სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაუმჯობესება საქართველოში

პროექტები | დასრულებული პროექტები 24 აპრილი 2020

 

 

 

პროექტის სახელწოდება: სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაუმჯობესება საქართველოში

დონორი ორგანიზაცია: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი /კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)

პროექტის ნომერი: G-1720-20-211-3024-20

გრანტის ოდენობა: 33,137 აშშ დოლარი

პროექტის ხანგრძლივობა: 24 აპრილი 2020 – 31 მარტი 2021

 

 

პროექტის აღწერა

 

პროექტი შეეხება სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის საკითხის შესწავლას კვლევისა და მონიტორინგის გზით. პროექტის ფარგლებში  IDFI შეისწავლის საერთაშორისო სტანდარტებს, ადგილობრივ კანონმდებლობასა და პრაქტიკას, ასევე განახორციელებს სასამართლოს ვებ-გვერდების მონიტორინგს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სასამართლოს სტატისტიკას, პროაქტიულად გამოქვეყნებულ ინფორმაციასა და სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობას. პროექტის ფარგლებში IDFI შეისწავლის, რა სახის სტატისტიკური მონაცემები მუშავდება სასამართლოში და რა გამოწვევები არსებობს ამ კუთხით. კვლევისა და მონიტორინგის შედეგად გამოვლინდება არსებული ხარვეზები და შემუშავდება სათანადო  რეკომენდაციები, რაც აისახება საბოლოო კვლევის ანგარიშში.  

 

პროექტის მიზანი

 

პროექტის მიზანია სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაუმჯობესება, ასევე კანონმდებლობისა და პრაქტიკის ცვლილების ადვოკატირება.

 

პროექტის ამოცანები

 

- სასამართლო სისტემის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კომპლექსური კვლევის მომზადება (განსაკუთრებული აქცენტით სასამართლოს სტატისტიკაზე, პროაქტიულად გამოქვეყნებულ ინფორმაციასა და სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობაზე), არსებული გამოწვევებისა და ხარვეზების იდენტიფიცირება; 

 

- საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე რეკომენდაციების მომზადება სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაუმჯობესების მიზნით;

 

- შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირება შესაბამის უწყებებთან.

 

აქტივობების განრიგი

 

პროექტის ბიუჯეტი

 

ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

საქართველო Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

11.03.2025

ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი მამულიასთან

07.03.2025

საით იხრება საქართველოს საგარეო სავაჭრო კავშირები?

06.03.2025

Cellebrite: მასობრივი კონტროლის თანამედროვე საშუალება

28.02.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024