Timpul Info-Magazine and Anghel v Moldova - მედიის საზოგადოებრივი მეთვალყურის როლი

საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა 18 თებერვალი 2013

ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელეს წარმოადგენდა გაზეთი Timpul Info-Magazine, რომელმაც გამოაქვეყნა სტატია სათაურით ,,ფუფუნება სიღარიბის მიწაზე“, რომელიც შეეხებოდა სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის არსებულ ურთიერთობას, კერძოდ სახელმწიფოს მიერ კერძო კომპანიის მეშვეობით ძვირადღირებული მანქანების შესყიდვას საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების გარეშე. სტატიის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ კერძო კომპანიის მეშვეობით შესყიდული იქნა 42 ძვირადღირებული მანქანა, რომელთა საერთო ღირებულებამ 1 მილიონ ევროს გადააჭარბა. სტატიის მიხედვით, ხელისუფლებას არ წარმოუდგენია დასაბუთება ძვირადღირებული მანქანების შესყიდვის აუცილებლობის თაობაზე. სტატიაში მოცემული იყო ხელისუფლების მაღალ წრეებში კორუფციის არსებობის შესახებ ბრალდება, რომელიც ჟურნალისტის აზრით მოითხოვდა სათანადო შესწავლას.

 

კერძო კომპანიამ, რომელმაც სახელმწიფოს თანხით განახორციელა შესყიდვები წარადგინა საჩივარი გაზეთის წინააღმდეგ, მისი ნებართვის გარეშე, მის მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების გამო და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება. ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე გაზეთს ჩამოერთვა ქონება და მისი საბანკო ანგარიში დაყადაღდა.

 

გაზეთმა წარადგინა საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ჩარევის საფუძვლით.

 

სასამართლოს დასაბუთება: სასამართლომ არაპირდაპირ დაადგინა საჯარო დაწესებულებაში დაცულ ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის უფლება და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უნდა წარმოადგინოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შემზღუდველი ნებისმიერი ღონისძიების საფუძვლიანი დასაბუთება, რომლის მიღების უფლება საზოგადოებას გააჩნია.

 

სასამართლომ არ გაიზიარა სახელმწიფოს არგუმენტი, რომ გაზეთი მიზნად ისახავდა კერძო კომპანიის რეპუტაციის შელახვას და ბაზარზე არსებული კონკურენციის წესებზე ზეგავლენის მოხდენას. სასამართლომ მიიჩნია, რომ სტატია მიზნად ისახავდა მთავრობის კრიტიკას სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის არამიზნობრივი და გაუმჭვირვალე ხარჯვის გამო, რომელის მიმართ საზოგადოებას გააჩნდა დიდი ინტერესი. სასამართლომ განმარტა, რომ კერძო კომპანიები, რომლებიც სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე განკარგავენ სახელმწიფო ფინანსებს უნდა დაექვემდებარონ საზოგადოების მხრიდან მკაცრ ზედამხედველობას აღნიშნული საკითხის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესის გამო და მიიღონ კრიტიკა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. სასამართლომ ხაზი გაუსვა მედიის, როგორც სოციალური მეთვალყურის როლს, საზოგადოებისათვის მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაციის მიწოდების მიზნით და აღნიშნა, რომ გაზეთისათვის ამ ტიპის ჯარიმის დაწესებას გააჩნდა შემზღუდველი ეფექტი, რაც უარყოფითად იმოქმედებდა გაზეთის მიერ საჯარო მნიშვნელობის საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის გამართვაზე მომავალში.

 

სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს 2007 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება, საქმეზე Timpul Info-Magazine and Anghel v Moldova.

 

/public/upload/salome/CASE OF TIMPUL INFOMAGAZIN AND ANGHEL v MOLDOVA.pdf

 

მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის (OSF) ადამიანის უფლებათა სტაჟირების 2013 წლის გრანტის ფარგლებში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024