ელ-ჩართულობის მექანიზმები საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდებზე - საბოლოო ანგარიში

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანგარიში 25 ივნისი 2013

 პროექტის მანძილზე სახელმწიფო დაწესებულებების ვებ-გვერდების საკომუნიკაციო მექანიზმების მონიტორინგმა და კვლევამ შემდეგი ტენდენციები გამოავლინა:


 საქართველოში სამთავრობო დაწესებულებები, ხშირ შემთხვევაში, საკუთარ ვებ-გვერდებს არაეფექტურად იყენებენ. აღნიშნული ელექტრონული საშუალება მათ მიერ არ აღიქმება მოქალაქეებთან კომუნიკაციის დამყარების, მათი მოსაზრებების გაგებისა და პოლიტიკურ პროცესებში მათი მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ მექანიზმად;


 საჯარო დაწესებულებები საკუთარ ვებ-გვერდებზე ძირითადად თავიანთი საქმიანობის შესახებ  ინფორმაციის გამოქვეყნებით შემოიფარგლებიან და ნაკლებ აქცენტს აკეთებენ ჩატარებული აქტივობების შესახებ მოსახლეობის აზრის გაგებაზე, მათგან უკუკავშირის მიღებაზე. გარდა ამისა, ფაქტობრივად, არცერთ სამთავრობო უწყებას საკუთარ ელ-რესურსზე განთავსებული არ აქვს დაგეგმილი ღონისძიებების კალენდარი. არსებობის შემთხვევაში მითითებულია მხოლოდ აქამდე ჩატარებული შეხვედრების შესახებ ცნობები, ცალკეული დღესასწაულები თუ ღონისძიებები. თუმცა, ეს ინფორმაცია არაა საკმარისი იმისთვის, რომ მოქალაქეს შეექმნათ წარმოდგენა განხილვების ან მსგავსი ტიპის აქტივობების შესახებ, რათა თვითონაც ჩაერთოს ცალკეული სამინისტროს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში და იყოს აქტიური სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკის შემუშავების პროცესში;

 სახელმწიფო უწყებების უმეტესობას არ გააჩნია მოქალაქეებთან ურთიერთობისა და ელ-კომუნიკაციის მოქმედი სამოქმედო გეგმა თუ სტრატეგია. ეს მიანიშნებს მათი მხრიდან ამ საკითხისადმი არათანმიმდევრულ და არასისტემურ მიდომაზე/დამოკიდებულებაზე;

დამონიტორინგებულ სამთავრობო რესურსები ორმხრივ ინტერაქციაზე ორიენტირებული აპლიკაციებისა და სერვისების (ბლოგი, ფორუმი, პეტიცია, დისკუსია, გამოკითხვა, კენჭისყრა) ნაკლებობას განიცდიან. არსებობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები ნაკლები ოპერატიულობით პასუხობენ მოქალაქეებისგან მიღებულ კითხვებს, არ ამოწმებენ მათ ტექნიკურ გამართულობას და ნაკლებად ცდილობენ პირდაპირ დიალოგში შევიდნენ მოქალაქეებთან;

ელ-კომუნიკაციის სამი კომპონენტიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოს საჯარო უწყებების ვებ-გვერდებმა ელ-გადაწყვეტილების მიღებაში აიღეს. აქედან ჩანს, რომ სამინისტროები ნაკლებად ზრუნავენ პოლიტიკურ დისკუსიებსა და დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა თანამედროვე ტექნოლოგიებით გახადონ შესაძლებელი, მოაწყონ ონლაინ კონსულტაციები მიმდინარე სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებისას და მოისმინონ მოსახლეობის პოზიციები ინტერაქციული სერვისების მეშეობით;

სახელმწიფო დაწესებულებების უმეტესობა სათანადოდ არ აღრიცხავს ოფიციალურ ელ-ფოსტაზე შესულ კითხვებსა და წერილებს. შედეგად, ვერ ხდება მოქაალქეებისთვის პასუხის გაცემის ხარისხის კონტროლი. იგივე პრობლემა არსებობს ვებ-გვერდებზე განთავსებულ საკონტაქტო ფორმასთან მიმართებაშიც. სამთავრობო დაწესებულებების უმეტესობის შემთხვევაში, საკამაოდ დაბალია მომხმარებლებისთვის საჭირო კითხვებზე გამოხმაურების მაჩვენებელი.

 

ელ-ჩართულობის მექანიზმები საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდებზე- საბოლოო ანგარიში

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024