Tarsasag a Szabadsagjogokert v Hungary - მაღალი საჯარო ინტერესის მატარებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა 18 თებერვალი 2013

ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელეს წარმოადგენდა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსგან ითხოვდა პარლამენტის წევრის მიერ წარდგენილ სარჩელს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშულების თაობაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია იმ საფუძვლით, რომ სარჩელზე მიმდინარეობდა წარმოება და აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება არ შეეძლო სარჩელის ავტორის თანხმობის გარეშე. ეროვნულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საკონსტიტუციო სარჩელი შეიცავდა პარლამენტის წევრის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას და პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობა პირის თანხმობის გარეშე არ იყო დასაშვები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საფუძვლით.

 

არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაციის მიღების უფლების დარღვევის გამო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის ფარგლებში.  

 

სასამართლოს დასაბუთება: სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი ფართოდ განმარტა და აღიარა საჯარო დაწესებულებაში დაცულ ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის უფლება. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ კანონმდებლობით არ უნდა შექმნას ხელოვნური ბარიერი, რომელიც ხელს შეუშლის ინფორმაციის მიღებასა და საჯარო დებატების წარმართვას საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიის მსგავსად, გააჩნიათ სოციალური მეთვალყურის ფუნქცია და წარმართავენ საჯარო დებატებს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე. შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტური რეალიზაცია.  

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა საჯარო ინტერესის საგანს და დაადგინა, რომ მოსარჩელე ჩართული იყო საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაციის მოპოვების კანონიერ პროცესში. სასამართლომ მიიჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უარი სარჩელის მიწოდებაზე ადასტურებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მონოპოლიას გარკვეული სახის ინფორმაციაზე, რომელიც მიმართ საჯარო ინტერესი მაღალი იყო და წარმოადგენდა ინფორმაციის მიღების უფლებაში ჩარევას.  

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ინფორმაციის მიღების უფლებაში ჩარევა არ იყო აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, რადგან მოსარჩელემ მოითხოვა ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის შესახებ მოსარჩელის პერსონალური მონაცემების გარეშე. სასამართლომ აღნიშნა, რომ პარლამენტის წევრმა თავად გააკეთა საჯარო განცხადება სარჩელის წარდგენის თაობაზე და მისი მოსაზრებები საზოგადოებისთვის იყო ცნობილი, შესაბამისად სახელმწიფოს უარი სარჩელის მიწოდებაზე მოსარჩელის პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით არ იყო გონივრული. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო მოხელეთა პოლიტიკური მოსაზრებების დაფარვა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული დაკავშირებულია მის პირად მონაცემებთან და არ შეიძლება გამჟღავნდეს მისი თანხმობის გარეშე, არ არის გამართლებული გამოხატვის თავისუფლებიდან გამომდინარე.  

 

სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა.  

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს 2009 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება, საქმეზე Tarsasag a Szabadsagjogokert v Hungary.

 

/public/upload/salome/saertashoriso.pdf

 

   

მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის (OSF) ადამიანის უფლებათა სტაჟირების 2013 წლის გრანტის ფარგლებში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

ინფორმაციის თავისუფლება: მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024