კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა სამაგისტრო საფეხურისთვისაც დაიწყო

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 5 ოქტომბერი 2022

3 ოქტომბერს დაიწყო 2022-2023 წლების სასწავლო წელი კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის სამაგისტრო კურსის მონაწილეებისთვის. სამაგისტრო საფეხურზე შერჩეული 25 მონაწილე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 13 სტუდენტთან ერთად, ერთი წლის განმავლობაში, გაივლის ისეთ საგნებს, როგორიცაა „ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში“ და „კორუფციასთან ბრძოლა - საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები“.

 

პირველი სამაგისტრო კურსი, რომელსაც სტუდენტები პროგრამის ფარგლებში გაივლიან არის ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში. სასწავლო კურსს კითხულობს თინათინ ხიდაშელი. ამჟამად, ქალბატონი თინა გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო იდეის თავმჯდომარე.

 

აღსანიშნავია, რომ სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს აკადემიური მოსწრების კრედიტებთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ პროგრამის დასრულების სერტიფიკატიც.

 

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის კონკურსი წელსაც ტრადიციულად დიდი იყო. გამოგზავნილი იყო თითქმის 400-მდე განაცხადი. გასაუბრების პროცესი გაგრძელდა 4 დღის განმავლობაში, რომლის შედეგად შეირჩა საუკეთესო კონკურსანტები, როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო საფეხურებისთვის. სამაგისტრო საფეხურზე, კონკურსის შედეგად, სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ინსტიტუტიდან შეირჩა 25 მონაწილე, რომლებიც კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამას გაივლიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 13-მა ილიას უნივერსიტეტის სტუდენტმა აირჩია ქალბატონი თინას საგანი.

 

კონკურსის წესით მოხვედრილი მონაწილეები წარმოადგენენ როგორც საჯარო, ასევე, კერძო და არასამთავრობო სექტორებს. მაგალითად, არიან წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროდან, თავდაცვის სამინისტროდან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან, ფინანსური ინსტიტუტებიდან, საქართველოს პარლამენტიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან.

 

2019-2020 წლებში სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში შექმნილი იყო რვა პროფესიული მოდული, რომელიც მომდევნო წლებში გარდაიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ოთხ აკადემიურ საგნად. 

 

კერძოდ, საბაკალავრო საფეხურისთვის - „კარგი მმართველობა და კორუფცია“, და „საჯარო პოლიტიკა და კორუფცია“, ხოლო სამაგისტრო საფეხურისთვის - „ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში“, და „კორუფციასთან ბრძოლა - საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები“.


კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელება „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 2019 წლიდან დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. სამი წლის განმავლობაში პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი პროექტის „მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად“ ფარგლებში. ხოლო ახლა პროგრამა ფინანსურად მხარდაჭერილია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ, ორგანიზაციული მხარდაჭერის ფარგლებში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023