ციფრული უფლებების სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფა საქართველოში

პროექტები | დასრულებული პროექტები 15 აპრილი 2020

 

 

 

პროექტის სახელწოდება: ციფრული უფლებების სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფა საქართველოში
დონორი ორგანიზაცია: Counterpart International
პროექტის კოდე: AID-OAA-LA-11-00008
სრული ბიუჯეტი: 110,695 GEL (34,964 USD)
პროექტის ხანგრძლივობა: 15 აპრილი - 28 აგვისტო, 2020

 

აღწერა


ინტერნეტი საქართველოში თავისუფლად მიიჩნევა. Freedom House-ის ანგარიში თანახმად, ინტერნეტი 2012 წლიდან თავისუფალია. თუმცა, 2016 წელს საერთაშორისო პლატფორმების, როგორიცაა, Wordpress და Youtube–ის დაბლოკვა და ბოლო პერიოდში შემოთავაზებული საკამათო ცვლილებები „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცხადყოფს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას ციფრული უფლებების სამართლებრივი გარანტიების გაუმჯობესების მიზნით. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების მიუხედავად, მნიშვნელოვანია ინტერნეტის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის ოპტიმალური ბალანსის პოვნა, განსაკუთრებით საქართველოსთვის, რომელსაც არ გააჩნია სამოქალაქო კონტროლის საკმარისი მექანიზმები სამართალდამცავი ორგანოების მიმართ და სადაც, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ ეჭვქვეშ დგას.


მნიშვნელოვანია, სამოქალაქო საზოგადოების პერსპექტივის გათვალისწინება და ასახვა ქართული ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის და კანონმდებლობის ცვლილების დროს. ასევე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის და ადგილობრივი გამოწვევების გათვალისწინება ინტერნეტ თავისუფლების და ინფორმაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით.

 

მიზნები


მთავარი მიზანია საქართველოში საკანონმდებლო დონეზე ციფრული უფლებების სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფა და გაძლიერება.

 

ამის მისაღწევად პროექტი შემდეგ ქვე-მიზნებს ისახავს:


- ინტერნეტ თავისუფლებას და უსაფრთხოებას შორის ოპტიმალური ბალანსის პოვნა;


- ამ თვალსაზრისით, საქართველოში არსებული მთავარი პრობლემების და გამოწვევების იდენტიფიცირება;


- საერთაშორისო პრაქტიკის და სტანდარტების შესწავლა;


- ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის/საკანონმდებლო ჩარჩოს ალტერნატივის შეთავაზება/ადვოკატირება.

 

პროექტის აქტივობები


აღნიშნული მიზნების მისაღწევად, IDFI შემდეგ აქტივობებს განახორციელებს:


1. კიბერ-უსაფრთხოების სისტემის, საკანონმდებლო ჩარჩოს და ინსტიტუციური მოწყობის საერთაშორისო პრაქტიკის/სტანდარტების შესწავლა.


2. საკანონმდებლო რეკომენდაციების შემუშავება


3. შესაბამისი საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრა


4. საბოლოო კონფერენცია


5. საერთაშორისო ექსპერტისა და IDFI-ის შეხვედრა გადაწყვეტილების მიმღებებ პირებთან

 

დაგეგმილი ღონისძიებები და ბიუჯეტი

 

ხელშეკრულება

 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024