გამოფენა - ხმა ქართველი ქალისა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 7 აპრილი 2021

2021 წლის მარტში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ქალთა ისტორიის თვე აღინიშნა, რაც მიზნად ისახავდა ქალთა ისტორიული მიღწევების  წარმოჩენას. საქართველოს ისტორიაშიც, მრავალ გამოჩენილ ქალს განსაკუთრებული როლი უთამაშია საზოგადოებრივი ცნობიერების შეცვლასა თუ რევოლუციური იდეების გატარებაში. მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გარდამავალ პერიოდში, აღსანიშნავი წვლილი მიუძღვით ქართველ ქალებს განმანათლებლობისა და კულტურული აღმასვლის საქმეში. ამ პერიოდში მსოფლიოში მომძლავრებული ქალთა მოძრაობების გამოძახილი საქართველოშიც გვხვდება - სწორედ ის ქალები , რომლებმაც ევროპული განათლება მიიღეს, ცდილობდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების საზოგადოებაში გავრცელებას და ამ გზით რევოლუციური იდეების გაღვივებას. აღსანიშნავია, ასევე ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნებშიც, რაც მათ აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე მიუთითებს.

 

ყოველკვირეული სამეცნიერო, ლიტერატურული და პოლიტიკური გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ პირველი ნომერი 1917 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა, ქართველი ფემინისტისა და საზოგადო მოღვაწის, კატო მიქელაძის რედაქტორობით. გაზეთი მოითხოვდა ქალთა გათანაბრებას მამაკაცებთან, კანონმდებლობაში სქესობრივი პრივილეგიების გაუქმებას, მხარს უჭერდა სუფრაჟისტულ მოძრაობას და ქალებს ემანსიპაციისათვის ბრძოლისკენ მოუწოდებდა. გაზეთის ყველა ნომერს ქალთა გაერთიანების იდეის შემცველი მოწოდებები გასდევდა: „ქალებო მთელი ქვეყნისა, შეერთდით“, „თანასწორობა სქესთა წინაშე კანონისა!“, „გაუმარჯოს ქალთა სოლიდარობას“ და სხვა.

 

ზემოაღნიშნულის მნიშვნელობის გააზრებისა და ამ საკითხზე საზოგადოებრივი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თაოსნობითა და IDFI-ს ჩართულობით, ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის ბაღში გაიმართა გამოფენა, რომელიც მიეძღვნა გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ იუბილეს და ერთი საუკუნის წინ მოღვაწე ქალებს. გამოფენის ნაწილი იყო „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ქსელის (NCCE)” მიერ მომზადებული პუბლიკაციაც: „ქალები გასული საუკუნიდან 1918-1921“. პუბლიკაციის მიზანია, ქართველ ქალთა ისტორიული როლის ხაზგასმა მათი მიღწევებისა და წარმატებების წარმოჩენის გზით.  გამოფენაზე სიტყვით წარსდგა IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, რომელმაც საქართველოს ისტორიაში ქალების ფასდაუდებელი როლის შესწავლის სამომავლო გეგმებსა და ამ მიმართულებით კვლევის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

ღონისძიებას მასპინძლობდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: თბილისის მერია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida), დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი (NCCE).

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა

05.02.2025

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025

არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შეფასება 2 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

03.02.2025
განცხადებები

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიცია 2 თებერვალს მედიაზე ძალადობის და ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება

03.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024