ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორინგისთვის საჯარო პოლიტიკის საპილოტე ინიციატივები

პროექტები | მიმდინარე პროექტები 23 თებერვალი 2024

პროექტის სახელწოდება: ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორინგისთვის საჯარო პოლიტიკის საპილოტე ინიციატივები

პროექტი N: 1005207-101

დონორი ორგანიზაცია: DAI Global, LLC / USAID საჯარო მმართველობის პროგრამა 

ბიუჯეტი: 215,922 ლარი

ხანგრძლივობა: თებერვალი 23, 2024 - თებერვალი 22, 2025

 

პროექტის მოკლე აღწერა

 

კარგი მართველობის მთელ რიგ რეფორმებზე მაღალი ხარისხის კვლევებისა და პოლიტიკის დოკუმენტების სიმცირის გათვალისწინებით, პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების გაძლიერებას, რათა მათ პოლიტიკის შემუშავების პროცესში წვლილი შეიტანონ. ამისათვის პროექტი ითვალისწინებს მონაწილეების შესაძლებლობების განვითარებას, პრაქტიკული გამოცდილების/საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას და მათთვის ფართო შესაძლებლობების მიცემას, რათა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიზისა და რეკომენდაციების მომზადება და კომუნიკაცია შეძლონ. ეს საერთო მიზანი მიიღწევა შემდეგნაირად: 

 

  • სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაზრდით კარგი მმართველობის, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე;

  • მენტორობისა და შესაძლებლობების განვითარების გზით ახალგაზრდა პროფესიონალების მიერ შექმნილი მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ანალიზის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობით;

  • მთავრობის ზედამხედველობისა და კარგი მმართველობის მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსიების წახალისებით ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის მონაწილეობით;

პროექტის ფარგლებში IDFI გააფართოვებს არსებულ ოთხ აკადემიურ მოდულს/კურსს კორუფციისა და კარგი მმართველობის საკითხების ფართო სპექტრზე, რომლებიც ინტეგრირებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამაში. ეს გაფართოება უზრუნველყოფს დამატებით შესაძლებლობებს (სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები, მენტორთან შეხვედრები, საზაფხულო სკოლა მმართველობის სხვადასხვა საკითხებზე, კვლევის მეთოდებზე, მონაცემთა ანალიზის, მონაცემთა ვიზუალიზაციის შესახებ და ა.შ.) ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ასევე ამ კურსების კურსდამთავრებულთათვის, სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და საჯარო მოხელეებისთვის, რათა მათ გააძლიერონ თავიანთი ანალიტიკური უნარები. მათ ასევე შეეძლებათ, კონკურსების, სტიპენდიებისა და მენტორების მეშვეობით, შექმნან მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტები და რეკომენდაციები სხვადასხვა საჯარო პოლიტიკის საკითხებზე და მოახდინონ მათი კომუნიკაცია ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან სოციალური მედიის კამპანიებისა და მიზნობრივ აუდიტორიასთან დაკავშირების გზით. 

 

საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის შეიქმნება მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიტიკური და პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებსაც მოამზადებენ ახალგაზრდა პროფესიონალები კარგი მმართველობის სხვადასხვა საკითხზე. ეს ნაშრომები შეიძლება გახდეს მიმდინარე რეფორმების ღირებული გარე ანალიზი და შეფასება, რომელიც ხაზს გაუსვამს მნიშვნელოვან მიღწევებს, გამოავლენს ცალკეულ ხარვეზებს და შესთავაზებს ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად კონკრეტულ პოლიტიკის რეკომენდაციებს. გარდა ამისა, პროექტი მოიცავს კარგი მმართველობის კონკრეტულ რეფორმებზე დისკუსიასა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობებს ახალგაზრდა პროფესიონალებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის.

 

პროექტის აქტივობები მოიცავს:

 

  • 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის კურსების კოორდინაცია და 2024 წლის შემოდგომის სემესტრის ახალი სტუდენტების მიღება/კოორდინაცია და დამატებითი შესაძლებლობების უზრუნველყოფა (I-XII თვე)

  • არსებული ანტიკორუფციული პორტალის განახლება (I-V თვე)

  • მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიტიკური/პოლიტიკის ნაშრომების კონკურსი (IV-X თვე)

  • კონკურსში მონაწილეობისთვის სტუდენტების წახალისების მიზნით დაახლოებით 6 ლექციის/სამუშაო შეხვედრის ჩატარება პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით (IV-X თვე)

  • ონლაინ ტრენინგები, ასევე მენტორთან ინდივიდუალური შეხვედრები კვლევის მეთოდებზე, მონაცემთა შეგროვებაზე, მონაცემთა ანალიზზე, მონაცემთა ვიზუალიზაციაზე, პოლიტიკის ანალიზსა და პოლიტიკის დოკუმენტების დიზაინზე (IV-X თვე).

  • პრეზენტაცია საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში (X-XI თვე)

  • ანაზღაურებადი სტაჟირება/სტიპენდიები IDFI-ში ან წამყვან ანალიტიკურ ცენტრებში შერჩეული სტუდენტებისთვის/ ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

  • საზოგადიებისთვის ანალიტიკური ნაშრომების შედეგების გაცნობის აქტივობები (VIII-XII თვე)

  • ზამთრის სკოლა კარგი მმართველობის შესახებ (XI-XII თვე)

 

კონტრაქტი

 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

IDFI-ის განცხადება გიორგი დავითურის უკანონო დაკავების შესახებ

02.12.2024

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024