IDFI-ს ექსპერტებმა საჯარო მოსამსახურეთა ტრენინგები ჩაატარეს

სიახლეები | ტრენინგები 19 ივლისი 2013

საქართველოს მთავრობის კანცელარიის, საჯარო სამსახურის ბიუროსა და ევროკავშირის პროგრამის ,,ელექტრონული მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში’’ ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი ელექტრონულ მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ტრენინგს უძღვებოდნენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტები. მათ მონაწილეებს ელ-მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მრავალწლიანი მუშაობის შედეგად დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს.

ტრენინგის გახსნას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელექტრონული მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი - ფილიპ ბერნარდი, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი - ირაკლი კოტეტიშვილი და ,,ელექტრონული მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში’’ პროექტის ხელმძღვანელი - კოსტას დრაკასი. ისაუბრეს ელექტრონულ მმართველობასთან დაკავშირებული ტრენინგების მნიშვნელობაზე განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს საჯარო სამსახურში ელექტრონული მმართველობის დანერგვა–განვითარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. 2009 წლიდან საჯარო სამსახურის ბიურო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და საჯარო სამსახურის სფეროში ელექტრონული მმართველობის რამდენიმე წარმატებულ პროექტს ახორციელებს.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ელექტრონული მმართველობის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

• ეთიკა ელექტრონულ მმართველობაში და პერსონალურ მონაცემთა დაცვა;
• ელექტრონული მმართველობის სტრატეგიის ფორმულირება და პროექტების მართვა;
• ინფორმაციის თავისუფლება და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება.

პროექტი ითვალისწინებდა 150 საჯარო მოსამსახურის გადამზადებას საჯარო სამსახურის გაძლიერებისა და საქართველოში ეფექტური ელექტრონული მმართველობის დანერგვის მიზნით.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024