საქართველოში გამჭვირვალობის ახალი სტანდარტი მკვიდრდება

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 3 სექტემბერი 2013
2013 წლის 26 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობის №219 დადგენილებას “საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“, რომელიც ამოქმედდა 2013 წლის 1 სექტემბრიდან. 
 
აღნიშნული სამართლებრივი აქტით, საქართველოში მკვიდრდება სახელმწიფო ორგანოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სრულიად ახალი, პროაქტიული სტანდარტი. IDFI-ის, როგორც დადგენილების შემუშავებაში აქტიურად ჩართულ ორგანიზაციას, სურს მადლობა გადაუხადოს ამ ხანგრძლივი პროცესის ყველა მონაწილეს და მხარდამჭერს: 
 
 
საქართველოს მთავრობას, რომელმაც გაითვალისწინა სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციათა და წინადადებათა უმრავლესობა და დაამტკიცა საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების ახალი სტანდარტი;
 
 
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და განსაკუთრებით ანალიტიკურ დეპარტამენტს, აგრეთვე, საქართველოს უწყებათაშორის ანტი-კორუფციული საბჭოს სამდივნოს, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და დისკუსიის ფორმატში მოამზადა მთავრობის დადგენილების პროექტი;   
 
 
იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, აგრეთვე ექსპერტებს, ვინც აქტიურად მონაწილეობდნენ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის განსაზღვრისა და მისი აქტიური ადვოკატირების პროცესში (განსაკუთრებული მადლობა კოალიციას მედიის ადვოკატირებისთვის, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას);
 
 
ჩვენს პირველ დონორ ორგანიზაციას, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებულ ეროვნული უსაფრთხოების არქივს (The National Security Archive) იმისთვის, რომ დაგვეხმარა პროაქტიული გამოქვეყნების პირველი (2009 წელს) საპილოტე პროექტის დაწყებაში; 
 
 
ღია საზოგადოების ინსტიტუტსა და ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს, ჩვენი ორგანიზაციის ამ მიმართულების განვითარების მდგრადი (ჯერ კიდევ 2010 წლიდან) მხარდაჭერისთვის; 
 
აშშ-ის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის პროგრამას (G-3) 4 წლიანი პროცესის ფასილიტაციისა და დასკვნითი ნაწილის ფინანსური და პროგრამული უზრუნველყოფისათვის;
 
 
და რა თქმა უნდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს, ვინც წლების განმავლობაში საკუთარი ცოდნითა და შრომით ქმნიდნენ ამ მნიშვნელოვანი ცვლილების წინაპირობებს. 
 
 
ჩვენ დარწმუნებულნი, ვართ, რომ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება უზრუნველყოფს ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი, გაუმჯობესებული პრაქტიკის დამკვიდრებას საქართველოში და ამავე დროს აღჭურვავს საზოგადოებას ხელისუფლების კონტროლის დამატებითი მექანიზმებით. დაწვრილებით იხილეთ მთავრობის დადგენილების ანალიზი ბლოგ-პოსტში:   
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024