ეკონომიკური ზრდის მიმოხილვა

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ანალიზი 16 თებერვალი 2022

2021 წელს, საქართველოს ეკონომიკამ 3%-ით გადააჭარბა 2019 წლის დონეს, საგარეო ვალის მნიშვნელოვანი ზრდის და მაღალი ინფლაციის ფონზე. 2020 წელს, კოვიდ პანდემიამ ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად იმოქმედა, როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა -6.8% იყო, მთლიანი შიდა პროდუქტი 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით 3%-ით გაიზარდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში საგარეო ვალი 10.5 მლრდ. ლარით გაიზარდა (+50%). ჯამური ინფლაციამ 15%-ს გადააჭარბა ანალოგიურ პერიოდში. საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელია 6%-მდე გაიზარდოს 2022 წელს[1]. აღნიშნული მნიშვნელოვნად არ აღემატება აშშ-სა (5.2%) და ევროკავშირის (4.2%) საშუალო მაჩვენებლებს.

 

რეგიონსა და მეზობელ ქვეყნებში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა თურქეთში დაფიქსირდა და 11% შეადგინა 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით. ინფლაციის მაჩვენებელმა 17% შეადგინა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში 2021 წელს. ყველაზე მეტად აზერბაიჯანის ეკონომიკა დააზარალა პანდემიამ და ომმა, სადაც ეკონომიკური ზრდა -1.4% იყო 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით.  

 

ფინანსურ რესურსებზე გაზრდილმა წვდომამ და ერთობლივი მოთხოვნის წახალისებამ, სხვა გარე ფაქტორებთან ერთად, მნიშნველოვნად გაზარდა ინფლაციური წნეხი 2021 წელს. მიუხედავად მაღალი ეკონომიკური ზრდის დაფიქსირებისა, 2021 წელს, საშუალო წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 10%-ს მიაღწია. ამ მაჩვენებლით, საქართველო რეგიონში მეორე ადგილზეა თურქეთის შემდეგ (17%). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთში გაცვლითი კურსი 23%-ით გაუფასურდა დოლართან მიმართებაში და საქართველოში მხოლოდ 4%-ით, ანალოგიურ პერიოდში.

 

 

გრაფიკი 1: ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია (%) ქვეყნების მიხედვით

 

წყარო: IMF, საქსტატი, IDFI

 

 

ეკონომიკურ ზრდას გაცემული სესხების მაღალმა ზრდამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი 2021 წელს. ეკონომიკაზე გაცემულმა სესხები 13%-ით გაიზარდა 2021 წელს და 42 მლრდ. ლარს მიაღწია. მათ შორის შინამეურნეობებზე გაცემული სესხები 15%-ით გაიზარდა 22 მლრდ. ლარამდე და ბიზნესზე გაცემული სესხები 11%-ით გაიზარდა 20 მლრდ. ლარამდე, 2021 წელს. ჯამურად, გაცემული სესხების წილი მშპ-ს 70%-ს შეადგენდა 2021 წლის ბოლოს.

 

 

გრაფიკი 2: შინამეურნეობაზე და ბიზნესზე გაცემული ყოველთვიური სესხების ზრდა 2021 წელს, იანვართან შედარებით

წყარო: ეროვნული ბანკი, IDFI

 

 

2021 წელის სამი კვარტლის მონაცემებით საბითუმო და საცალო ვაჭრობა და დამამუშავებელი მრეწველობა ყველაზე მაღალ წილს იკავებენ მშპ-ს დარგობრივ სტრუქტურაში, 16%-ს და 11%-ს, შესაბამისად. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების წილი შემცირდა 1.8 პ.პ.-ით წინა წელთან შედარებით და 10%-ს შეადგენდა, ანალოგიურ პერიოდში. მნიშვნელოვნად შემცირდა (-1.3 პ.პ.) სოფლის მეურნეობის წილი წინა წელთან შედარებით. თუმცა, აღნიშნული ძირითადად სხვა სექტორების ზრდის ხარჯზე განხორციელდა.

 

 

გრაფიკი 3: მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივი სტრუქტრურა 2021 წელს და ცვლილება 2020 წელთან

(სამი კვარტალი)

 

 წყარო: საქსტატი, IDFI

 

 

საგადასახადო შემოსავლები ძირითადად მაღალი ინფლაციის ხარჯზე იზრდება ბოლო ორი წლის განმავლობაში, ვინაიდან ეკონომიკა მხოლოდ 3%-ით გაიზარდა აღნიშნულ პერიოდში. საგადასახდო შემოსავლები 17%-ით გაიზარდა წ.წ. და 9.5 მლრდ. ლარს მიაღწია 2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებით. 2020 წელს, ზრდა წ.წ. -4.7% იყო, ანალოგიურ პერიოდში. აღნიშნული, პანდემიის ანტიკრიზისული გეგმის შედეგად გადასახადების გადავადებამ და ეკონომიკის შემცირებამ გამოიწვია.

 

 

გრაფიკი 4: საგადასახადო შემოსავლები ნაერთ ბიუჯეტში (მილიარდი ლარი)

წყარო: საქსტატი, IDFI

 

 

2020 წელს სახელმწიფო ვალის მშპ-სთან თანაფარდობამ, რეკორდულ, 63%-იან მაჩვენებელს მიაღწია. 2021 წელს კვლავ მაღალია საგარეო ვალის მშპ-სთან თანაფარდობა და შეადგენს 53%-ს, რაც 10 პ.პ.-ით ნაკლებია 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით.აღნიშნული, ძირითადად სტაბილური გაცვლითი კურსის შენარჩუნებამ და ეკონომიკის ზრდამ განაპირობა. რეგიონის ქვეყნებს შორის ვალის მშპ-სთან თანაფარდობით ლიდერობს სომხეთი (62%), ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რუსეთს (18%) აქვს.

 

 

 

გრაფიკი 5: სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებით, ქვეყნების მიხედვით (%)

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, Statista, Trading Economics, IDFI

*2021 წელს მოცემულია საპროგნოზო მაჩვენებლები

 

 

-------

[1] საერთასორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზი

 

 

/public/upload/Analysis/EC.GR 2021.pdf

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს. 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024