IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ღია პარლამენტის ფორუმზე დეზინფორმაციასთან ბრძოლაში პარლამენტის როლზე ისაუბრა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია | რეგიონული და გლობალური საქმიანობა 3 დეკემბერი 2021

2021 წლის 2 დეკემბერს, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი, მონაწილეობას იღებს ტაივანის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს (Legislative Yuan), ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და ტაივანისა და აზიის ერთობლივი ფონდის (TAEF) მიერ ორგანიზებულ ღია პარლამენტის ფორუმში (2021 Open Parliament Forum). 

 

 

ღია პარლამენტის ფორუმი მიზნად ისახავს, რომ შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარონ პოსტ-კოვიდური განვითარების გლობალური მაგალითები. ღია პარლამენტის ფორუმის დღის წესრიგი, მათ შორის, ეთმობა ისეთ საკითხებს როგორიცაა ღია პარლამენტი, საპარლამენტო გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, პარლამენტების ბრძოლა დეზინფორმაციასთან და საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება.

 

გიორგი კლდიაშვილი ფორუმის მონაწილეებს გაუზიარებს ინფორმაციას საქართველოს გამოცდილებასა და გამოწვევებზე დეზინფორმაციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ამავდროულად, გიორგი კლდიაშვილი ხაზს გაუსვამს საქართველოს პარლამენტის როლს რუსულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ამ მხრივ, გიორგი გამოყოფს 2020 წელს საქართველოს პარლამენტში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის მნიშვნელობას, რომლის მიზანს წარმოადგენდა დეზინფორმაციისა და მტრული პროპაგანდის საკითხების შესწავლა და აღნიშნული მიმართულებით რეკომენდაციების შემუშავება. ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების გზაზე, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორის, ასევე, მედიის, მჭიდრო კოორდინაცია დეზინფორმაციასთან საბრძოლველად. 

 

 

ღია პარლამენტის 2021 წლის ფორუმს ესწრებიან დელეგატები სხვადასხვა ქვეყნებიდან, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე, სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის - აშშ-ს კონგრესის, ევროპის პარლამენტის, გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, Directorio Legislativo-ს და ევროკავშირის ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები. 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

12.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024