გამოფენა - სტალინური სიები საქართველოზე

სიახლეები 12 ივნისი 2012

გოეთეს ინსტიტუტში შვეიცარიის საელჩოს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ორგანიზებით გამოფენა - 1937-1938 წლების რეპრესიები: „სტალინური სიები“ საქართველოზე გაიხსნა.


გამოფენაზე წარმოდგენილია 1937–1938 წლებში საქართველოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ამსახველი უნიკალური დოკუმენტური და ფოტომასალა, რომელიც IDFI-იმ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მისი ანალიტიკური დეპარტამენტის, საზოგადოება „საქართველოს მემორიალის“ არქივებში  და ასევე რეპრესირებულთა ოჯახებში მოიძია.

გამოფენა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა გახსნა. ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენელმა ქალბატონმა ანიტა შლუხტერმა. მან მადლობა გადაუხადა ინსტიტუტის წარმომაგდენლებს გაწეული სამუშაოსთვის.

ფართო საზოგადოებას პირველად მიეცა საშუალება გასცნობოდა რეპრესიების მსხევრპლთა შესახებ მასალებს და წარმოდგენა შექმნოდა 1937-38 წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შესახებ. ამ წლებში  უშუალოდ სტალინის და პოლიტბიუროს სხვა წევრების გადაწყვეტილებით 3600-ზე მეტი ადამიანი იქნა გასამართლებული. 3100-ს  სასჯელის უმაღლესი ზომა  - დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენი სისრულეში მოჰყავდათ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და სოხუმში.

გამოფენაზე წარმოდგენილია მხოლოდ მცირე ნაწილი იმ მასალისა, რომელიც ასახავს დაპატიმრებების, გამოძიების მსვლელობის, წამებისა და სიკვდილით დასჯის მექანიზმებს.

მალე ინფორმაციის თვისუფლების განვითარების ინსტიტუტი გამოსცემს ნაშრომს იგივე სახელწოდებით: 1937-1938 წლების რეპრესიები „სტალინური სიები“ სქართველოზე, რომელშიც თავმოყრილი იქნება მასალები „დიდი ტერორის“ მსხვერპლთა შესახებ. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მოიძიონ ინფორმაცია მათ წინაპრებზე, რომლებიც გახდნენ 1937-1938 რეპრესიების მსხვერპლნი. ამავე დროს, საქართველოს მოსახლეობა მეტად იქნება ინფორმირებული დიდი ტერორის მსვლელობაში სტალინისა და ბერიას უშუალო მონაწილეობის შესახებ.

გამოფენამ საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია, ღონისძიებას დაესწრენენ რეპრესირებულთა შთამომავლები, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლები.

 

გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობით გამოფენის ნახვა კიდევ ორი დღის მანძილზე იქნება შესაძლებელი.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024