სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა

სიახლეები | კვლევები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები 21 დეკემბერი 2018

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) [ევროკავშირის ფინანსური დახმარებით] მიერ მომზადებულ ანგარიშში წარმოდგენილია, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული, სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმ აქტივობების შესრულების შეფასება, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ყველაზე მწვავე და აქტუალურ საკითხებს ეხება: (1) იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა; (2) მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა და სხვა საკადრო საკითხები; (3) მოსამართლეთა პასუხისმგებლობის სისტემის რეფორმა; (4) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა და ინსტიტუციური მოწყობა; (5) სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა.


საერთო ჯამში, დოკუმენტში შეფასებულია პასუხისმგებელი უწყებების ერთწლიანი საქმიანობა და გეგმით გათვალისწინებული 100-მდე აქტივობის შესრულების საკითხი. მონიტორინგის შედეგად შემდეგი ძირითადი მიგნებები და გამოწვევები გამოვლინდა:


- სამოქმედო გეგმით გაწერილი ამოცანები და სტრატეგიული პროგრამები დიდწილად პასუხობს დღეს სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს. თუმცა, სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებს რამდენიმე არსებით და საკვანძო საკითხს;


- სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების საორგანიზაციო წესი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დოკუმენტების დამტკიცებიდან დაახლოებით 5 თვის შემდგომ განსაზღვრა. წესი არაერთ ხარვეზიან და პრობლემურ დებულებას შეიცავს;


- დაინტერესებულ პირებს, მათ შორის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე დასწრება მხოლოდ კენჭისყრის საფუძველზე შეუძლიათ;


- სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების საორგანიზაციო წესის დამტკიცებიდან, ერთი წლის განმავლობაში, სამუშაო ჯგუფებმა ჯამში, მხოლოდ 11 სამუშაო შეხვედრა გამართეს;


- სამუშაო ჯგუფების არაეფექტიანი მუშაობის შედეგად, არაერთხელ შეიცვალა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშების მომზადების ვადა;


- მონიტორინგის პერიოდში შესწავლილი აქტივობების 53% შეუსრულებელია, 20% - ნაწილობრივ შესრულებული, ხოლო 26% - შესრულებული. ერთ აქტივობას შესაბამისი სტატუსი ვერ მიენიჭა;


- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, საზოგადოებისთვის წარდგენილი ერთწლიანი პროგრესის ანგარიში მეტწილად ტექნიკური ხასიათისაა და არ შეიცავს სრულყოფილ ინფორმაციას;


- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, შესრულებულად მიჩნეული აქტივობების დიდი ნაწილის განხორციელების პროცესში ბუნდოვანია თავად პასუხისმგებელი უწყების – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი.

 

 

/public/upload/IDFI_Photos_2018/general/GEO_WEB.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ინფორმაციის თავისუფლება: მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024