ენერგეტიკის სექტორის მიმოხილვა - 2020

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ანალიზი 9 თებერვალი 2021

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მიმოიხილა ენერგეტიკის სექტორის მიმდინარე განვითარება და არსებული გამოწვევები, 2020 წლის  მდგომარეობით.

 

IDFI-იმ 2020 წელს დაიწყო ენერგეტიკის სექტორის პერიოდული მიმოხილვა და მიმდინარე მიმოხილვაში მოცემულია 2020 წლის სრული მდგომარეობა, გენერაციისა და მოხმარების დინამიკა, ელ. ენერგიით ვაჭრობის ტენდენციები, ელექტროენერგიის საცალო და საბითუმო ფასები და სექტორში დაგეგმილი და მიმდინარე სიახლეები. ასევე, გენერაციის, მოხმარების და დეფიციტის მოსალოდნელი პროგნოზები მომდევნო წლებში.

 

ძირითადი მიგნებები: ენერგეტიკის სექტორი შემცირდა

 

- ელ. ენერგიის გენერაცია წ.წ. 5.9%-ით შემცირდა 2020 წლის განმავლობაში. თბოსადგურების გენერაცია მნიშვნელოვნად არ შეიცვალა (-0.7% წ.წ.), თუმცა  განახლებადი ენერგიის წყაროების გენერაცია წ.წ. -7.7%-ით არის შემცირებული ანალოგიურ პერიოდში.

 

- COVID-19 პანდემიამ მკვეთრად შეამცირა ელ. ენერგიის მოხმარება, (-10.3% წ.წ.)2020 წელს. რაც შემცირებული ეკონომიკური აქტივობით, მსხვილი კრიპტომწარმოებლების მოხმარების შემცირებით  და თითქმის განულებული ტურიზმით შეიძლება აიხსნას. შემცირებამ -5.7% შეადგინა აფხაზეთის გაზრდილი ელ. ენერგიის მოხმარების გათვალისწინებით.

 

- აფხაზეთის მზარდმა ენერგომოხმარებამ ენგურჰესის გენერაციის 93% შეადგინა და აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის ერთ სულზე მოხმარება 3.3-ჯერ აჭარბებს მოხმარებას დანარჩენ საქართველოში. 2020 წელს წ.წ. +24%-ით გაიზარდა და რეკორდულად მაღალი იყო აფხაზეთის ელ. ენერგიის მოხმარება (2.5 ტვტ. სთ.). აღნიშნული, გარკვეულწილად გამოწვეულია ენგურჰესის გენერაციის შემცირებით 2020 წელს.

 

- მაღალი ელ. ენერგიის დეფიციტის დასაბალანსებლად 59 მლნ. აშშ დოლარის წმინდა იმპორტი დაგვჭირდა 2020 წელს. შეინიშნება გაუმჯობესება, (-11 მლნ. აშშ დოლარი) 2019 წელთან შედარებით, ძირითადად ელ. ენერგიის საიმპორტო ფასის შემცირების ხარჯზე, რომელმაც საშუალოდ 4 აშშ დოლარის ცენტი შეადგინა 2020 წელს (-17% წ.წ.). რუსეთიდან ელ. ენერგიის იმპორტმა ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმს მიაღწია და მთლიანი იმპორტის 38% შეადგინა. აღნიშნულს ხელს უწყობს აფხაზეთის ზრდადი ელ. ენერგიის მოხმარება.

 

- ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო და კომერციული აბონენტებისათვის ფასები გაიზარდა. ზრდა ყველაზე მაღალია (+24%) 102 კვტ. სთ-ზე დაბალი მოხმარების საყოფაცხოვრებო აბონენტებისათვის და ასევე იმ კომერციული მომხმარებლებისათვის, რომლებიც რეგიონში არიან წარმოდგენილი (+90%).

 

- პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში წ.წ. ოთხჯერ შემცირდა და 46 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა 2020 წლის 9 თვის განმავლობაში.COVID-19 პანდემია ძირითად დაბრკოლებად მოიაზრება, თუმცა ლარის გაცლითი კურსის გაუფასურების ფონზე დღეისათვის ფაქტიურად არ არსებობს განახლებადი ენერგიის წამახალისებელი მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობდა ინვესტიციების მოზიდვას და შეამცირებდა იმპორტზე დამოკიდებულებას.

 

- საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ოპერირების დაწყება წინ გადადგმული ნაბიჯია ბაზრის ლიბერალიზაციისაკენ. ბირჟის ფუნქციონირებამ ხელი უნდა შეუწყოს სექტორში საბაზრო ფასების ფორმირებას, რაც დადებითად აისახება საინვესტიციო გარემოზე და სწორ სიგნალებს გადასცემს ბაზრის მონაწილეებს.

 

- ელექტროენერგიის მოხმარება მოსალოდნელია 12.6 ტვტ. სთ-მდე გაიზარდოს მიმდინარე წელს, რაც 2019 წლის დონეზე (12.8 ტვტ. სთ.) ნაკლებია. ჯამურმა გენერაციამ მოსალოდნელია 11.5 ტვტ. სთ. შეადგინოს (ენგურზე მიმდინარე სამუშაოების გათვალისწინებით) აღნიშნულ პერიოდში და დეფიციტი 1.6 ტვტ. სთ. მიაღწევს, რაც შესაძლოა დაკომპენსირდეს იმპორტის ან თბოსადგურების გენერაციის ზრდის ხარჯზე.

 

რეკომენდაციები

 

- მთავრობის მიერ ინვესტიციების მოზიდვის მექანიზმები არ შემუშავდა 2020 წელს და აღნიშნულმა შეაფერხა როგორც ახალი გენერაციის წყაროების დამატება, ასევე შემცირებულმა ინვესტიციებმა შეაფერხა ეკონომიკური ზრდა.

 

გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების შემდეგ, დღეისათვის პრაქტიკულად არ არსებობს მექანიზმი, რომელიც წაახალისებს ინვესტიციებს სექტორში. მნიშვნელოვანია Feed-in tariff და სხვა ტიპის ინსტრუმენტების შემუშავება და დანერგვა, რომელიც ინვესტორებს შესთავაზებს გარანტირებულ ფასს და დაიცავს გაცვლითი კურსის რისკებისგან.

 

- ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციონირება თავისუფალი ბაზრის მექანიზმების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ზრდას

 

ენერგოდამოუკიდებლობა მცირდება მეზობელი ქვეყნებიდან ელ. ენერგიის იმპორტის ზრდის გათვალისწინებით. შესაბამისად, უნდა განხორციელდეს ბაზრის დერეგულაცია და ელ. ენერგიაზე სამომხმარებლო ფასის ზრდის შემთხვევაში საჭიროა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პირდაპირი ფორმით სუბსიდირება.

 

- საჭიროა განახლებადი ენერგიის წახალისება საოჯახო მეურნეობებში და მცირე ბიზნესში დღგ-სგან განთავისუფლებით ან ენერგოეფექტური სესხებით.

 

ნეტო აღრიცხვის მექანიზმი საშუალებას აძლევს მცირე მომხმარებლებს აწარმოონ ელექტროენერგია. თუმცა, მიკროელექტროსადგურების მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია აღნიშნული სადგურების ხელშეწყობა საგადასახადო შეღავათებით და ენერგოეფექტური სესხით.

 

- უნდა შემუშავდეს სექტორის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ენერგოეფექტურობის ზრდაზე და განახლებადი ენერგიის ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული.

  

ამ დროისათვის არ არსებობს გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს და წარმოადგენს სექტორის განვითარების შესაძლო სცენარებს.

 

/public/upload/Article/energy_sector_overview_2020-GEO.pdf

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

12.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024