო ტრანზაქციების განმახორციელებელი ბიზნესისა და ფიზიკური პირების ხარჯებს, რაც აძვირებს, ართულებს და საგრძნობლად ახანგრძლივებს გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე სახელმწიფოსა და მისი იურიდიული თუ ფიზიკური პირების წვდომას.

 - Capital Flight: ბიზნესებმა და ფიზიკურმა პირებმა შეიძლება გადაიტანონ თავიანთი აქტივები ნაცრისფერ სიაში შეტანილი ქვეყნიდან ფინანსური არასტაბილურობის, ნდობის ნაკლებობის ანდა გაზრდილი მარეგულირებელი კონტროლის გამო.

 

  1. რეპუტაციული ზიანი

 

 - ნდობის დაკარგვა: ნაცრისფერ სიაში მოხვედრა ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას გლობალურად, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის ეფექტურად არ ებრძვის ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების რისკებს. ამან შეიძლება შეაჩეროს არამხოლოდ ინვესტორები, არამედ საერთაშორისო ბიზნესებიც, რაც ქვეყანას ნაკლებად მიმზიდველს გახდის ეკონომიკური პარტნიორობისთვის.

 - დიპლომატიური იზოლაცია: ნაცრისფერმა სიამ შეიძლება გამოიწვიოს შედეგები დიპლომატიის კუთხითაც, რადგან სხვა ქვეყნებმა შეიძლება შეამცირონ თანამშრომლობა ან დააწესონ შეზღუდვები ფინანსური გამჭვირვალობისა და მარეგულირებელი საკითხების გათვალისწინებით.

 

  1. ფინანსური სანქციები

 

 - მიუხედავად იმისა, რომ ნაცრისფერ სიაში შემავალი ქვეყნები არ ექვემდებარებიან ფატფ-ის პირდაპირ სანქციებს, მათ შეიძლება დაემუქროთ არაპირდაპირი ფინანსური სანქციები ან შეზღუდვები საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან (როგორიცაა მსოფლიო ბანკი ან სავალუტო ფონდი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სესხის გაცემის უფრო მკაცრი პირობები ან გადადოს სესხებისა და დახმარების პაკეტების გამოყოფა სახელმწიფოსთვის.

 - შემცირებული საკრედიტო რეიტინგი: ნაცრისფერ სიაში შეტანილი ზოგიერთი ქვეყანა შედეგად იღებს გლობალური სარეიტინგო სააგენტოების მიერ სუვერენული საკრედიტო რეიტინგების დაქვეითებას, რაც ქვეყანას საგრძნობლად ურთულებს საერთაშორისო ბაზრებზე სესხის აღების ალბათობასა და პროცედურას.

 

  1. საბანკო და ფინანსურ სისტემებზე დატვირთვა

 

 - ბანკების მიერ რისკის შემცირება: საერთაშორისო ბანკებმა შეიძლება ფატფი-ს ნაცრისფერ სიაში შემავალი ქვეყნის ფინანსურ ინსტიტუტებთან შეზღუდონ ან შეწყვიტონ ურთიერთობები - პროცესი, რომელსაც ეწოდება „რისკებისშემცირება“. ეს ურთულებს შიდა ბანკებს საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელებას, რაც გავლენას ახდენს ვაჭრობაზე, ფულად გზავნილებზე და უცხოურ ვალუტაზე წვდომაზე.

 - შეზღუდული ხელმისაწვდომობა კორესპონდენტ ბანკებში: კორესპონდენტი საბანკო ურთიერთობები, რომელიც აუცილებელია საერთაშორისო ფინანსური ტრანზაქციებისთვის, შეიძლება სერიოზულად შეიზღუდოს, რაც ბიზნესსა და მოქალაქეებს ურთულებს საერთაშორისო ვაჭრობას ან ფულადი გზავნილების განხორციელებას.

 

  1. საერთაშორისო შემოწმება და მონიტორინგი

 

 - ნაცრისფერ სიაში შემავალი ქვეყნები ექვემდებარებიან გაძლიერებულ საერთაშორისო შემოწმებას და რეგულარულად უნდა აცნობონ ფატფ-ს რეფორმების განხორციელებაში მიღწეული პროგრესის შესახებ. ამან შეიძლება დამატებითი დატვირთვა გამიწვიოს სამთავრობო რესურსებზე და ამასთან მოახდინოს ზეწოლა სწრაფი, და ზოგჯერ კი, რთულად შესასრულებელი სამართლებრივიდ ამ არეგულირებელი ცვლილებების განსახორციელებლად.

 

  1. ინვესტორის და ბიზნესის ნდობის დაკარგვა

 

 - შემცირებული ეკონომიკური ზრდა: რეპუტაციული ზიანის, უცხოური ინვესტიციების შემცირებისა და ბიზნესის კეთების უფრო მაღალი ხარჯების კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური ზრდის შენელება. ეს, თავის მხრივ, იწვევს ეკონომიკურ პრობლემებს და გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ეკონომიკის განვითარებაც შეაფერხოს.

 

  1. შავ სიაში გადასვლის რისკი

 

 - ხარვეზების არსებობამ, რამაცგამოიწვიანაცრისფერსიაში ქვეყნის შეყვანა, პერსპექტივაში შეიძლებაგამოიწვიოსქვეყნის ფატფ-ის შავსიაშიგადაყვანაც, სადაცკიდევუფრომკაცრისანქციებიდაშეზღუდვებიადაწესებული. აღნიშნულის დადგომის შემთხვევაში, ფაქტობრივად ხდება ქვეყნის სრულიფინანსურიიზოლაციაგლობალურისისტემისგან.

 

მოკლედ, ფატფ-ისნაცრისფერისიასაშიშია, რადგანშეიძლებაგამოიწვიოსეკონომიკურიიზოლაცია, ტრანზაქციებისთვის გაზრდილიხარჯები და დრო, ინვესტორებისნდობისშემცირებადაპოტენციურადმძიმეგრძელვადიანიზემოქმედებაქვეყნისფინანსურდაპოლიტიკურსტაბილურობაზე.

 

გარდა ფატფ-ის ნაცრისფერი სიისა, ასევე საყურადღებოა ევროკავშირის ე.წ. „შავი სია“, რომელშიც ავტომატურად ხვდებიან ფატფ-ის ნაცრისფერ სიაში მოხვედრილი სახელმწიფოები. თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც და მაგალითად, ევროკავშირის შავ სიაში, მიუხედავად იმისა ფიგურირებენ თუ არა ეს სახელმწიფოები ფატფ-ის ნაცრისფერ სიაში, არ ხვდებიან ევროკავშირის წევრი და ასევე კანდიდატი სახელწმიფოები. რადგან საქართველოს გააჩნია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და შესაბამისად, გაგვაჩნია იმუნიტეტი ევროკავშირის შავ სიაში მოხვედრაზე, აქ დეტალურად არ განვიხილავთ იმ შედეგებს რის წინაშეც სახელმწიფოები დგებიან ევროკავშირის შავ სიაში მოხვედრის შემთხვევაში. აქ მხოლოდ მოკლედ აღვნიშნავ, რომ თუ ევროკავშირის სიაში მოხვედრა ავტომატურ რეჟიმში ხორციელდება ფატფ-ის ნაცრისფერი სიაში მოხვედრილთათვის, სიიდან ამოღება აღარ არის დამოკიდებული ფატფი-ს სიაზე და უკვე ევროკავშირი თვითონ წყვეტს როდის და რომელი სახელმწიფო გამოიყვანოს ამ სიიდან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახელმწიფო შესაძლებელია გამოვიდეს ფატფ-ის სიიდან მაგრამ კიდევ გარკვეული დრო, მანამ სანამ ევროკომისია და ევროპარლამენტი არ ჩათვლიან ხარვეზებს სრულად აღმოფხვრილად, დარჩნენ ევროკავშირის შავ სიაში. ასევე საგულისხმოა, რომ ნებისმიერი პროგრესი კანდიდატი სახელმწიფოსთვის ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, ფაქტიურად გამორიცხულია თუ ქვეყანა იმყოფება ფატფ-ის ნაცრისფერ და მითუმეტეს შავ სიაში.

 

MONEYVAL-ი (ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ღონისძიებების შეფასების ექსპერტთა კომიტეტი)

 

MONEYVAL-ი გახლავთ ფატფ-ის სტილის რეგიონალური ორგანიზაცია, რომელიც ფარავს საქართველოს. აღნიშნული სტრუქტურა ფუნქციონირებს ევროპის საბჭოს ფარგლებში და მის სამდივნოში დასაქმებულნი არიან ევროპის საბჭოს სამდივნოს თანამშრომლები. თუმცა, სტრუქტურა დამოუკიდებელია და MONEYVAL-ის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ევროპის საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელობა ან თუნდაც ორგანიზაციის მინისტრთა კომიტეტის წევრები, არ და ვერ ერევიან.

 

MONEYVAL-ის ურთიერთშეფასება ან მონიტორინგი წარმოადგენს ყოვლისმომცველ შეფასების პროცესს. პროცედურა მიზნად ისახავს შეაფასოს, თუ რამდენად შეესაბამებიან მისი წევრი სახელმწიფოები ფულის გათეთრებისა (AML) და ტერორიზმის დაფინანსების (CTF) საწინააღმდეგო საერთაშორისო სტანდარტებს, კონკრეტულად კი ფატფი-ს 40 რეკომენდაციას.

 

უკეთ რომ გავიაზროთ, თუ რა პროცედურებს გადის ამჟამად საქართველო და როგორ ხორციელდება ყოველივე ზემოხსენებული, მოკლედ მიმოვიხილოთ, თუ როგორ მუშაობს და რა მეთოდოლოგიით სარგებლობს MONEYVAL-ი ურთიერთშეფასების პროცედურის განხორციელებისას:

 

  1. მოსამზადებელი ეტაპი

 

 - წინასწარი შეფასების კითხვარი: შესაფასებელი ქვეყანა იღებს დეტალურ კითხვარს შესავსებად, რომელიც მოიცავს ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ, მარეგულირებელ და ინსტიტუციურ ჩარჩოებს.

 

- თვითშეფასება: ქვეყანა ახორციელებს არსებული სისტემის თვითშეფასებას და დეტალურ ინფორმაციასა და სტატისტიკას წარუდგენს MONEYVAL-ს.

 

 - შემფასებლების შერჩევა: MONEYVAL-ი ირჩევს ექსპერტთა ჯგუფს, სადაც როგორც წესი იწვევენ იურიდიული, ფინანსური და სამართალდამცავ იორგანოების წარმომადგენლებს MONEYVAL-ის სხვა წევრი სახელმწიფოებისგან, შეფასების განსახორციელებლად. შერჩეული შემფასებლები გადიან ტრეინინგებს, როგორც ფატფ-ის სტანდარტებში, ასევე MONEYVAL-ის შეფასების მეთოდოლოგიაში.

 

  1. ადგილზე/საველე ვიზიტი

 

 - შემფასებლების საველე ვიზიტი: შეფასების ჯგუფი ატარებს ადგილზე ვიზიტს შესაფასებელ ქვეყანაში, რომელიც ჩვეულებრივ გრძელდება ერთი ან ორი კვირა. ვიზიტის ფარგლებში, შემფასებელთა ჯგუფი ხვდება სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, მარეგულირებლებს, სამართალდამცავ უწყებებს, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

 

 - AML/CFT ჩარჩო ექსპერტიზა: შემფასებლები აფასებენ ქვეყნის AML/CTF კანონმდებლობას, პოლიტიკასა და პრაქტიკას, ისევე როგორც ხელისუფლების უნარს აღკვეთოს, გამოავლინოს და მოახდინოს რეაგირება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტებზე.

 

 - ეფექტურობის შეფასება: უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული შეფასებები, წინა შეფასებებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად ტექნიკურ შესაბამისობაზე იყო ორიენტირებული, ასევე  მიმოიხილავენ ქვეყნის ზომების ეფექტურობას პრაქტიკაში. ეს მოიცავს იმას, თუ რამდენად უმკლავდებიან ინსტიტუტები და სისტემები ფინანსურ დანაშაულებს, რა სტატისტიკაა ჩატარებული გამოძიებების და დაკისრებული სანქციების აღსრულების კუთხით.

 

  1. ანგარიშის პროექტი

 

 - შეფასების ანგარიშის მომზადება: ადგილზე ვიზიტის შემდეგ შეფასების ჯგუფი ამზადებს ურთიერთშეფასების ანგარიშის პროექტს. ეს ანგარიში მოიცავს ორ ძირითად სფეროს:

 - ტექნიკური შესაბამისობა: რამდენად კარგად შეასრულა ქვეყანამ FATF-ის 40 რეკომენდაცია.

 - ეფექტურობა: რამდენად ეფექტურად იყენებს ქვეყანა ამ ზომებს პრაქტიკაში (FATF-ის 11 დაუყოვნებელი შედეგების სახელმძღვანელოდ).

 - მიმოხილვა შეფასებული ქვეყნის მიხედვით: შეფასებულ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა განიხილოს და გააკეთოს კომენტარები ანგარიშის პროექტზე. ამას მოჰყვება დისკუსია შეფასების ჯგუფსა და ქვეყნის წარმომადგენლებს შორის.

 

განხილვა და მიღება

 

 - პლენარულ შეხვედრაზე განხილვა: ანგარიშის პროექტი წარმოდგენილია MONEYVAL-ის ერთ-ერთ პლენარულ შეხვედრაზე, სადაც მას ყველა წევრი ქვეყანა იღებს მონაწილეობას მოხსენების განხილვაში. შეფასებულ ქვეყანას და შემფასებლებს აქვთ შესაძლებლობა, მიაწოდონ დამატებითი განმარტებებიან არგუმენტაცია.

 - საბოლოო ანგარიშის დამტკიცება: პლენარულ სხდომაზე განხილვის შემდეგ ხდება ურთიერთშეფასების ანგარიშის დამტკიცება. გარდა აღწერითი ნაწილისა, მოხსენება ასევე მოიცავს რეიტინგს FATF-ის თითოეული რეკომენდაციისთვის, ასევე ქვეყნის AML/CTF სისტემის საერთო რეიტინგს, რომელიც ეფუძნება ტექნიკურ შესაბამისობას და ეფექტურობას.

 

  1. შემდგომი პროცესი (Follow up)

 

 - რეგულარული შემდგომი პროცესი: შეფასების შედეგებიდან გამომდინარე, ქვეყანა შეიძლება დაექვემდებაროს რეგულარულ შემდგომ პროცესს, სადაც მან პერიოდულად უნდა წარადგინოს ანგარიში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრაში მიღწეული პროგრესის შესახებ.

 - გაძლიერებული შემდგომი დაკვირვება: სერიოზული ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, ქვეყანა შეიძლება დაექვემდებაროს გაძლიერებულ შემდგომ დაკვირვებას, რაც მოითხოვს MONEYVAL-ისადმი უფრო ხშირ ანგარიშგებას და უფრო აქტიურ მონიტორინგს.

 - საჯარო მოხსენება: ურთიერთშეფასების ანგარიშები საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, რაც ზრდის გამჭვირვალობას და ხელს უწყობს ქვეყნებს შეინარჩუნონ და გააუმჯობესონ AML/CTF ზომები.

 

5. ხელახალი რეიტინგი

 

 - ქვეყნებს ურთიერთშეფასების მოხსენებებს შორის, შეუძლიათ მოითხოვონ FATF-ის ინდივიდუალური რეკომენდაციების ხელახალი შეფასება, თუ მათ მიაღწიეს არსებით პროგრესს გამოვლენილი სისუსტეების აღმოფხვრაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს მათი შესაბამისობის რეიტინგის განახლება.

 

  1. შეუსრულებლობის შედეგები

 - ნაცრისფერისია: თუ ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი ხარვეზები, MONEYVAL-მა შეიძლება მიმართოს ფატფ-ს ნაცრისფერ სიაში ქვეყნის შეტანის შუამდგომლობით.

 - შავი სია: შეუსაბამობის ან თანამშრომლობის არარსებობის მძიმე შემთხვევებში, MONEYVAL-ს შეუძლია საკითხი გადაიტანოს FATF-ში „შავ სიაში“ პოტენციური შეყვანისთვის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური იზოლაცია გლობალური ფინანსური სისტემისგან.

 

---------

წინამდებარე ოპედი მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
 
მასალა მომზადდა პროექტის, „ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორინგისთვის საჯარო პოლიტიკის საპილოტე ინიციატივები“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და მისი შინაარსი წარმოადგენს მხოლოდ ავტორის პასუხისმგებლობას.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

რის ხარჯზე მცირდება უმუშევრობის მაჩვენებელი?

18.10.2024

OGP-ის მმართველმა კომიტეტმა ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობა შეაჩერა

17.10.2024

საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის სტატისტიკა

11.10.2024

საჯარო მმართველობის რეფორმა ევროკავშირში გაწევრების კონტექსტში

07.10.2024
განცხადებები

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა

09.10.2024

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს

24.09.2024

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმიანება

19.09.2024
ბლოგპოსტები

საქართველოს ევროპული მომავალი: რა მოლოდინი აქვს ევროკავშირს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით?

09.10.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024