ელექტრონული გამჭვირვალობა საქართველოში 2012

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ანგარიში 10 ოქტომბერი 2012

საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგი“ ღია საზოგადების ფონდების (OSF), ფონდ ღია საზოგადება საქართველოსა (OSGF) და ეროვნული უსაფრთხოების არქივის (NSA) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მის ფარგლებში ჩატარდა საქართველოს 104 საჯარო დაწესებულების ვებ-გვერდის მონიტორინგი.

კვლევის შედეგების მიხედვით: საჯარო დაწესებულებათა ვებ-გვერდების ინფორმაციული გამჭვირვალობის საშუალო ხარისხი 13.91%-ია, ხოლო ტექნიკური  გამართულობის საშუალო ხარისხი  -39.7 %შესაბამისად, დაბალია ვებ-გვერდების საშუალო ჯამური რეიტინგიც- 26.85%

ზემოთ მოყვანილი მაჩვენებლებიდან გამომდინარე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ საქართველოში დღესდღეობით საჯარო დაწესებულებათა მხრიდან მეტი ყურადღება ექცევა თავიანთ ოფიციალურ ვებ-გვერდებზე არა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას, არამედ ვებ-გვერდების ტექნიკური ხასიათის საკითხების მოწესრიგებას.

104 საჯარო დაწესებულების ოფიციალური ვებ-გვერდის კვლევამ ცხადყო, რომ:

  • საუკეთესო ჯამური რეიტინგის მქონე და ამავე დროს, ინფორმაციულად ყველაზე გამჭვირვალე ვებ-გვერდს, აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდი წარმოადგენს, ხოლო ტექნიკურად ყველაზე გამართულს კი - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-რესურსი;

 

  • მიუხედავად საქართველოს იუსტიციისა დასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდების ზოგადად მაღალი მაჩვენებლების ელ. ხელმისაწვდომობისა და ჯამური რეიტინგის კრიტერიუმებით, ინფორმაციული გამჭვირვალობის ყველაზე მაღალი ხარისხით სამინისტროებში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი გამოირჩევა;

 

  • ვებ-გვერდებზე ყველაზე ხშირად წარმოდგენილია:

 

  • ზოგადი ინფორმაციის თემატური ბლოკი (თემატური ბლოკის ხარისხი საშუალოდ 47,6%)

(ინფორმაცია ხელმძღვანელობის შესახებ, საერთო საკონტაქტო ინფორმაცია, ინფორმაცია ზემდგომი ორგანოს შესახებ, დეტალური საქმიანობის ისტორია, მმართველობის სფეროს და ფუნქციების აღწერა);

 

  • დაწესებულების კომპეტენციის სფეროში საქმიანობის თემატური ბლოკი (თემატური ბლოკის ხარისხი საშუალოდ 38,24%)

(ხელმძღვანელ პირთა მიმდინარე საქმიანობის შესახებ ცნობები, დაწესებულების საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ხასიათის მიმოხილვები, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთქმედების შესახებ ცნობები, სტაჟირებისა და ტრენინგების შესახებ ინფორმაცია და ა.შ. ).

 

  • ვებ-გვერდებზე ყველაზე იშვიათად წარმოდგენილია:

 

  • დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის თემატური ბლოკი (თემატური ბლოკის ხარისხი საშუალოდ 12,82% საჯარო დაწესებულებათა 49% ვებ-გვერდებზე)

(სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესახებ ინფორმაცია; ბიუჯეტში ასახული შემოსავლებისა და გასავლების შესახებ ინფორმაცია; კონკრეტულ საშტატო ერთეულზე განსაზღვრული ფინანსური განაკვეთები; დაწესებულების სრული სისტემის თანამშრომლებზე  გაცემული ხელფასების, დანამატების და დარიცხული პრემიების წლიური ოდენობების შესახებ ინფორმაცია, პროექტებისა და პროგრამების ხარჯთაღრიცხვა, დაწესებულებისათვის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების ოდენობის შესახებ ინფორმაცია და ა.შ.).

 

  • შესყიდვებისა და  ხელშეკრულებების შესახებ თემატური ბლოკი (თემატური ბლოკის ხარისხი საშუალოდ 14,04% საჯარო დაწესებულებათა 41% ვებ-გვერდებზე)

(სატენდერო განცხადებები, განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებისა და განხორციელებული სახელმწიფო ქონების პრივატიზების ამომწურავი  ჩამონათვალი, გაფორმებულ ხელშეკრულებათა ჩამონათვალი და პირობები და ა.შ.);

 

  • საკადრო უზრუნველყოფის თემატური ბლოკი (თემატური ბლოკის ხარისხი საშუალოდ 14,04% საჯარო დაწესებულებათა 32% ვებ-გვერდებზე)

(საჯარო დაწესებულებაში ვაკანტურ თანამდებობათა ჩამონათვალი,  ვაკანტურ თანამდებობაზე მისაღები კანდიდატისათვის წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამონათვალი, თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესი, თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის პროცედურებისა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების წაყენების, მათი ადმინისტრაციული წარმოების გზით გასაჩივრების წესის აღწერა და ა.შ.);

ჩატარებული კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ გასულ წლებში ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების ანალოგიურად, საქართველოს ოფიციალური ინტერნეტ სივრცის გამჭვირვალობა კვლავ არ ეხმიანება საზოგადოების ძირითად მოლოდინებსა და ელექტრონული დემოკრატიის სტანდარტებს.

 საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო რესურსების მონიტორინგი - ანგარიში 2012


 საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო რესურსების მონიტორინგი - ანგარიში 2012

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024

მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას

07.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023