გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ინტეგრაცია საქართველოს ეროვნულ საჯარო პოლიტიკის სისტემაში

სიახლეები | კვლევები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 20 სექტემბერი 2019

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების საქართველოს ეროვნულ საჯარო პოლიტიკის დოკუმენტებში ინტეგრირების ხარისხის დეტალური ანალიზი იხილეთ Mirosoft Excel-ის დოკუმენტში.


იხილეთ ასევე ანალიზის შეჯამება - გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ინტეგრაცია საქართველოს ეროვნულ საჯარო პოლიტიკის სისტემაში. 

 

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის სექტემბერში A/RES/70/1 რეზოლუციით მიიღო 2030-ის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. რეზოლუციაში გაიწერა მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია და სამ განზომილებაში ერთიანდება - ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვითი. 

 

2015 წლიდანვე საქართველოს მთავრობამ გამოხატა მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა მდგრადი განვითარების გლობალური დღის წესრიგის მიმართ და მიზნად დაისახა ყველა 17 მიზნისა და მათი ამოცანების იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე.

 

ნაციონალიზაციის პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის შერჩეულ იქნა არსებულ პოლიტიკის დოკუმენტებთან მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების დაკავშირების ჰორიზონტალური ინტეგრაციის მოდელი. განსხვავებით ვერტიკალური მეთოდისგან, როდესაც იქმნება ერთიანი ახალი ყოვლისმომცველი მდგრადი განვითარების სტრატეგია, ჰორიზონტალური ინტეგრირების მოდელი გულისხმობს გლობალური მიზნებისა და მათ ამოცანათა დაკავშირებას და ასახვას არსებულ თემატურ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში.

 

მოცემული ანალიზის მიზანს წარმოადგენდა სწორედ იმის დადგენა თუ რამდენად მოიცავენ არსებული ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტები მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანათა შესაბამის ინდიკატორებს. არსებული სურათის სწორი შეფასება დაეხმარება საქართველოს მთავრობას მოახდინოს პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირება და გადადგას ეფექტური ნაბიჯები შესაბამისი მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის მიმართულებით. დოკუმენტი თავდაპირველად მიმოიხილავს შეფასების მეთოდოლოგიას, რის შემდეგაც მოცემულია მიზნების პოლიტიკის დოკუმენტებთან ინტეგრაციის არსებული მდგომარეობის სტატისტიკური შეჯამება.

 

მეთოდოლოგია

 

კავშირების დადგენისას IDFI-მ შეისწავლა 70-ზე მეტი სტრატეგიული დოკუმენტი და შეაფასა, თუ  რამდენად მოიცავდნენ ისინი მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანებსა და ინდიკატორებს. ე.წ. MAPS-ის (Mainstreaming, Acceleration and Policy Support) მისიის ფარგლებში განხორციელებული შეფასებისგან განსხვავებით, IDFI-ის ანალიზის მთავარი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ კავშირები გაანალიზებულია ინდიკატორების და არა მხოლოდ ამოცანების დონეზე. ამასთან კავშირების დადგენისას IDFI-იმ გამოიყენა ათეულობით ისეთი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც არ იქნა გაანალიზებული MAP-ის მისიის მიერ (იხ. ცხრილი 1).

 

საქართველოს საჯარო პოლიტიკის სისტემაში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაციის ხარისხის დასადგენად IDFI-მ გამოიყენა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებზე დაყრდნობითაც განისაზღვრა მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანათა ინდიკატორებსა და საჯარო პოლიტიკის დოკუმენტებს შორის კავშირის სამი შესაძლო ხარისხი:

 

სრული კავშირი: მინიმუმ ერთი ეროვნული საჯარო პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებულია საკითხი, რომელიც მოცულობითა და ამბიციურობით სრულად შეესაბამება მდგრადი განვითარების მიზნის ამოცანის ინდიკატორს ან/და ორი ან მეტი ეროვნული საჯარო პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებულია საკითხები, რომლებიც ერთიანობაში სრულად შეესაბამება ინდიკატორს.

 

ნაწილობრივი კავშირი: ეროვნული საჯარო პოლიტიკის დოკუმენტით/დოკუმენტებით გათვალისწინებულია საკითხი/საკითხები, რომელიც როგორც ცალ-ცალკე ისე ერთიანობაში სრულად არ ასახავს მდგრადი განვითარების მიზნის ამოცანის ინდიკატორის მოცულობასა და ამბიციურობას.

 

არ არის კავშირი: არც-ერთ ეროვნული საჯარო პოლიტიკის დოკუმენტში არ არის გათვალისწინებული მდგრადი განვითარების მიზნის ამოცანის ინდიკატორის შესაბამისი საკითხი.

 

 

კავშირების შეჯამება

მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანათა შესაბამისი ინდიკატორების თითქმის ნახევარი მხოლოდ ნაწილობრივ არის ასახული თემატურ სტრატეგიებში, 28% საერთოდ არ არის ასახული, ხოლო სრული კავშირი მხოლოდ ინდიკატორთა 23% შემთხვევაშია სახეზე (იხ. გრაფიკი 1). გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია, ყველა ნაციონალიზებული ამოცანის შესაბამისი ინდიკატორი (და არა მხოლოდ ამოცანები) ზუსტად იყოს გაწერილი შესაბამის სახელმწიფო სტრატეგიებში.

 

 

ამასთან ანალიზის შედეგად დაგინდა, რომ რაოდენობრივად ყველაზე მეტი სრული კავშირი SDG 3 და SGD 16 შემთხვევაშია სახეზე, შესაბამისად 21 და 12 სრული კავშირით.  SDG 1, 6, 7, 9, 11 და 12 ის შემთხვევაში კი სრული კავშირი არც ერთი ინდიკატორის შემთხვევაში არ არის სახეზე (იხ. გრაფიკი 2).

 

 

რაც შეეხება ნაწილობრივი კავშირის რაოდენობრივ მაჩვენებლებს, ყველაზე მეტი ინდიკატორი ნაწილობრივ არის დაკავშირებული ეროვნულ პოლიტიკის დოკუმენტებთან SDG 16-ის შემთხვევაში - 37 ინდიკატორი და SDG 5-ის შემთხვევაში - 14 ინდიკატორი. არცერთი ნაწილობრივი კავშირი არ არის სახეზე SDG 13-ის შემთხვეაში (იხ. გრაფიკი 3).

 

 

 

რაოდენობრივად ყველაზე მეტ შემთხვევაში კავშირი ვერ დადგინდა ვერც-ერთ ეროვნულ პოლიტიკის დოკუმენტთან SDG 4, SDG 8, SDG 16 და SDG 3-ის ინდიკატორების შემთხვევებში, შესაბამისად 12, 11, 10 და 9 ინდიკატორით. 1, 7, 11, 12, 13, 14 მიზნების შემთხვევაში კი სახეზე არ იყო არცერთი ისეთი ინდიკატორი რომელიც კავშირში არ იქნებოდა ეროვნულ პოლიტიკის დოკუმენტებთან (იხ. გრაფიკი 4).

 

 

მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორთა ეროვნულ პოლიტიკის დოკუმენტებთან კავშირის შესახებ სრული რაოდენობრივი მონაცემები იხილეთ გრაფიკ 5-ზე.

 

 

 

 

 

/public/upload/01Nino/mari/SDG_linkages_overview_Geo.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

12.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024