OGP-ის ბლოგზე გამოქვეყნდა ვრცელი ინტერვიუ IDFI-ს დირექტორთან და ღია მმართველობის პარტნიორობის ფორუმის თანა-თავმჯდომარესთან, გიორგი კლდიაშვილთან. გთავაზობთ სრულ ინტერვიუს.
***
ღია მმართველობის პარტნიორობის საინფორმაციო ბიულეტენის სექციაში ჩვენ ვესაუბრებით მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომელთაც მათი გამოცდილების შესახებ ვეკითხებით. წარმოგიდგენთ გიორგი კლდიაშვილს საქართველოდან და მის სათქმელს:
ა. რა ცვლილებას ახდენს ღია მმართველობა ადამიანთა ცხოვრებაში?
ღია პარლამენტი არის ის რაც არარეალურად ესახებოდა საქართველოს ჯერ კიდევ 15-20 წლის წინ, საუბარი აღარ არის საბჭოთა პერიოდზე, როდესაც ყველაფერი იყო კლასიფიცირებული და გასაიდუმლოებული, როგორც საჯარო, ასევე სამოქალაქო სექტორში. დემოკრატია მიიღწევა მხოლოდ ღია მმართველობით. ღია მმართველობის გარეშე საზოგადოება ვერ დაინახავს განვითარებას, წინსვლას; დახურულ საზოგადოებაში ხალხი ვერ იგრძნობს თავისუფლებასა და თანასწორობას, ვერ გამოხატავს საკუთარ წუხილს, საკუთარ პრიორიტეტებს, ვერ მიაწვდენს ხმას მათ ვინც თვითონ აირჩიეს და რომელნიც მათ ინტერებს უნდა წარმოადგენდნენ. ღია მმართველობა ზრდის მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ამავდროულად, ხელს უწყობს საზოგადოების ჩართულობას მთავრობის საქმიანობაში. ეს წარმოადგენს მთავრობის იარაღს, რომ უფრო აქტიურად წარმოაჩინოს თავისი საქმიანობის გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე და ამავდროულად გაზარდოს მოქალაქეების ნდობა.
ღია მმართველობა არის ის, რითაც საქართველოს პარლამენტი და სამოქალაქო საზოგადოება იამაყებს, რადგან მას შემდეგ, რაც საქართველო შეუერთდა „ღია მმართველობის პარტნიორობას“, 2011 წელს, ჩვენ ხელს ვუწყობთ მის განვითარებას. ღია მმართველობა არ არის უბრალოდ ლამაზი სიტყვები ჩვენთვის - ეს არის შესაძლებლობა და რეალობა , გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ინიციატივით ბევრი პოზიტიური ცვლილება განხორციელდა მმართველობის სხვდასხვა სფეროში. ჩვენ ვმუშაობთ ერთად იმისათვის, რომ ღია მმართველობამ გახადოს ჩვენი ცხოვრება უკეთესი, გააუმჯობესოს ჩვენი ბავშვების და შემდეგი თაობების მომავალი. ყოველივე ეს წარმოუდგენელი იყო ჩვენი მშობლების თაობისთვის, რადგან ისინი ცხოვრებდნენ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის ქვეშ და გადაწყვეტილება მიიღებოდა საზოგადოებისგან დამოუკიდებლად. აღსანიშნავია, რომ არ იყო მარტივი ამ მიზნების განხორციელება - საქართველოს პარლამენტის ღიაობა დაკავშირებული იყო სხვადასხვა საგარეო და საშინაო დაბრკოლებებთან, მაგრამ ჩვენ ეს მაინც შევძელით! საქართველო რომელიც გახლდათ „ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) რიგითი წევრი, აღმოჩნდა საუკეთესო მაგალითი მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციების დიალოგში, საქართველო არჩეულ იქნა როგორც „ღია მმართველობის პარტნიორობის „ნათელი წერტილი“ ფინალისტი და საბოლოოდ საქართველო გახდა „ღია მმართველობის პარტნიორობის„ მმართველი კომიტეტის წევრი. ეხლა ხანს ღია მმართველობის ინდექსში, საქართველო დასახელდა როგორც რეგიონული ლიდერი. ახლა, ჩვენ ვიმყოფებით შემდეგ ეტაპზე - საქართველოს პარლამენტის ღიაობა. სამოქალაქო საზოგადოება და პარლამენტი მუშაობენ ერთად იმისათვის რომ შექმნან საქართველოს საპარლამეტო ღიაობის სამოქმედო გეგმა.
ბ. რა სარგებელი მიიღეთ მთავრობასთან იდეების მიმოცვლის შედეგად?
„ღია მმართველობის პარტნიორობა„ სერიოზულად ვერ აღიქმება მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის გარეშე. OGP ქმნის პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს მთავრობასა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობასა და პრიორიტეტების განხილვას. საქართველოში მან მოგვცა შესაძლებლობა, რომ წარმოგვედგინა იდეები, რეკომენდაციები მთავრობის მიმართ, მეტ ღიაობასთან დაკავშირებით, გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება, როგორ უნდა ჩაერთონ მოქალაქეები გადაწყვეტილების მიღების პროცესში, როგორ უნდა განვითარდეს ინოვაციები, ტექნოლოგიები და მთავრობის სერვისები. საქართველოში, ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორ ინსტიტუტებთან ერთად- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ანტი-კორუფციული საბჭოს წევრი სამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო და არა-სამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მიზანს წარმოადგენს კორუფციასთან ბრძოლა, საჯარო სექტორის მაღალი სტანდარტების განვითარება და უსაფრთხო საზოგადოების უზრუნველყოფა. ჩვენ ვაწვდით წარმოდგენილ პრიორიტეტებს მთავრობას, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის და ასევე ვეხმარებით მას ამ პრიორიტეტების დანერგვაში. ყოველივე ეს განხორციელდა საქართველოს „ ღია მმართველობის პარტნიორობის “ ფორუმის ფარგლებში, რომელიც საქართველოში წარმოადგენს კოორდინაციის ეროვნულ მექანიზმს, სადაც მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება მუშაობს თანასწორ გარემოში იმისათვის, რომ განავითარონ „OGP“ -სთან დაკავშირებული პროცესი, როგორებიცაა; სამოქმედო გეგმის შემუშავება, საჯარო კონსულტაციების ორგანიზება და ამ ვალდებულებების განხორციელება .
გ. აღწერეთ OGP-ს ერთი, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულება, რომლითაც ამაყობთ
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულება, რომლის შესრულებასაც ჩემი ორგანიზაცია, IDFI უწევდა ადვოკატირებას OGP-ის ფარგლებში, იყო საჯარო პეტიციების პლატფორმა - Ichange. ეს ერთ-ერთი იმ ვალდებულებათაგანი იყო, რომელიც საქართველოს პირველი სამოქმედო გეგმის ფარგლებში (2012-2013) ვერ შესრულდა. ჩვენ ძალიან დიდი მონდომება გავწიეთ, რომ ეს ვალდებულება მეორე სამოქმედო გეგმაში შესულიყო, რასაც მთავრობა დათანხმდა.
Ichange მნიშვნელოვანია იმით, რომ ეს არ არის უბრალოდ მოქალაქეების პეტიციებისთვის შექმნილი ვებ-გვერდი. ჩვენი რეკომენდაციით, ესაა სამ საფეხურიანი პლატფორმა, რომელიც მოიცავს პეტიციების, კონსულტაციების და განხილვის ეტაპებს. Ichange ორმხირივი (მოქალაქეები-მთავრობა და მთავრობა-მოქალაქეები) ელექტრონული ჩართულობის და კომუნიკაციების პლატფორმაა.
მთავრობა პირველ ეტაპზე დათანხმდა შეექმნა ელექტრონული პეტიციების პლატფორმა, მაგრამ არსებობს ვალდებულება, რომ Ichange-ს კონსულტაციების და განხილვის პლატფორმა უფრო განვითარდეს.
ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების, მთავრობის და საერთაშორისო საზოგადოების გულწრფელ ინტერესს, რომ ეს OGP ვალდებულება წარმატებით შესრულდეს. საქართველოს მთავრობა თანამშრომლობს USAID-თან ამ პროექტის განსახორციელებლად. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ Ichange საერთაშორისო ყურადღებას მიიპყრობს და გახდება ელექტრონული საჯარო ჩართულობის საუკეთესო, შთამაგონებელი პრაქტიკა, რომელსაც სხვა ქვეყნებსაც გავუზიარებთ.
დ. როგორ მუშაობთ იმ გამოწვევების გადასალახად, რომელიც თქვენს ქვეყანაში ღია მმართველობის მისაღწევად იჩენს თავს?
ერთ-ერთი საუკეთესო გზა ღია მმართველობისკენ არის მუდმივი მონიტორინგი, პროფესიონალური შეფასებები, ადვოკატირება საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რეკომენდაციების შემუშავება კარგი მაგალითებით, მაგალითად იმაზე, თუ როგორ წარმატებით დაამარცხა მთავრობამ კორუფცია, გაუმჯობესდა სახელმწიფო სერვისები და გაიზარდა ნდობა საჯარო უწყებების მიმართ სხვა ქვეყნებში.
ღია მმართველობის პარტნიორობის ფორუმი არის პლატფორმა, სადაც ჩვენ განვიხილავთ ყველა შედეგსა და გამოწვევას OGP-ის ფარგლებში. საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები თანაბრად არ არიან ჩართული ღიაობის და გამჭვირვალობის მიღწევის პროცესში, ზოგს ნაკლები კომპეტენცია აქვს ამ საკითხში, ზოგს სრულად არ ესმის ღიაობის დიდი მნიშვნელობა.
ასე რომ, ჩვენ ვაკვირდებით, ადვოკატირებას ვეწევით და ვმუშაობთ მათთან ერთად, ვუტარებთ მათ ტრენინგებს, პრეზენტაციებს და ვუზიარებთ საერთაშორისო პრაქტიკას.
ჩვენ მიზანია ახალი თემების ინიცირება OGP-ს ფარგლებში, როგორიცაა EITI (მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივა), მამხილებელთა დაცვა, ინოვაცია და ტექნოლოგიები. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ თემების გარშემოც ვითანამშრომლობთ მთავრობასთან.