ევროპის პარლამენტმა მიიღო წინადადებები ევროკავშირის გამჭვირვალობის წესების გასაუმჯობესებლად

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 16 დეკემბერი 2011


ამსტერდამი/ბრიუსელი/მადრიდი, 2011 წლის 15 დეკემბერი - ევროპის პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო წინადადებები ევროკავშირის დოკუმენტებზე ხელისამწვდომობის წესების გასაუმჯობესებლად. წინადადებები მიღებულ იქნა ხმების  უმრავლესობით 2:1 (ქეშმენის მოხსენებაში შესული წინადადებების მიღება მოხდა სტრასბურგში, 394 ხმით 197-ის წინააღმდეგ, 35-მა თავი შეიკავა).
ევროპარლამენტის წევრის მაიკლ ქეშმენის (Michael Cashman) მოხსენებაში წამოყენებული და სამოქალაქო თავისუფლებათა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა კომიტეტის მიერ დამტკიცებული რეფორმები, ახლა უკვე პარლამენტის ოფიციალურ პოზიციას წარმოადგენს და დანიის მომავალი პრეზიდენტობის დროს ამ საკითხზე მოლაპარაკებები ევროკავშირის საბჭოსთან წარიმართება. 


ევროპარლამენტის პოზიციია შემდეგ პოზიტიური ასპექტებს მოიცავს:
-    ტერმინოლოგიის გაუმჯობესებული ფორმულირება, რომელიც მოიცავს ელექტრონულ სისტემებს, „საიტის გარეთ“ (off-site) მდებარე სერვერებზე განთვასებული მონაცემთა ბაზების ჩათვლით;
-    დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უფლების გაფართოება, რაც ლისაბონის ხელშეკრულების თანახმად მოიცავს ევროკავშირის ყველა დაწესებულებას;
-    ადგენს სწორ ბალანს ევროკავშირის ინსტიტუტებისათვის აუცილებელი „მსჯელობის სივრცეს“-ა („Space to think“) და საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობას შორის, რომელიც ლისაბონის ხელშეკრულებით არის განსაზღვრული;
-    მხარს უჭერს ევროპის სასამართლოს პრო-გამჭვირვალე გადაწყვეტილებებს, კერძოდ კი საკანონმდებლო პროცედურების მიმდინარეობისას გამოთქმული სამართლებრივი მოსაზრებების გამჟღავნების თაობაზე.
-    უარყოფს ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ ვეტოს უფლებას გამჭვირვალობაზე, რომელიც შესაძლებელია დაყრდნობოდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სუსტ შიდა კანონმდებლობას;
-    საზოგადოების წევრებისთვის უზრუნველყოფს სწრაფ სააპელაციო პროცესს: გასაჩივრებაზე პასუხი კვლავ 15 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა იქნეს გაცემული.
-    ქმნის „ინფორმაციის ოფიცრების“ ინსტიტუტს, რათა გაუმჯობესდეს საზოგადოების მოთხოვნებზე პასუხის გაცემისას ეფექტურობა.   
-    ინარჩუნებს არსებულ საკანონმდებლო შეზღუდვებს რომლებიც იცავენ პირად ცხოვრებას, ბიზნესის საიდუმლოებებს, მგრძნობიარე ინფორმაციას კონკურენციისა და თანამშრომლების საკითხების კონტექსტში, და ამავდროულად უზრუნველყოფს იმას, რომ საჯარო ინფორმაცია ავტომატურად გახდეს ხელმისაწვდომი.
„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ ამ შედეგით. ახლა დიდი მოლოდინი გვაქვს რომ ევროსაბჭოში დანიის პრეზიდენტობა ხელს შეუწყობს გამჭვირვალობის ძლიერი წესების დამკვიდრებას, და ეს წესები შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის ხელშეკრულებებსა და საერთაშორისო კანონმდებლობაში ასახული ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის უფლების გარანტიებთან,“ განაცხადა ჰელენ დერბშაირმა, Access Info Europe-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024